"არ გამოსცადო უფალი შენი"!-ლუკას სახარება თავი მეოთხე. არ დაიჯერა ეს ნიგერიელმა მქადაგებელმა და ლომებმა "შეახრამუნეს"
ნიგერიელმა მქადაგებელმა დენიელ აბოდურინმა გადაწყვიტა ბიბლიური პერსონაჟის დანიელის საქციელი გაემეორებინა (დანიელი ლომებით სავსე ორმოში ჩააგდეს და ჯანმრთელი და უვნებელი ამოვიდა).
2500 წლის წინ ბაბილონის მეფემ დაანგრია იერუსალიმი და ტყვედ უამრავი ადამიანი წაიყვანა, მათ შორის იყო ბრძენი დანიელი. მეფის დიდებულებს არ მოეწონათ მისი ცოდნა, მისი მჭევრმეტყველება და ინტრიგების ხლართვა დაიწყეს მის წინააღმდეგ. მეფე დარიოსის ბრძანებით ებრაელი ბრძენი ლომების ხროვას ჩაუგდეს დასაგლეჯად. დანიელი მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა მშიერი ლომების გვერდით და მუხლმოყრილი ლოცულობდა.
დილით მეფემ მოისურვა გაეგო თუ რა ბედი ეწია დანიელს და ლომების ორმოსთან მივიდა შესამოწმებლად, როცა დანიელი ცოცხალი და უვნებელი დაინახა ჯერ გაოცდა შემდეგ კი გაუხარდა და სასწრაფოდ ამოაყვანინა დანიელი.
მეფემ ბრძანა სასწრაფოდ მოეყვანათ ის დიდებულები რომელთა შეგონებითაც ჩაუგდო ლომებს ებრაელი ბრძენკაცი.
დიდებულების მოსვლისთანავე მეფემ ბრძანა მათი ჩაგდება ლომებთან, დამშეულმა ლომებმა ეგრევე "შესანსლეს" შეთქმულების მონაწილეები.
ნიგერიელმა მქადაგებელმა გადაწყვიტა იგივე გაემეორებინა, ის დარწმუნებული იყო, რომ მას გააჩნდა ზებუნებრივი ძალა და იმაშიც დარწმუნებული იყო, რომ მას ღმერთი დაიცავდა.
1991 წელს ის მივიდა ქალაქ იბადანის ზოოპარკში, მეთვალყურეებმა სასტიკი უარი განუცხადეს გალიაში შეშვებაზე, თუმცა მან შესძლო დაერწმუნებინა ისინი, რომ ლომები მას ვერაფერს დააკლებდნენ.
სასწაულის მოლოდინში ლომების ვოლიერს ზოოპარკის მნახველები მიაწყდა. მქადაგებლის ვოლიერში შესვლისთანავე ლომებმა ვოლიერის კუთხისაკენ დაიხიეს, მნახველებმა ამის დანახვაზე ოვაცია გამოხატეს, მათ ეტყობა არ იცოდნენ, რომ მტაცებლებს მსგავსი რამ ახასიათებთ უცხოს დანახვაზე, ისინი ამ დროს აფასებენ საფრთხის დონეს და წყვეტენ გაიქცნენ თუ თავს დაესხნენ უცხოს.
მქადაგებელი ბიბლიით ხელში ნელა უახლოვდებოდა ლომებს, თან ლოცვებს კითხულობდა. როგორც კი მიუახლოვდა ახლოს ლომებს, მას ერთბაშად დაესხნენ თავს ლომები და უბედური მქადაგებელი ნაფლეთებად აქციეს.
მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა...