x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134523
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
ნახეთ, როგორ გამოიყურება სამანტა ფოქსი დღეს, რომლის პოსტერებიც 90-იან წლებში ყველა მოზარდის ოთახს ამშვენებდა

image


80 - 90-იანი წლების პოპულარული ბრიტანელი მომღერალი - სამანტა ფოქსი, რომლის პოსტერებსაც თითქმის ყველა მოზარდის ოთახში შეხვდებოდით განსაკუთრებით იმ მამაკაცებს ემახსოვრება, რომელთა თინეიჯერობაც სწორედ ზემოაღნიშნულ პერიოდს ემთხვევა. ფოქსის შემოქმედების თაყვანისმცემლები გულწრფელად აღიარებდნენ, რომ მომღერლის ვოკალური მონაცემები იდეალურისგან საკმაოდ შორს იყო, თუმცა აი მადისაღმძვრელი ფორმებით კი, ის მართლაც ყველასგან გამოირჩეოდა. რთულია სამანტას ნიჭიერი მომღერალი უწოდო, თუმცა კარიერულ კიბეზე ასვლაში მომღერალს უდაოდ საოცარი გარეგნობა დაეხმარა.


image


15 წლის ასაკში გოგონა უკვე საკმაოდ თამამ ფოტოსესიებში მონაწილეობდა. თავად მომღერალი ამ ფაქტს ასე ხსნიდა: "ბუნებამ ლამაზი ფორმებით დამასაჩუქრა, და ცუდს იმაში ვერაფერს ვხედავ თუკი ადამიანებს სიხარულს ვანიჭებ."


image


სამანტას სერიოზული მუსიკალური კარიერული აღმასვლა 80-იან წლებში დაიწყო. სწორედ მაშინ მოუვიდა მომღერალს მამასთან პირველი სერიოზული კონფლიქტი, ფოქსი მას ფულის მოპარვაში ადანაშაულებდა.


image


მას შემდეგ მამასთან, მომღერალმა ყოველგვარი კონტაქტი გაწყვიტა. 90-იან წლებში მან მონაწილეობა "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსში მიიღო, სადაც მეოთხე ადგილი დაიკავა.


image


80-იანი წლების სექს-სიმბოლო საყვარელ მამაკაცს ავსტრალიელ პიტერ ფორსტერს მათი ნაშვილები ვაჟის საიმონის გარდაცვალების შემდეგ დაშორდა, მას შემდეგ მომღერლის პირადი ცხოვრება არაერთ კითხვას ბადებს. ფოქსის სექსუალური ორიენტაციის შესახებ ეჭვები განსაკუთრებით 1999 წელს გამწვავდა, როდესაც ის, ლესბოსელებს შორის სილამაზის კონკურსის ჟიურის წევრობას დათანხმდა.


image


დღესდღეობით, 54 წლის მომხიბვლელი სამანტას გული კვლავ თავისუფალია, 80-იანი წლების ვარსკვლავი შესაშურ ფიზიკურ ფორმაში იმყოფება და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში რეტრო კონცერტებზე გამოსვლას კვლავაც აქტიურად განაგრძობს.


imageimageimage






0
542
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
542