x
მეტი
  • 05.12.2021
  • სტატია:115404
  • ვიდეო:352810
  • სურათი:489349
აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები – ხმები თითქმის სრულად დათვლილია

image
აშშ-ს მოქალაქეებმა თავიანთი არჩევანი იმაზე, თუ ვინ იქნება მომავალი პრეზიდენტი, უკვე გააკეთეს. ხმების დათვლა ჯერ არ დასრულებულა, თუმცა არსებული მონაცემებით აშკარაა, რომ სხვაობა დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენის ამომრჩეველთა რაოდენობას შორის დიდი არ იქნება. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ პირველმა მათგანმა უკვე გააკეთა საჯარო განცხადებები იმასთან დაკავშირებით რომ მან არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა. ამის გამო ის მკაცრად გააკრიტიკეს. ( საქართველოსგან განსხვავებით, აშშ-ში მიუღებელია ხმების დათვლის პროცესის დამთავრებამდე მსგავსი განცხადებების გაკეთება) ტრამპის განცხადების პასუხად, ჯო ბაიდენმა საკუთარ TWITTER-ის გვერდზე დაწერა - “გამარჯვებულის გამოცხადება არც ჩემი და არც დონალდ ტრამპის პრეროგატივა არ არის. მოგებულს ამომრჩველი აცხადებს".

აღსანიშნავია, რომ ამჟამინდელი მონაცემების მიხედვით შეუძლებელია დასახელდეს თუნდაც სავარაუდო გამარჯვებული. თავად განსაჯეთ, ჯო ბაიდენი 50%, დონალდ ტრამპი - 48, 4%, დანარჩენი კანდიდატები – 1, 6%.

დონალდ ტრამპმა მოგვიანებით კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობს რომ მას არჩევნებს პარავენ და ამას არ დაუშვებს.მისი თქმით, ბაიდენის მხარდამჭერებმა ხმა საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგაც მისცეს.

ხმების დათვლის პროცესი შესაძლოა ხვალაც გაგრძელდეს და მხოლოდ მისი დასრულების შემდეგ გაირკვევა გაიხანგრძლივებს ტრამპი საპრეზიდენტო ვადას, თუ მას ჯო ბაიდენი ჩაანაცვლებს.

2
938
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
938
  
2020, 4 ნოემბერი, 16:56
მეც მასე ვფიქრობ
2020, 4 ნოემბერი, 16:55
ბაიდენი გაიმარჯვებს...
0 1 2