x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
არაბი შეიხების ექსკლუზიური ავტომობილები - ნახეთ, რით გადაადგილდებიან ძლიერნი ამა ქვეყნისანი
image


საიდუმლოს ალბათ არავისთვის წარმოადგენს, ის ფაქტი თუ რამდენად ხიბლავთ არაბ შეიხებს მდიდრული ცხოვრება და ძვირფასი ავტომანქანები, შესაბამისად, ისინი პერიოდულად საკუთარი ავტოპარკის გასაახლებლად და ესკლუზიური მოდელების შესაძენად არც დიდი ფულის გადახდაზე ამბობენ უარს. ამ მიმოხილვაში სწორედ იმ რამდენიმე უნიკალურ და ძვირადღირებულ მანქანაზე მოგიყვებით, რომელიც მსოფლიოში მხოლოდ ყველაზე მდიდარ შეიხებს ჰყავთ.




Nissan Patrol GTR


image


მიუხედავად იმისა, რომ ეს -Nissan Patrol GTR - ი გარეგნულად საკმაოდ ჩვეულებრივად გამოიყურება, ძრავსაფარის ქვეშ მას სრულიად უნიკალური "შიგთავსი" აქვს. Nissan Patrol– ის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ 4.1 ლიტრიანი ძრავის სიმძლავრე, რომელიც 1900 ცხენის ძალას შეადგენს ძირითადად Nissan GT-R– ის ნაწილებისგან არის აწყობილი. ასეთი მაჩვენებლების წყალობით კი სწორ გზაზე მას კონკურენციას თავად Porsche 918 - იც კი ვერ უწევს. ამ ავტომობილის სალონიც და საჭეც უნიკალურია, ვინაიდან ისინი ექსკლუზიურად სწორედ მისთვის შეიქმნა.




Giant Spider

image


ძვირადღირებული სათამაშოების მიმართ გულგრილი არც მაროკოელი შეიხები არიან, და Giant Spider -იც ამის ბრწყინვალე დასტურია. ასეთი მანქანა სპეციალური შეკვეთით სწორედ მაროკოელი შეიხისთვის შეიქმნა, რომელიც ახლა ჰამად ბინ ჰამდან ალ ნაჰაიანის პირად ავტოფარეხშია. ამ ავტომობილის შემხედვარე ისეთი შთაბეჭდილება რჩება თითქოს ის რაღაც იშვიათი მოდელის საფუძველზე შეიქმნა, თუმცა სინამდვილეში ავტომობილი თანამედროვე Jeep Wrangler - ის მიხედვით ააწყეს და გასული საუკუნის 30-იანი წლების მოდელს დაამსგავსეს. იმისთვის რომ Giant Spider უფრო საიმედო ყოფილიყო, მის შესაქმნელად ძალიან დიდი კორპუსი გამოიყენეს, ხოლო რადიატორის ცხაური და ფარები კონსტრუქტორებმა სატვირთო ავტომობილისგან "ისესხეს." აღნიშნული მოდელი V8 ძრავით არის აღჭურვილი.





Buchmann W100 600


image


ეს უნიკალური მანქანა 1980 წელს შეიქმნა. ის საუდის არაბეთის მეფის ბრძანებით ააწყეს, რომელიც უნიკალური მანქანისთვის მზად იყო ნებისმიერი თანხა გადაეხადა. მონარქმა პირადად ექსკლუზიური მანქანების მთელი პარტია შეუკვეთა, რომლებიც Mercedes-Benz W100– ის ბაზაზე დამზადდა. მხოლოდ პირველი ავტომობილის შესაქმნელად "BB" სააგენტოს ოთხი თვე დასჭირდა! მთლიანობაში, სულ 9 ექსკლუზიური მანქანა იყო აწყობილი.





Lotec С1000


image


მანქანა 1995 წელს არაბი შეიხის შეკვეთით შეიქმნა, რომელსაც სურდა პლანეტაზე ყველაზე სწრაფი ავტომობილი ჰყოლოდა. იმ პერიოდისთვის ყველაზე სწრაფი ავტომობილი Lotec Mercedes-Benz - ის ბაზაზე შექმნა. Lotec C1000– ს 1000 ცხენის ძალის განვითარება შეეძლო. ყველაზე სწრაფი ავტომობილის შესაქმნელად, სპეციალისტებს ის ჯერ ძალიან მსუბუქი უნდა აეწყოთ. სწორედ ამიტომ ძარის შესაქმნელად გამოყენებულ იქნა კარბონი. მანქანის სახელწოდებაში "C" ასო სწორედ ამაზე მიუთითებს. დროთა განმავლობაში აღნიშნული მოდელი მოძველდა და შეიხს პერიოდულად მისი განახლება უწევდა. Lotec C1000 ისტორიაში არა როგორც არაბი შეიხის მანქანა შევიდა, არამედ როგორც ავტომობილი, რომელმაც პირველად ისტორიაში სიმძლავრის ასეთი მაჩვენებლების დემონსტრირება შეძლო.




McLaren X-1

image


ეს უნიკალური და ერთადერთი - McLaren X-1 ავტომობილი, McLaren MP412C - ის ბაზაზე, შეკვეთით შეიქმნა. მის ტექნიკურ მახასიათებლებზე ცნობილი თითქმის არაფერია, ისევე როგორც თუ ვინ არის მისი იღბლიანი მფლობელი, რაც დანამდვილებით ვიცით არის ის, რომ მანქანის ღირებულება - 6 მილიონი დოლარია. ასეთ თანხებს კი როგორც წესი, მხოლოდ არაბი შეიხები იხდიან.





0
267
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
267