x
image
რუსო ჩარექიშვილი
პიტნა- წამალი თუ საწამლავი?
პიტნა, საქარტველოში მეტად გავრცელებული და ყველასათვის კარგად ცნობილი მცენარეა. მისი მოვლა და მოშენება, ხომ საერთოდ, უმარტივესია. ალბათ, იშვიათად თუ შევხვდებით ისეთ ეზოს, სადაც იგი არ ხარობს. საკმარისია მხოლოდ ერთი ძირის დარგვა და სულ ცოტახანში მისგან მივიღებთ უზარმაზარ, ხშირ-ხშირად ამოსულ ბუჩქს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მისი გახარება შესაძლებელია ქოთანში, სახლის პირობებშიც, ვინაიდან იგი ადვილად ეგუება გარემოს და კარგადაც ხარობს.image

პიტნის სასარგებლო თვისებების შესახებ, ალბად თითოეულ ცვენგანს კარგად სმენია. ზოგს იმდენად უყვარს მისი სპეციფიკური გემო, რომ პიტნის ჩაის თითქმის ყოველდღიურად მიირთმევს.

პიტნას, ჩაის გარდა, საჭმელებშიც აქტიურად მოიხმარენ.


აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ საოცარ და სურნელოვან მცენარეს, იმდენი სასარგებლო თვისებები ახასიათებს, რის შესახებაც იშვიათს თუ სმენია.

საინტერესოა რაში გამოიყენებენ მას?

თავდაპირველად შევეხოთ ყველასათვის კარგად ცნობილ თვისებას, როგორიცაა პიტნის დამამშვიდებელი ზემოქმედება ჩვენ ორგანიზმზე.image

პიტნა არაჩვეულებრივი ანტიდეპრესანტია. ნებისმიერ დროს, როდესაც იგრძნობთ უმიზეზო მღელვარებას, შფოთს, გაღიზიანებას შეგიძლიატ მიირთვათ პიტნის ნაყენი (ჩაის სახით), სულ მცირე დროში იგრძნობთ როგორ ქრება დაძაბულობა და გეუფლებათ სიმშვიდე.

პიტნის ნაყენი გამოიყენება მუცლის ტკივილის დროსაც. მისი დამამშვიდებელი ეფექტი აქრობს ჭვლებს და ტკივილს მუცლის არეში.

პიტნის ჩაი, ასევე, სასარგებლოა ტაქიკარდიისა და მჟავიანობის მომატების დროს, ხოლო, პიტნის ინჰალაცია ხსნის სასუნთქ ორგანოებს და ასუფთავებს ფილტვებს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პიტნას წნევის დაწევის მიზნითაც იყენებენ. იგი სულ მცირე დროში არეგულირებს მას.image

XXI საუკუნის პრობლემას წარმოადგენს თავის ტკივილი. მასტან საბრძოლვევალ უამრავ ხერხს მიმარტავენ ხოლმე, თუმცა ყველაზე ეფექტური, ნატურალური და უსაფრთხო ამ შემთხვევაში პიტნის ჩაია. ასე რომ სანამ წამლებისკენ წაიღებთ ხელს, გაიხსენეთ ყველაზე სასარგებლო მცენარის უებარი თვისებები.

მედიცინაში პიტნისაგან მიღებული მენთოლი ნევრალგიურ ტკივილგამაყუჩებლად გამოიყენება გარეგანი ხმარებით, აგრეთვე შაკიკის, კბილის ტკივილის დროს. ანტისეპტიკურ საშუალებად გამოიყენება სურდოს, ხახის კატარის, ბრონქიტის და ბრონქოექტაზიის დროს.

პიტნის ფოთლების ნაყენი და მიქსტურა გამოიყენება როგორც გულისრევის და პირღებინების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად.

მარტო პიტნას გულისა და ფილტვების დაავადებების, განსაკუთრებით ფილტვებიდან სისხლღებინების შემდეგ სამკურნალოდ იყენებენ. პიტნის ფოთოლს უხვსისხლიანი მენსტრუაციისას იყენებენ შემდეგნაირად: 20 გ ფოთოლს 500 გ მდუღარე წყალს ასხამენ, 2 საათს დგამენ და შემდეგ აძლევენ ავადმყოფს დასალევად.image

მრავალი სასარგებლო თვისებების მიუხედავად, უნდა აღვნიშნოთ, რომ მისი დიდი რაოდენობით მიღება არასასურველია. აქედან გამომდინარე, უნდა ვეცადოთ მისი მიღება შევამციროთ, რათა თავიდან ავირიდოთ რისკები და არასასურველი სედეგები.


0
502
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
502
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0