x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ქართული ენა და მსოფლიოს ყველაზე ლამაზი, ჟღერადი ენების ათეული

image

ენის სილამაზე ფასდება სხვადასხვა პარამეტრით. მათ შორისაა: მელოდიურობა, ჟღერადობა, დამწერლობა და სხვა ასპექტები, რომელთაც ყურადღებას აქცევენ ლინგვისტები. არაერთი რეიტინგი არსებობს მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ენების შესახებ. რეიტინგები განსხვავდებიან მხოლოდ ენათა პოზიციის, თანმიმდევრობის მიხედვით, თუმცა მასში ყველაზე ლამაზი ენების ჩამონათვალი უცვლელია.



მსოფლიოს ყველაზე ლამაზი 10 ენაა:


10.იაპონური


იაპონურ ენაზე, მის სილამაზეზე საუბრისას, პირველ რიგში, ლინგვისტებს აზრად მოსდით ლაკონიური და თავშეკავებული ჰოკუ (ნაწარმოები), დაწერილი ლამაზი იეროგლიფებით. ვინც იაპონურს მიჩვეული არაა, ეს ენა გაუგებრად მოეჩვენება, თუმცა მისი მოსმენა გულგრილს ვერავის დატოვებს.


9. ჰინდი


ჰინდი ინდოელების ენაა და მათი ფილმები ყველასათვის ცნობილია.ეს ენა გამოირჩევა ემოციურობითა და ჟღერადობით, სინაზითა და სილამაზით. ჰინდის მეშვეობით თანაბრად წარმატებით შეიძლება, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი აზრის გადმოცემა. მწერლობაში გამოიყენება დევანაგარი, რაც ნიშნავს "ღვთაებრივ მწერლობას".


8.თურქული


თურქეთი საოცარი ქვეყანაა, რომელიც ერთდროულად აერთიანებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს და თურქული ენაც ასეთივე საინტერესო და მრავალფეროვანია.თურქული სასაუბრო ენა სულეიმანისა და როქსოლანის ენაა, ლამაზი, საინტერესო და მრავალფეროვანი სასიყვარულო ისტორიისა. ის მსუბუქი, ნაზი და პოეტური ენაა, რის გამოც მიიჩნევა უჩვეულოდ და ეგზოტიკურად.


7.იტალიური


იტალიური ლამაზი, რომანტიკული და მადიანი ენაა. იტალიელთა მიერ მოფიქრებული სიტყვების დიდი ნაწილი გავრცელდა სხვა ქვეყნებშიც და მთელ მსოფლიოში გამოიყენება ისე, როგორც მშობლიური. იტალიელთა საუბარი შეიძლება, იყოს მსუბუქი, მშვიდი და ნაზი, ასევე, ემოციური, ჟღერადი და ხმაურიანი, ხმამაღალი.


6.ქართული


ქართული ენა ტემპერამენტიანი, მკვეთრი, ცხელი და ემოციურია, თუმცა ამის გამო არანაკლებ ლამაზია. როგორც ჰინდის შემთხვევაში, ქართულ ენასაც შეუძლია, გამოხატოს ნებისმიერი ემოცია.

ქართული დამწერლობის რამდენიმე სახეობა აღიარებულია იუნესკოს არამატერიალურ მემკვიდრეობად.


5.პორტუგალიური


პორტუგალიური წყნარი, მშვიდი, მოზომილი, ნაზი და მსუბუქი ენაა. მისი მთავარი სილამაზე წარმოთქმაა, ჟღერადობაა.


4.სომხური


ერთი შეხედვით, გაუგებარ და უხეშ ენადაც კი შეიძლება, მოეჩვენოს უცხოს, თუმცა რეალურად ძალიან მელოდიური, ლამაზი და რომანტიკულია.



3.რუსული


ერთ-ერთი ყველაზე რთული ენაა მსოფლიოში: ბევრი წესი და გამონაკლისები მათ შორის, ასევე, სიტყვების, ლექსიკის სიუხვე.

რუსული ძალიან მრავალმხრივი, საინტერესო და უჩვეულო ენაა. მისი საშუალებით შეგიძლიათ, გადმოსცეთ ნებისმიერი აზრი და აღწეროთ, რაც გსურთ.


2.ვიეტნამური


ვიეტნამური უჩვეულო, რთულად დასამორჩილებელი ენაა. მთავარი მისი ღირსება გამოთქმაა. საყურადღებოა ტონალობა, რომელზეც აგებულია ვიეტნამური მეტყველება, ერთი და იგივე ბგერა გამოითქმის სხვადასხვა ვარიაციით, რაც ცვლის ნათქვამის მნიშვნელობას.


1.ფრანგული


უდავოდ ფრანგული სიყვარულის ენაა, გამოხატვისა და გრძნობების გადმოცემის დიდი უნარით.

ფრანგული საუბარი ლამაზი, მელოდიური და ნაზია.



1
702
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლანა92
ლანა92
702
  
2020, 19 ნოემბერი, 2:36
მოგესალმებით სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე - Hosset.Com
0 1 1