x
მეტი
  • 21.01.2022
  • სტატია:116348
  • ვიდეო:353102
  • სურათი:490186
კორონავირუსის 63 დადასტურებული შემთხვევაა დედოფლისწყაროში; გამოჯანმრთელდა - 16
image


ბოლო მონაცემებით დედოფლისწყაროში კოვიდ დადებითი პაციენტების რაოდენობა კიდევ 11 ადამიანით გაიზარდა. გუშინ დედოფლისწყაროს ტელევიზია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებდა ინფორმაციას, რომ კორონავირუსის 52 შემთხვევა იყო აღრიცხული. 9 ნოემბრის დილის მონაცემებით კი ჯამში 63 კოვიდ შემთხვევაა დადასტურებული.


რაც შეეხება ახალ შემთხვევებს, კორონავირუსი დაუდასტურდა სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის მეშვიდე კლასელ ბიჭს, რის გამოც ხორნაბუჯის სკოლა 10-დან 22 ნოემბრამდე დაიხურა და სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. ამის შესახებ სკოლის ადმინისტრაციამ საგანგებო განცხადება უკვე გაავრცელა.


ინფიცირებულების უდიდესი ნაწილი დედოფლისწყაროში, საკუთარ ბინაზე მსუბუქი მდგომარეობით აგრძელებს მკურნალობას. მხოლოდ რამდენიმე მათგანი გადაიყვანეს დედაქალაქში, ისიც მხოლოდ რისკ ჯგუფები.



15 ნოემბრამდე დისტანციურ სწავლებაზეა არხილოსკალოს საჯარო სკოლაც, იქაც ინფიცირებულია ერთერთი მოსწავლე.


„ბოლო მდგომარეობით დედოფლისწყაროში covid-19 -ით ინფიცირების 63 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათ შორის
.

დედოფლისწყაროში -25;

სოფ. არხილოსკალოში - 9,

სოფ. არბოშიკში - 9,

სოფ. ხორნაბუჯში - 8,

სოფ. სამრეკლოში - 8,

სოფ. გამარჯვებაში - 3,

სოფ. ზ. მაჩხაანში -1.


გამოჯანმრთელდა 16 მოქალაქე, 47 აგრძელებს მკურნალობას ბინაზე, უბნის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ინფიცირებულთან კონტაქტირებული 160 მოქალაქე არის თვითიზოლაციაში, “ - აღნიშნავენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.
.
ორი კვირის წინ სხვადასხვა მედია ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ინფიცირებული იყო დედოფლისწყაროს საპატრიარქოს სკოლის ერთერთი პედაგოგი. დედოფლისწყაროს ტელევიზიას სამრევლო სკოლის პედაგოგის ინფიცირების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. საპატრიარქოს სკოლის დირექტორი თეა სხირტლაძე აცხადებს, რომ ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა და ის პედაგოგი არ ყოფილა, ის მათი ტექნიკური თანამშრომელი იყო:'
.
„საქმე ეხება საპატრიარქოს სკოლის ტექნიკურ პერსონალს, რომელსაც კოვიდი დაუდასტურდა და ამ დროისთვის უკვე გამოჯანმრთელდა. მას კონტაქტი ჰქონდა არა თელავში, არამედ სხვა სკოლის ერთერთ პედაგოგთან ვისაც კოვიდი დაუდასტურდა. სწორედ ამის გამო, ჩვენი თანამშრომელი სიმპტომების გამოჩენამდეც იმყოფებოდა თვითიზოლაციაში და არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენდა სკოლისათვის და არ ჰქონია შეხება სამსახურთან, “ - განუცხადა დედოფლისწყაროს ტელევიზიას თეა სხირტლაძემ.
.
დედოფლისწყაროს საავადმყოფოშიც კორონავირუსის ორი შემთხვევაა, ერთი მედიკოსი, ერთიც ტექნიკური პერსონალია, თუმცა ისინი პაციენტისგან არ დასნებოვნებულან.
.
„გთხოვთ, გაითვალისწინოთ არსებული სიტუაცია! ხელის ჰიგიენა, დისტანცია და ნიღბის ტარება აუცილებელია რათა თავიდან ავიცილოთ covid 19-ის გავრცელება, “ - აღნიშნავენ დედოფლისწყაროს ჯანდაცვის ცენტრში.
.
მსუბუქად მიმდინარე პაციენტები არანაირ მედიკამენტურ მკურნალობას არ გადიან. ჯანდაცვის ცენტრში განმარტავენ, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში გარდაცვალების შემთხვევა არ გვაქვს.
.
.
1
166
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
Mediator image
166
  
2020, 13 ნოემბერი, 22:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1