x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
სომხეთმა პრაქტიკულად ხელი მოაწერა კაპიტულაციას, ხოლო აზერბაიჯანმა ყარაბაღის ნაწილის დაბრუნების მიუხედავად რუსების სამშვიდობი მისიით შემოყვანით "გაიჩალიჩა"

image რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას არაღიარებულ მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტაზე. რუსეთი რეგიონში გააგზავნის 1960 მშვიდობისმყოფელს, ხოლო სომხეთი გამოიყვანს თავის ჯარებს. შეთანხმების ტექსტი გამოქვეყნებულია კრემლის საიტზე ( сайте Кремля ).

«ჩვენ, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ალიევი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი და რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ვაკეთებთ შემდეგ განცხადებას:
1. ცხადდება მთიანი ყარაბაღის მასშტაბით ცეცხლის შეწყვეტა სრულად.
მხარეები ჩერდებიან იმ ადილებზე, სადაც იმყოფებიან ამჟამად.
2. აგდამის რაიონი უნდა დაუბრუნდეს აზერბაიჯანის რესპუბლიკას 2020 წლის 20 ნოემბრამდე.
3. მთიან ყარაბაღში შეტაკებების მთელ პერიმეტრზე და მათ შორის ლაჩინის დერეფანში გაიშლებიან რუსეთის სამშვიდობო ძალები 1960 მებრძოლის ოდენობით, ცეცხლსასროლი იარაღით, 90 ჯავშანტრანსპორტიორით, 380-ი ერთეული საავტომობილო და სხვა ტექნიკით.
4. რუსული სამშვიდობო კონტიგენტი გაიშლება სომხეთის შეიარაღებული ძალების გაყვანის პარალელურად. სამშვიდობოების რეგიონში ყოფნის ვადა 5-ი წელია, ვადის ავტომატურად გაგრძელებით თუ რომელიმე მხარე ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე არ განაცხადებს უარს აღნიშნულ რეგიონში სამშვიდობო ძალების ყოფნაზე.
5. კონფლიქტის ზონაში შეთანხმების შეთანხმების ეფექტური კონტროლისათვის გაიშლება სამშვიდობო ძალების ცენტრი, რომლის მოვალეობა იქნება შეთანხმების კონტროლი და ცეცხლის განახლების აღკვეთა.
6. სომხეთის რესპუბლიკა ამა წლის 15 ნოემბრამდე აზერბაიჯანის რესპუბლიკას უბრუნებს ქელბაჯარის რაიონს, ამა წლის 1 დეკემბრამდე კი ლაჩინის რაიონს. ლაჩინის დერეფანი (სიგანით 5 კილომეტრი), რომელიც უზრუნველჰყოფს კავშირს სომხეთსა და მთიან ყარაბაღს შორის გააკონტროლებენ რუსული სამშვიდობო ძალები, კონტროლი არ განხორციელდება ქალაქ შუშაზე.
სამი წლის განმავლობაში უნდა გაიხსნას ახალი მარშუტი სომხეთსა და მთიან ყარაბაღს შორის, რომელსაც დაიცავენ რუსეთის სამშვიდობო ძალები.
აზერბაიჯანული მხარე უზრუნველჰყოფს ლაჩინის ხეობაში ტრანსპორტის, მოქალაქეებისა და ტვირთების უსაფრთხო გადაადგილებას ორივე მიმართულებით.
7. სამხედრო მოქმედებების გამო გადაადგილებულები და ეთნიკური ნიშნით დევნილები დაბრუნდებიან მთიან ყარაბაღში გაეროში დევნილთა საქმეების უმაღლესი კომისრის კონტროლქვეშ.
8. მოხდება სამხედრო ტყვეების გაცვლა, ასევე მძევლების და დაღუპულების გვამების გაბრუნება.
9. მოხდება ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო მოქმედებების განბლოკვა. სომხეთის რესპუბლიკა უზრუნველჰყოფს აზერბაიჯანის ნახიჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის დასავლეთ რაიონებს შორის უსაფრთხო სატრანსპორტო მიმოსვლას.
სატრანსპორტო მიმოსვლას გააკონტროლებს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ძალები.
მხარეების შეთანხმების საფუძველზე ნახიჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის დასავლეთ რაიონებს შორის განახლდება სატრანსპორტო კომუნიკაციების მშენებლობა.
თუ გახსოვთ მე გუშინ დავდე სტატია მოზდოკიდან ერებუნის აეროდრომის მიმართულებით რუსული სამხედრო, საჰაერო-კოსმოსური ძალების მძიმე სატრანსპორტო თვითმფრინავის მიერ შესრულებულ რამდენიმე რეისზე, როგორც ჩანს რუსეთმა ცოცხალი ძალა და ტექნიკა გადაისროლა სომხეთში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად.
კარგია, რომ საბრძოლო მოქმედებები შეჩერდება და სისხლისღვრა შეწყდაბა, მაგრამ მწარე ქართული რეალობიდან გამომდინარე მეეჭვება დევნილების დაბრუნება მოხდეს.
რუსეთი, როგორც ყველგან, სადაც კი სამშვიდობო მანდატით იმყოფებოდა მოაწყობს პროვოკაციებს რათა რეგიონში ყოფნა გაიხანგრძლივოს და გაეროსგან მიღებული ფულადი სახსრებით შეინახოს არცთუ მცირე რუსული სამხედრო კონტიგენტი.
თავის მხრივ სომხეთის პრემიერ-მინისტრი, როგორც პოლიტიკოსი დამთავრდება ამ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით, რადგან ეს ხელშეკრულება სომხეთში უკვე შეფასდა, როგორც კაპიტულანტური და ათასობით ადამიანმა მოითხოვა ხელისუფლებისაგან მისი გაუქმება.
დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, რადგან ვთვლი, რომ აზერბაიჯანმა ამ მოქმედებით თურქეთსაც გადაასხა ცივი წყალი. ერდოღანი კი რეგიონში პირველობისათვის იბრძვის და ვფიქრობ თურქეთ-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები გაცივდება იმ განონაკლისით, თუ ამ შეთანხმებაზე ერდოღანის თანხმობაც იყო.
წუხელ, როგორც კი ცნობილი გახდა აღნიშნულ ხელშეკრულებაზე, ერევანში ათასობით გაბრაზებული მოქალაქე შეიკრიბა, მათ შტურმით აიღეს პარლამენტის შენობა და მოითხოვეს დაუყოვნებლივ ხელშეკრულების გაუქმება.
პარლამენტის შენობა კი პროტესტის ნიშნად დაარბიეს.
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage













0
107
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
107