x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ხურმა კორონავირუსის წინააღმდეგ
imageხურმის ტანინები - ქიმიური ნაერთები, რომლებიც იწვევენ ნაყოფის დამახასიათებელ სიბლანტეს - ამცირებენ კორონავირუსული ინფექციის რისკს. ეს დაადასტურა დასავლეთ იაპონიაში, ქალაქ კაშიჰარაში, ნარას სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო ჯგუფის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა. სააგენტო Kyodo ცნობით, უნივერსიტეტი აპირებს გააგრძელოს კლინიკური კვლევები, რათა რაც შეიძლება სწრაფად შეიქმნას პრეპარატი.


კვლევის ჯგუფს ხელმძღვანელობს იმუნოლოგიის პროფესორი ტოშიჰირო იტო და ბაქტერიული ინფექციების ექსპერტი პროფესორი იანო ჰისაკაძუ. თავიანთ ექსპერიმენტებში მათ ხურმის ტანინის მაღალი კონცენტრაცია შეურიეს კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის ნერწყვის სინჯში. 10 წუთის შემდეგ ეს ნიმუში მათ შეადარეს სხვა ინფიცირებულის ნიმუშს და დაადგინეს, რომ პირველ ნიმუშში ვირუსის ინფექციური სიმძლავრე 1/10 000-ზე შემცირდა.


პროფესორმა იტომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მეცნიერებს ჯერ ვერ ახსენს შესაძლო მექანიზმი, რომელიც თრგუნავს კორონავირუსულ ინფექციას. თუმცა, პროფესორის აზრით, სავარაუდოდ ტანინები ვირუსის ზედაპირს ებჭაუღებიან და უჯრედებში შეღწევას აფერხებენ.


მიუხედავად ამისა, პროფესორმა გააფრთხილა ადამიანები: ”ეს სულაც არ ნიშნავს, იმას, რომ თუ ხურმას მიირთმევთ, შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ კორონავირუსი”.



იაპონელი მეცნიერები გეგმავენ, დამატებითი კვლევების ჩატარებას, რათა გაარკვიონ ხურმის წვენის და ტანინის ოდენობის მოქმედების ზუსტი მექანიზმი ადამიანის ნერწყვში ვირუსის გასანეიტრალებლად. ისინი იმედოვნებენ, რომ მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად შეიქმნება პროფილაქტიკური საშუალება, რომელსაც დაამატებენ საღეჭ რეზინში ან კანფეტში.

0
1176
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1176
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0