x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134504
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
20+ საინტერესო ფაქტი ოსკარ უაილდის შესახებ - გენიოსი, რომელსაც ყოველთვის ჰქონდა სათქმელი
imageოსკარ უაილდი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინგლისელი მწერალია, რომელსაც არაერთი ადამიანი იცნობს თავისი ცნობილი ნოველის "დორიან გრეის პორტრეტის" წყალობით. მის ნაწარმოებებზე სპექტაკლებს დღესაც წარმატებით დგამენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მის სიტყვებს კი გამუდმებით ციტირებენ. უაილდს სჯეროდა, რომ სილამაზე ყველაზე მნიშვნელოვანი რამ იყო და სულაც არ სურდა თავმდაბალი ცხოვრებით ეცხოვრა.


სტატიაში ამ საოცარი მწერლის ბიოგრაფიას ჩავუღრმავდებით და გაგაცნობთ ყველაზე საინტერესო ფაქტებს მისი ცხოვრებიდან.

imageფოტოზე ოსკარის ბავშვობას ხედავთ. იმ დროს ორივე სქესის ბავშვები კაბებს ატარებდნენ.




⬤ ოსკარ უაილდი 1854 წლის 16 ოქტომბერს დაიბადა დუბლინში. მამამისი, სერ უილიამ უაილდი, ირლანდიის მოწინავე ოფთალმოლოგი (ყურისა და თვალის) ქირურგი იყო. ამას გარდა, ის წიგნებს წერდა ირლანდიის არქეოლოგიასა და ფოლკლორზე, ღარიბებისთვის უფასო სამედიცინო ცენტრიც კი გახსნა.

⬤ ოსკარის დედა, ჯეინ უაილდი, პოემებს წერდა და უჩვეულო ქალი იყო. გრძნობდა, რომ რაღაც დიდებულის გასაკეთებლად დაიბადა და ამას არც მალავდა. თავად ოსკარიც განსაკუთრებულად გრძნობდა თავს. სწორედ ამიტომ მოსწონდა მას რეალობის ცოტაოდენი ცვლილება და საკუთარ ქორწინების მოწმობაშიც კი არასწორი დაბადების თარიღი ჩაწერა, თავისი თავი 2 წლით უმცროსად წარმოაჩინა.


⬤ ოსკარს პატარა და ჰყავდა, სახელად იზოლა, რომელიც მენინგიტმა 10 წლის ასაკში შეიწირა, და ძმა, სახელად უილიამი. ბიჭები ერთმანეთს ძალიან ჰგავდნენ: ორივეს ჰქონდა მიდრეკილება ზედმეტი წონისკენ და ცოტათი ზარმაცები იყვნენ. ოსკარს ეს მსგავსებები არ მოსწონდა და ერთხელ თავის ძმას ფულიც კი გადაუხადა, რათა წვერი გაეზარდა და მისგან განსხვავებული ყოფილიყო.

image

⬤ 9 წლის ასაკამდე მომავალი მწერალი სახლში სწავლობდა, მან სწრაფად აითვისა ფრანგული და გერმანული ენები. შემდეგ შევიდა Portora Royal-ის სკოლაში, სადაც პოპულარული გახდა სასკოლო პაროდიებით და ყველასთვის ზედმეტსახელის შერჩევით. ადამიანებს ის გენიოსად მიაჩნდათ, რადგან შეეძლო, 3 წიგნიანი ნოველა 30 წუთში გადაეკითხა და მოეყოლა, რის შესახებ იყო სცენარი. ერთსაათიანი კითხვის შემდეგ მნიშვნელოვანი სცენებისა და დიალოგების მოყოლაც კი შეეძლო. სპეციალურად გამოცდისთვის არაფერს სწავლობდა და კითხულობდა ლიტერატურას, რომელიც მართლა აინტერესებდა. მან სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა.

⬤ ტრინიტი-კოლეჯში უაილდმა აღმოაჩინა ანტიკური ენების სწავლის ნიჭი. ამავე დროს, ძალიან დაინტერესდა ესთეტიზმით (ამ მოძრაობის წარმომადგენლებს მიაჩნდათ, რომ სილამაზე ყველაფერზე მაღლა დგას, მათ შორის - მორალზეც). ჩაცმისა და საკუთარი თავის აბუჩად აგდების უაილდისთვის დამახასიათებელი სტილიც სწორედ ამ დროიდან იღებს სათავეს.

image

⬤ 1874 წელს ოსკარი ოქსფორდის მაგდალენის კოლეჯში შევიდა, სადაც გააგრძელა თავის წარმოჩენა. მან იყიდა ტვიდის კოსტუმი ჯგუფელებისგან განსხვავებული ღია ფერის პათერნებით, დაიწყო განსხვავებული ფორმის ქუდების ტარებაც. ერთხელ მან ის ჟაკეტიც კი შეიკერა, რომელიც სიზმარში ნახა. ჟაკეტი ვერცხლისფერ და წითელ ფერებში იყო, უკნიდან კი ვიოლონჩელოს მოგაგონებდათ. ეს პირველი საფეხური იყო უაილდის ტანსაცმლის რევოლუციისა.

⬤ სკოლის პერიოდს რომ დავუბრუნდეთ, ოსკარი იისფერ და ხასხასა წითელ პერანგებს ატარებდა, ჩვეულებრივი წიგნების ნაცვლად კი (რაც ყველას ჰქონდა), ზომით დიდი წიგნები სურდა. ოქსფორდში ყოფნისას მან კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაუთმო ჩაცმას. ერთხელ თქვა, რომ თუ უდაბნოდ ქცეულ კუნძულზე სრულიად მარტო მოხვდებოდა, სადილისთვის ტანსაცმელს მაინც გამოიცვლიდა.

image

⬤ ოსკარმა გაიზარდა თმა. მიუხედავად იმისა, რომ დროდადრო ბოქსით იყო დაკავებული, კაცების სპორტი მაინც საზიზღრობად მიაჩნდა. მან საკუთარი ოთახი ფარშევანგის ბუმბულებით, ლილიებით, მზესუმზირებითა და ხელოვნების შედევრებით მორთო. ოსკარი ძალიან ნათელ ტანისამოსს ატარებდა, ამიტომაც არაერთი ადამიანი ფიქრობდა, რომ ის გიჟი იყო, ზოგი გაურბოდა კიდეც. ერთხელ, ჯგუფელებმა, რომლებსაც ოსკარი გულზე არ ეხატებოდათ, ის დაიჭირეს და ორმოში ჩააგდეს. მომავალმა მწერალმა ამ სიტუაციიდან კარგი გამოსავალი იპოვა. ადგა, ტანსაცმლიდან მტვერი გაიწმინდა და თქვა, რომ ორმოდან დიდებული ხედი ჩანდა.

⬤ შეიძლება არ ეტყობოდა, მაგრამ ის საკმაოდ ძლიერი იყო. ერთხელ, ოთხმა სტუდენტმა გადაწყვიტა მისი ცემა, მაგრამ მათ არ იცოდნენ, რა ელოდათ. ოსკარმა ერთი ერთ მხარეს მოისროლა, მეორე ცემა, მესამე კიბეებზე დააგორა, მეოთხე კი ავეჯზე მიახეთქა.

image

⬤ სწავლის დამთავრების შემდეგ ოსკარი ლონდონში წავიდა. გამჭრიახი კომენტარებისა და განსხვავებული ქცევის გამო იქაურმა საზოგადოებამ ის მარტივად მიიღო. უაილდი ნებისმიერ ჯგუფში სასურველი სტუმარი გახდა.

⬤ ერთხელ ის ლილი ლენგთრის შეხვდა, რომელიც მოგვიანებით ცნობილი მსახიობი გახდა (ამას ოსკარის დახმარების გარეშე ვერ შეძლებდა). მიუხედავად იმისა, რომ ქალი დაქორწინებული იყო, უაილდი მას პოემებს უძღვნიდა და ცდილობდა, მაქსიმალურად დიდი დრო გაეტარებინა მასთან. ერთხელ, ის მთელი ღამე სახლთან ელოდა ლილის დაბრუნებას და მის ქმარსაც კი შეეჯახა, რადგან სიბნელეში ვერ დაინახა.

image

⬤ სახელის მოხვეჭის მცდელობისას უაილდი დათანხმდა ესთეტიზმზე ლექციების წაკითხვას და ტურზეც წავიდა, რომელიც მოგვიანებით გახდა ცნობილი. როცა აშშ-ს საბაჟოზე იდგა, გამოაცხადა, რომ არაფერი ჰქონდა სათქმელი გარდა იმისა, რომ გენიოსი იყო.

⬤ ოსკარის პირველი ლექცია ძალიან წარმატებული გამოდგა და ხალხი ტაშის დაკვრას არ წყვეტდა. თუმცა, მისი ყველა გამოსვლა სულაც არ აღმოჩნდა ასეთი. პრესა საკმაოდ მტრულად იყო განწყობილი, ასევე არაერთი ადგილობრივიც.

⬤ მწერალს მაღაროელების წინაშეც მოუწია გამოსვლა, რომლებმაც ის გულითადად მიიღეს. მოგვიანებით უაილდმა აღნიშნა, რომ მაღაროელები ბევრად კარგად იყვნენ აღზრდილები, ვიდრე ის ადამიანები, ვისაც დიდ ქალაქებში შეხვედრია.

image

⬤ სახლში დაბრუნებისას ოსკარი კოსტანც ლოიდს, ცნობილი ირლანდიელი ადვოკატის ქალიშვილს შეხვდა და მასზე დაქორწინდა. როცა მწერალს ჰკითხეს, რატომ შეუყვარდა კოსტანცი, მან უპასუხა - იმიტომ რომ ბევრს არ ლაპარაკობსო.

უაილდი ძალიან პროვოკაციულ სამოსს ატარებდა და ცოლსაც იმავეს აკეთებინებდა. ერთხელ კოსტანცს თეთრი მარაშის კაბისა და ღია ყვითელი წინდების ტარება მოუწია. ხალხი მის ტანისამოსს უგემოვნოდ მიიჩნევდა, თავად კოსტანცსაც სრცხვენოდა და მოწყენილი იყო.

image

⬤ დროის გასვლასთან ერთად უაილდის სიყვარული ცოლისადმი განელდა. როცა კოსტანცი დაორსულდა, ჭორები დადიოდა, რომ ქმარს ის შეზიზღდა. ოსკარმა თავადაც თქვა, რომ როცა ცოლად შეირთო, ის ლილიასავით მომხიბლავი გოგონა იყო, ქორწინებიდან ერთ წელიწადში კი გასუქდა და მისმა სხეულმა ფორმა დაკარგა.

⬤ მათ ორი ვაჟიშვილი ეყოლათ: სირილი და ვივიანი. ოსკარი მათთვის ზღაპრებს წერდა, რომლებიც მოგვიანებით გამოაქვეყნა. შემდეგ ის Woman’s World-ის რედაქტორი გახდა, სადაც სერიოზულ სტატიებს აქვეყნებდა ბავშვის მოვლაზე, კულტურაზე და პოლიტიკაზე.

image


⬤ აშშ-ში მოგზაურობის შემდეგ უაილდმა თავისი კოსტუმების ტარება შეწყვიტა.ის ცნობილი იყო, როგორც მოსიარულე გრძელთმიანი ყმაწვილი მზესუმზირებით ხელში.

⬤ როცა უაილდმა თმის შეჭრა გადაწყვიტა, სტილისტისთვის რომ კარგად აეხსნა რა უნდოდა, ის ლუვრში წაიყვანა და რომაელის მარმარილოს ბიუსტი აჩვენა ვარცხნილობის მაგალითად.

image

⬤ 1890 წელს უაილდმა გამოაქვეყნა "დორიან გრეის პორტრეტი", რომელმაც ავტორს დაუჯერებელი წარმატება და სახელის უკვდავება მოუტანა. ოსკარმა ათობით ღია ბარათი მისწერა ბრიტანული გაზეთების რედაქტორებს, სადაც ამტკიცებდა, რომ ხელოვნება მორალზე არაა დამოკიდებული. ერთი წლის შემდეგ ნოველა არაერთმა გამომცემლობამ დაბეჭდა ავტორის წინასიტყვაობასთან ერთად.

⬤ 1891-1895 წლებში უაილდი უზომოდ პოპულარული იყო. მან კიდევ რამდენიმე პიესა გამოაქვეყნა და ლონდონში ყველაზე ცნობილი ადამიანი გახდა. გაზეთები მას ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს დრამატურგს უწოდებდნენ და მის სტილსა და ორიგინალურობას აქებდნენ.

image

⬤ 1891 წელს უაილდი ალფრედ დუგლასს შეხვდა, მიმზიდველ და "გაფუჭებულ" ახალგაზრდა კაცს. ეს შეხვედრა მწერლის ცხოვრების ყველაზე დიდ ტრაგედიად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ოსკარი ისე დაინტერესდა ბოსით (როგორც ალფრედს ეძახდნენ), რომ მისთვის ყველაფერს გააკეთებდა. მწერლის ცოლი ღელავდა ხარჯებზე და ოსკარის უეცარ გაუჩინარებებზე, მაგრამ ქმარი არწმუნებდა, რომ ეს ყველაფერი მას ნოველების საწერად სჭირდებოდა.

⬤ დუგლასს არ სურდა უაილდთან ურთიერთობის დამალვა და უნდოდა, ყველას ერთად ენახა. ისინი საზღვარგარეთაც კი წავიდნენ ერთად რამდენჯერმე. მალე ალფრედის მამამ მათი ურთიერთობის შესახებ გაიგო და უაილდს ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

image

⬤ პატიმრობის პირველი 6 თვე მან სერიოზული კრიმინალის ციხეში გაატარა, დანარჩენი დრო კი - სრულიად კითხვას დაუთმო. ციხემ ნიჭიერი მწერალი სრულად "გატეხა". ცუდმა საჭმელმა და რთულმა პირობებმა ის ფიზიკურად დაასუსტმა, ავადმყოფობა და ინსომნია გაუჩინა. ზედამხედველს მწერალი არ მოსწონდა და უბრალო შეცდომებისთვისაც სჯიდა. ერთხელ ოსკარი სამლოცველოში წაიქცა და შუა ყურის ღრუ დაიზიანა, რაც მოგვიანებით მისი სიკვდილის მიზეზი გახდა.

⬤ თითქმის ყველა მეგობარმა გაწყვიტა ოსკართან კომუნიკაცია. დუგლასსაც არასდროს მოუნახულებია. მწერლის ციხეში ყოფნის მთელი დროის განმავლობაში დუგლასი საზღვარგარეთ იყო და ოსკარის ნაჩუქარ ნივთებს ყიდიდა. მწერალმა ასეთი რამეც კი დაწერა: "როცა შენს სიმაღლეზე არ ხარ, აღარავის აინტერესებ". ნათესავების რჩევების მიუხედავად, უაილდს ცოლი არ გაშორდა და ციხეში ორჯერ მოინახულა კიდეც.

image

⬤ 1897 წელს ციხიდან გამოსვლის შემდეგ ოსკარი საფრანგეთში გადავიდა. ის ღარიბი იყო და ცოლის გამოგზავნილი ფულით ცხოვრობდა. ამ დროს ბოსიც (ალფრედი) გამოჩნდა და იმ მცირე ფულს დაეუფლა, რაც ოსკარს დარჩა. როცა მწერალმა ფულის გაყოფა სთხოვა, ის გაბრაზდა. ხოლო როცა ფული დაიხარჯა, წავიდა.

⬤ საფრანგეთში უაილდმა სახელი გადაიკეთა და სებასტიან მელმოთი დაირქვა. ამ სახელით დაწერა ცნობილი პოემა The Ballad Of Reading Gaol. ასევე, მან რამდენიმე სტატია გამოაქვეყნა თავის იდეებზე, თუ როგორ უნდა გაეუმჯობესებინათ პატიმრების ცხოვრება. ზოგიერთი მისი იდეა ნამდვილად განხორციელდა.

⬤ ოსკარ უაილდი 1900 წლის 30 ნოემბერს გარდაიცვალა საფრანგეთში მენინგიტით. ის პარიზში დაკრძალეს და მის საფლავზე ფრთიანი სფინქსის ქანდაკება დადგეს. მოგვიანებით გაჩნდა ლეგენდა, რომ ვინც სფინქსს აკოცებდა, სამუდამო სიყვარულს იპოვიდა და აღარ დაკარგავდა. სფინქსი იმდენნაირი ტუჩსაცხით დაიფარა, რომ 2011 წლის 30 ნოემბერს გადაწყვიტეს, საფლავისთვის გარშემო ზღუდე შემოერტყათ.

image

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი ოსკარ უაილდისა და მისი შემოქმედების შესახებ♥





ასევე დაგაინტერესებთ:


1. ვიქტორ ჰიუგოს საყვარელი ქალის ისტორია: როგორი იყო 50 წელი ტირანთან ერთად ცხოვრება

image


2. 6 ქალის ისტორია, რომელთაც სახელი და დიდება მოჰპარეს

image


3. ვინ უღალატა ანა ფრანკს? - სრული ისტორია

image

0
1784
5-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1784
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0