საზოგადოება რევმატოლოგთან ისტორიული ვიზიტი შედგა - პოპულარული პაციენტი დიაგნოზს აქვეყნებს 2020, 10 ნოემბერი, 22:44 დაახლოებით, 3 კვირის წინ სოციალურ ქსელში აუდიოჩანაწერი გავრცელდა, სადაც კაცი ერთ-ერთი კლინიკის ოპერატორს რევმატოლოგთან ჩაწერს სთხოვდა. ქალმა მას ექიმთან ვიზიტი 10 ნოემბერს შესთავაზა. და, აი 10 ნოემბერიც მოვიდა. დღეს პაციენტი, შალვა შენგელი რევმატოლოგთან უნდა მისულიყო. მისი დიაგნოზით დავინტერესდით და პირად შეტყობინებაში მისწერა. როგორც ჩანს, ჩვენ ერთადერთი არ ვყოფილვართ, ვინც შალვას და ექიმის შეხვედრას ასე ელოდა. , „ფეისქბუქ მომხმარებელთა მოთხოვნით“, შალვამ დიაგნოზი თავის ფეისბუქ კედელზე გამოაქვეყნა: „ორი კვირის წინ ვინმეს რომ ეთქვა, სოციალურ ქსელში საჯაროდ დადებ რევმატოლოგის დასმულ დიაგნოზსო, ნაღდად გიჟად ჩავთვლიდი. ...მოვლენები ისე განვითარდა, რომ სოც. ქსელის საზოგადოების თხოვნითა და ხალხის მოთხოვნით, მე თავად ვდებ რევმატოლოგის დიაგნოზს. ვფიცავ, რომ ნაღდია და არაა გაყალბებული. . მენისკია ჩაგლეჯილი და საოპერაციოაო . ამ დღეებში უნდა დავრეკო! და ჩავეწერო! ტრავმატოლოგთან. ამბობენ, დიდი რიგებიაო! “, - დაწერა შალვამ/ . 332 შეფასება არ არის
|