x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134059
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
ბევრს ჰგონია, თუ ტანკი გაჩერდა ის აუცილებლად განადგურებულია. ეს ასე, რომ არაა ერთ მაგალითს მოვიყვან

image რუსული ტანკი "Т-90" რუსეთმა, როგორც მეგობარ და პარტნიორ ქვეყანას მიაწოდა სირიის სამთავრობო ძალებს. ტანკების გადაცემამდე სირიის არმიის ჯავშანსატანკო დანაყოფების მებრძოლებმა წვრთვნები გაიარეს რუსეთში.
სირიაში მიდინარე საბრძოლო მოქმედებების ერთ დღეს რუსული წარმოების ტანკი სირიული ეკიპაჟით ასრულებდა საბრძოლო დავალებას ისლამისტური, ტერორისტული ორგანიზაციის მებრძოლების წინააღმდეგ.
ტანკი საბორტე ნომრით 21-4 გავიდა პოზიციაზე, მოახდინა რამდენიმე გასროლა მოწინააღმდეგეების მმიმართულებით, შეიცვალა პოზიცია და სწორედ ამ დროს მოხვდა ის ტერორისტების ხელში არსებული მართვადი, ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსის სამიზნეში.
ტანკის მიმართულებით გაშვებულ იქნა მართვადი რაკეტა. რასაც ხედავთ ქვედა სურათზე.

Источник фотографии: Яндекс. Картинки
ჩასაფრებაში მყოფმა მებრძოლმა შესძლო კარგად დაემიზნებინა ტანკისთვის და მისი მისამართით კომპლექსიდან გაეშვა მართვადი რაკეტა.
რაკეტა ტანკს კოშკურაში მოხვდა, რამაც ისლამისტი ტერორისტების ხმამაღალი ემოცია გამოიწვია.
თუმცა მალევე მიხვდნენ, რომ გასროლა უშედეგო აღმოჩნდა, დაზიანებული ტანკიდან ამოვიდა ეკიპაჟის ერთერთი წევრი, რომელიც აფეთქებით გაბრუებული ტანკთანვე დარჩა, ტანკის კოშკურაზე მომხვდარ რაკეტას არ გამოუწვევია საბრძოლო მასალის დეტონაცია. რაკეტის დარტყმა მიიღო დინამიურმა დაცვამ. Источник фотографии: Яндекс. Картинки სანამ ისლამისტები გონს მოვიდოდნენ და მეორე რაკეტას ესროდნენ ტანკს, ტანკში დარჩენილმა ეკიპაჟის წევრებმა ტანკი დაქოქეს და ღია პოზიციიდან გაიყვანეს. როცა ტანკი დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდა, დათვალიერების მერე აღმოჩნდა, რომ ტანკმა რაკეტის მოხვედრის შედეგად დაკარგა პროჟექტორი, მემიზნე-ოპერატორის სამიზნე და კოშკურას დინამიური დაცვის ნაწილი.
ასე, რომ მეგობრებო ყუმბარმტყორცნის ან მართვადი რაკეტის მოხვედრის შემდეგ არ შეიძლება ტანკი აპრიორი განადგურებულად ჩაითვალოს.

0
1277
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
1277