x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
მოდის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამოცემის ყველაზე სკანდალური ყდები

image


მოდის სამყაროს ერთ - ერთი მთავარი გამოცემა - "Vogue" სკანდალების პროვოცირებას საკმაოდ ხშირად ახდენს, რასაც სტრატეგიულად სწორად დაგეგმილი სკანდალური და პროვოკაციული ყდების საშუალებით აღწევს. დღეს, სწორედ ამ გამოცემის ყველაზე ცნობილ და გახმაურებულ სკანდალებზე მოგიყვებით.





Vogue US, 2017 წელი


image


გამოცემას ფოტოშოპის ბოროტად გამოყენებაში დასდეს ბრალი. ამერიკელი მოდელის ჯიჯი ჰადიდის საეჭვოდ გრძელმა ხელმა მკითხველი საგონებელში ჩააგდო.




Vogue Italia, 2017 წელი


image


იტალიური "Vogue"-ის ეს ნომერი ჰომოსექსუალობის პროპაგანდაში დაადანაშაულეს.





Vogue Arabia, 2017 წელი


image


ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი გარეკანი მხოლოდ იმიტომ გააკრიტიკეს რომ მისი ავტორი ტერი რიჩარდსონი გახლდათ. აღნიშნული გამოცემის გამოსვლამდე კი ცოტა ხნით ადრე ის სერიოზულ სკანდალში გაეხვა, კერძოდ კი, ტერის ბრალი სექსუალურ შევიწროებაში დასდეს.






Vogue Paris, 2016 წელი


image


სიშიშვლით უკვე ვეღარავის გააკვირვებ, თუმცა ჯიჯი ჰადიდიმ ეს უდაოდ შეძლო. მკითხველის თქმით, აქამდე არცერთი შიშველი მოდელი ისე გამომწვევად არ გამოიყურებოდა, როგორც ეს სუპერმოდელი, რისთვისაც მათ ჟურნალი არ დაინდეს და კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს.






Vogue Hommes Paris, 2012 წელი



image


უცნაურია, რომ ამ გარეკანზე საზოგადოებამ ოჯახური ძალადობის პროპაგანდა დაინახა. დიახ, ბევრმა მათგანმა ზუსტად ეს ქვეტექსტი ამოიკითხა.




Vogue Hommes Japan, 2011 წელი


image


სანამ ექსცენტრული ამერიკელი პოპ-ვარსკვლავი ლედი გაგა პროვოკაციულ ხორცის კაბაში სცენაზე გამოვიდოდა, მანამდე მან "ხორცის საცურაო კოსტიუმით" "Vogue"- ის გარეკანი დაამშვენა.




Vogue Paris, 1988 წელი


image


"შავი პანტერას" ცნობილი და სკანდალური ყდა. საქმე იმაშია, რომ ამ გამოცემის ფრანგულ ვერსიას ლეგენდარულმა დიზაინერმა ივ სენ ლორანმა ულტიმატუმი წაუყენა ან მათი ჟურნალის გარეკანს ნაომი კემპბელი დაამშვენებდა ან "Vogue"- ის ფურცლებზე ცნობილი მოდის სახლის არანაირი რეკლამა არ განთავსდებოდა. ასე აღმოჩნდა პირველად ფერადკანიანი მოდელი გამოცემის ფრანგული ვერსიის ყდაზე.






0
195
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
195