x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134396
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508488
„ჩემი ცოლი ნამდვილ ოჯახში გაზრდილი გოგოა“ - გიორგი წერეთელი
image


მომღერალი გიორგი წერეთელი მესამედ დაქორწინდა, შესაბამისად მისი და ლოლას დუეტიც დაიშალა და ოჯახიც დაინგრა... გიორგი მესამედ დაქორწინდა. ამბობს, რომ მესამე ცოლი კარგად აღზრდილი ქალია და სწორედ, ამ თვისებებმა მოხიბლა მომღერალი.

მესამე ოჯახის შექმნის დეტალებზე გიორგი წერეთელმა ჟურნალთან „თბილისელები“ ისაუბრა. გთვაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- რას იტყვით თქვენს ოჯახზე?


– ჩემთვის ოჯახი სიმდიდრეა და ძალიან მიყვარს. ადამიანი ოჯახის გარეშე ვერ წარმომიდგენია. რამდენჯერმე დამენგრა ოჯახი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ადამიანი ვარ, რომელიც ოჯახს არ ეტრფის. მე ოჯახისთვის ყოველთვის მამაკაცი ვიყავი, ჩემი ფუნქციები კარგად გააზრებული მქონდა და მაქვს, ცოტა შეიძლება, კავკასიელი ვარ, მაგრამ ვფიქრობ, ზუსტად ის ადამიანი უნდა იყოს ჩემ გვერდით, ვინც ამ ყველაფერს გაიგებს. ასეთი კი ჩემთვის თამილაა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაირღვეს ოჯახის იდილია და რაც ოჯახში ხდება, ოჯახშივე უნდა დარჩეს.

– მესამედ შექმენით ოჯახი და იპოვეთ ის, ვისაც ეძებდით?

– სიყვარული არასოდეს მიძებნია, ჩემთან ის ყოველთვის მოდიოდა. სიყვარული უნდა იგრძნო და არასოდეს შეგეშინდეს. ჩემს ცხოვრებაში ხშირად ხდებოდა, როცა ქალბატონები მაგრძნობინებდნენ ჩემდამი სიმპათიას, მაგრამ ამ შემთხვევაში პირიქით მოხდა, დავინახე და მომეწონა. თამილა მომწონდა თავისი საქციელიდან, სამეგობროდან, ოჯახიდან გამომდინარე. კარგად დამამახსოვრდა ერთი მომენტი, როცა დავურეკე და შეხვედრა ვთხოვე, მიპასუხა: ჯერ ოჯახს უნდა ვკითხოო. ეს ძალიან მესიამოვნა. დღითი დღე ვრწმუნდები იმაში, რომ თამილა ნამდვილ ოჯახში გაზრდილი გოგოა და მან კარგად იცის ოჯახის წევრების პატივისცემა. როცა ვუყურებ იმ ოჯახის იდილიას, სადაც ის გაიზარდა, ზუსტად ისაა, რაზეც ყოველთვის ვოცნებობდი.

* * *


რამდენიმე დღის წინ გიორგის მეუღლეზე ისაუბრა მომღერალმა ლოლა წერეთელმაც. მან რადიო ეთერში საუბრისას აღნიშნა, რომ ახალმა მეუღლემ გიორგის ფეისბუქიდან ლოლა დაბლოკა.


რადიო “არ დაიდარდოს და თაკო მელიქიშვილის გადაცემას, , რადიო დუეტი თაკოსთან ერთად ყველასათვის საყვარელი მომღერალი ლოლა წერეთელი სტუმრობდა, რომელმაც ეთერში ახალი სიმღერა სახელწოდებით “ამ ცხოვრებაში” წარადგინა.


გადაცემაში სტუმრობისას, ახალი სიმღერის პრეზენტაციამდე მომღერალთან გჰულახდილი ინტერვიუც შედგა. აუდიო ვერსია შეგიძლიათ მოისმინოთ ამ ლინკზე


კითხვაზე, არსებობს თუ არა ლოლას ცხოვრებაში ახალი მამაკაცი და სიყვარული, შემსრულებელი ასე პასუხობს:


„კი ნამდვილად ასეა, ეს ადამიანი იმყოფება საფრანგეთში და სამწუხარო ის არის, რომ ვერ ვნახულობ ამ ეტაპზე, პანდემიის გამო.

ყოფილ მეუღლესთან გაქვთ თუ არა რაიმე კონტაქტი?


არა ჩვენი გზები გაიყარა, რაც ორივესთვის ძალიან კარგია, ასე სჯობს. ეგ ადამიანი თითქმის აღარც მახსოვს, ამიტომ არ მინდა საუბარი, ყველაფერი წარსულში დარჩა.


მე და გიორგი, როდესაც დავშორდით მალევე გამოვიდა მისი სიმღერა „ბედნიერი ვარ”, რომელიც ჩვენი ერთად ცხოვრების დროს დაიწერა, ჩვენი საერთო სიმღერაა და მიყვარს ძალიან. ვიცი, რომ ეს ჩვენი ერთად ყოფნის დროს შეიქმნა, რადგან სიმღერა იანვარში ჩაიწერა და ჩვენ მარტში დავშორდით... ასევე არის კიდევ ერთი სიმღერა დაწერილი, რომელიც ჯერ არ გამოსულა და მე ვგრძნობ, რომ მალე იქნება.


სხვა მისი სიმღერები არ მომისმენია, რადგან მისმა ახალმა რჩეულმა დამბლოკა გიორგის ექაუნთიდან. ალბათ იმიტომ, რომ არ არის მუსიკოსი და არ იცის, რას ნიშნავს იყო კოლეგა. თუმცა, ყველას თავის გზაზე ბედნიერ ცხოვრებას და წარმატებებს ვუსურვებ. დაჟე ჩემს ყოფილ მეუღლეს ვუსურვებ წარმატებებს, იმიტომ რომ მუსიკოსია. ჩვენ კი ამით ვცხოვრობთ და ვცოცხლობთ.“.

0
569
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
569
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0