x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დაკარგავს თუ არა დონალდ ტრამპი, პრეზიდენტის პოსტის შემდეგ,მეუღლესაც?!

image
2020 წლის ნოემბერი დონალდ ტრამპისათვის, შესაძლოა, ყველაზე მძიმე გამოდგეს მის ცხოვრებაში. მას შემდეგ, რაც ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენთან დამარცხდა, თეთრი სახლის შიდა ჭორების თანახმად, მელანია ტრამპი მასთან გაშორებას აპირებს.

ბრიტანული Daily Mail-ის ცნობით, მელანია ტრამპის ყოფილი თანამშრომელი ირწმუნება, რომ ჯერ კიდევ პირველი ლედი დღეებს ითვლის, როდის გაცილდება დონალდს. წყვილს შორის რომ პრობლემები არსებობდა, ადრეც იყო საუბრები. იმასაც ამბობდნენ, რომ 2016 წელს, როდესაც ტრამპი პრეზიდენტი გახდა, მელანია ცრემლებად იღვრებოდა, არ ელოდა არჩევნებში მის გამარჯვებას. როდესაც პრეზიდენტი თეთრ სახლში შევიდა, მელანია ხუთი თვის განმავლობაში არ გადასულა ნიუ-იორკიდან ვაშინგტონში, მიზეზად კი მათი შვილის, ბარონის, სკოლის დამთავრება დასახელდა, თუმცა სხვა ინფორმაციით, პირველი ლედი თავს არიდებდა დონალდთან ცხოვრებას.

მელანია ტრამპის ყოფილი თანამშრომლის, სტეფანი ვოლკოფის თქმით, პირველი ლედი დიდიხანია ემზადება განქორწინებისთვის. მათ უკვე წლებია სხვადასხვა საძინებელ ოთახებში სძინავთ.

რატომ არ გაშორდა მელანია დონალდ ტრამპს აქამდე? სტეფანი ვოლკოფს ამაზეც აქვს პასუხი: “ როდესაც მელანიამ განქორწინება გადაწყვიტა დონალდის პრეზიდენტობისას, ამ უკანასკნელმა გამოსავალი მოძებნა და მეუღლეს დაჯარიმებით დაემუქრა". სწორედ ამის შიშით მოუწია მელანიას თავის შეკავება, ახლა კი ამისგან მალე გათავისუფლდება.

1
440
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
440
  
2020, 9 ნოემბერი, 15:14
ფული ოხრად აქვს და ახალგაზრდას გაჰყვება...
0 1 1