x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სკანდალური სარეკლამო რგოლები. რომელთა შექმნას დღესაც ნანობენ

Dove და გაუგებარი გზავნილიimage


2017 წელს კომპანია Dove სკანდალში გაეხვა თავისი უადგილო რეკლამის გამო. სამწამიან საპნის ვიდეორგოლში ფერადკანიანი გოგონა მაისურს იხდის და თეთრკანიანი ხდება. შედეგად საზოგადოებამ კომპანია რასიზმში დაადანაშაულა. რეკლამა წაიშალა, ხოლო ხელმძღვანელებმა ბოდიში მოიხადეს.

Pepsi და რეაქტიული თვითმფრინავიimage

1996 წელს პეპსიმ აქცია მოაწყო, რის მიხედვითაც მომხმარებლებს დაგროვებული ქულებით შეეძლოთ რეკლამაში გაშვებული რაიმე ნივთი მოეთხოვათ და ქულები გადაეცვალათ. სარეკლამო კამპანიის დასასრულს კომპანიამ იხუმრა და 7 მილიონი ქულის სანაცვლოდ რეაქტიული თვითმფრინავი შესთავაზა ხალხს. ხუმრობა სერიოზულად მიიღო ვინმე ჯონ ლეონარდმა სიეტლიდან და ქულები მართლაც გადააგზავნა თვითმფრინავის სანაცვლოდ. პასუხად წერილი მიიღო, სადაც წერდნენ, რომ საჩუქრად მხოლოდ კატალოგში ნაჩვენები ნივთები შეეძლო აერჩია. ლეონარდმა კი მთელ კომპანიას სასამართლოში უჩივლა, გარჩევა კი 3 წელი გაგრძელდა. საბოლოოდ სასამართლო პეპსის მხარეზე დადგა და განაცხადა, რომ მხოლოდ ხუმრობა იყო.

Audi და პატარძლის სკანდალური შემოწმებაimage

2017 წელს აუდის ჩინურმა განყოფილებამ ვიდეორგოლი გამოუშვა, სადაც მანქანის არჩევა საცოლის არჩევას შეადარა. ვიდეოში ქორწინებამდე მამაკაცის დედა პატარძალს დეტალებში ათვალიერებს, უმოწმებს კბილებს, ყურებს, მკერდსაც კი, რეკლამა კი მიმავალი აუდით სრულდება. შედეგად ხალხმა კომპანიას სექსიზმში დასდო ბრალი და ბოდიშიც მოახდევინა, რეკლამა კი წაიშალა.

BrewDog და სექსიზმთან ბრძოლაimage

შოტლანდიაში 2018 წელს გამოვიდა ლიმიტირებული ლუდი ქალებისთვის. კომპანიამ თავის ვებ გვერდზე კი დაწერა შემდეგი :

“ ჩვენ შევქმენით ლუდი გოგონებისთვის, ის ვარდისფერია, რადგან გოგონებს ყველაფერი ვარდისფერი და ბრწყინავი მოსწონთ, ხომ მართალია?

#სარკაზმი

მოდით ვაცვენოთ, რომ სტერეოტიპების დამსხვრევის დროა"


შედეგად აქტივისტებმა კომპანია რა თქმა უნდა სექსიზმში დაადანაშაულეს. კომპანიამ განაცხადა, რომ მათი გზავნილი არასწორად გაიგეს და ლუდის გაყიდვა მაინც არ შეაჩერეს.


Facebook და პრეზენტაციის არასწორი ადგილიimage

2017 წელს მარკ ცუკერბერგმა პრეზენტაცია ჩაატარა სოციალური ქსელის ახალი პროექტის შესახებ. მის მიხედვით ადამიანებს ავატარების საშუალებით შეეძლოთ ნებისმიერ, ვირტუალურ ადგილას შეხვედროდნენ და დალაპარაკებოდნე ერთმანეთს. ვირტუალურ ადგილად კი პუერტო რიკო გმოიყენა, რომელიც იმ დროისთვის ურაგანის შედეგად დაზარალებული იყო. შედეგად ხალხმა ცუკერბერგი შემოსავლის მისაღებად ქვეყნის ტრაგედიის გამოყენებაში დაადანაშაულა. მიუხედავად იმ თანხებისა, რაც ცუკერბერგმა დაზარალებულთათვის გაიღო, საზოგადოება მაინც ადანაშაულებდა მას.

Ford და “პრობლემები უკან"image


2013 წელს კომპანიამ“JWT India" ფორდის რეკლამა გამოუშვა, სადაც ცნობილი ადამიანების პოსტერები გამოიყენა. მასში სილვიო ბერლუსკონი, პერის ჰილტონი და მიხაილ შუმახერი მანქანაში ზიან და უკან შებოჭილი “ტყვეები" უზიან, რომლებიც კარდასიანის “კლანის" სამ დას ძალიან ჰგვანან. და რაც მთავარია სლოგანი : “მოიტოვე შენი პრობლემები უკან". შედეგად ინდოელი საზოგადოება აღშფოთებული დარჩა, რადგან იმ დროისთვის ინდოეთში დიდი სკანდალი იყო სტუდენტების ჯგუფური გაუპატიურების გამო მანქანაში. სარეკლამო კომპანიამ თავი იმით იმართლა, რომ ვიდეორგოლი საერთოდ არ უნდა გამოშვებულიყო ეთერში და დაბალ კონტროლს დააბრალა, კომპანიიდან კი მისი შემქმნელები დაითხოვეს.

Sony და პროვოკაციული პოსტერიimage


2006 წელს ნიდერლანდებში სონის ახალი სათამაშო კონსოლის Playstation Portable რეკლამა გამოვიდა, სახელად White is coming, პოსტერზე თეთრკანიანი ქალი ჩანს, რომელსაც ფერადკანიანი ქალი სახით უჭირავს. საბოლოოდ კომპანია რასიზმში დაადანაშაულეს და რეკლამა გააუქმეს.



H&M და პროვოკაციული მაისურიimage

2018 წელს კომპანიის საიტზე გამოჩნდა ფოტოსურატი რომელზეც ფერადკანიანი ბიჭი ჩანს ჰუდით, რომელსაც აწერია Coolest monkey in the jungle (ყველაზე მაგარი მაიმუნი ჯუნგლებში). შედეგად კომპანია რასიზმში დაადანაშაულეს, მისი რამდენიმე მაღაზია დაარბიეს, რეკლამაზე უარი განუცხადეს სხვადასხვა ვარსკვლავებმა.



Pepsi და კეთილი ჟესტიimage

პეპსის სარეკლამო რგოლში ქენდალ ჯენერი მონაწილეობს, რეკლამაში ის ფოტოსესიაში იღბს მონაწილეობას, მაგრამ ხედავს არეულობას პოლიციელებსა და საზოგადოებას შორის, ფოტოსესიას აჩერებს და პროტესტს (Black Lives Matter) უერთდება. შედეგად ის პეპსის აწვდის პოლიციელს და ამით განმუხტავს კონფლიქტს. საზოგადოებამ პეპსი სოციალური პრობლემების ექსპლუატაციაში დაადანაშაულა, მოდელიც საზოგადოების წნეხის ქვეშ მოექცა, ხოლო პეპსის იმ დროინდელმა პრეზიდენტმა ბრედ ჯეკმანმა თავისი პოსტი დატოვა ნახევარი წლის შემდეგ.

0
578
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
578
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0