x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134502
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
ნახეთ როგორ გამოიყურებოდნენ მსახიობი ქალბატონები მაშინ, როდესაც არ არსებობდა ბოტოქსი და პლასტიკური ქირურგია

თანამედროვე მსახიობების სილამაზე ყოველთვის აღტაცებას იწვევს, მაგრამ ცოტა თუ ცნობს XIX საუკუნის მსახიობებს, რომელთა უნიკალური სილამაზე ყოველგვარი პლასტიკური ჩარევის გარეშე ყველას ატყვევებდა:

მოდ ფილი (1883–1971)image

მისი კარიერა 3 წლის ასაკიდან დაიწყო, ბროდვეის სცენაზე 17 ასაკიდან იდგა ხოლო ნამდვილი ვარსკვლავი 24 წლის გახდა. ქალი არამარტო წარმატებული მსახიობი, შესანიშნავი დრამატურგიც გახლდათ, ატარებდა ლექციებს სხვადასხვა სკოლაშიც. 1903 წელს ფულადი ჯილდო მიიღო მსოფლიოს ლამაზმანთა კონკურსში თავისი ფოტოსურათით, თუმცა ფულად პრიზზე უარი თქვა, და განაცხადა, რომ ფოტოსურატი არანაირ კავშირში არ იყო მის სილამაზესთან და პრიზი სწორედ ფოტოგრაფს უნდა დარჩენოდა.

ვესტა თილი (1864–1952)image

ლონდონელი აიდოლი" სწორედ ასე მოიხსენიებდნენ ვესტა თილის. მიუხედავად მისი მიმზიდველი გარეგნობისა, ქალი უმეტესად მამაკაცის როლებს ასრულებდა სცენაზე. ცნობილია ისიც, რომ ერთ დროს ინგლისის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახობი იყო.



ლიანა დე პუჟი (1869–1950)image

მწერალი, მოცეკვავე და მამაკაცების გულთამპყრობელი. მასზე ყველა გიჟდებოდა, ცნობილია წარმატებულ ადამიანებთან რომანებითაც.



სტელა პატრიკ კემპბელი (1865–1940)image

ცნობილი ინგლისელი მსახიობი თამასობდა ბროდვეიზე შექსპირის, ბერნარდ შოუს და სხვა დრამატურგების პიესებში. ბერნარდ შოუს სტელასადმი გრძნობებიც ჰქონდა, ამბობენ, რომ ელზას როლი პიესაში “ პიგმალიონი" სწორედ ამ ქალისთვის შექმნა.

ლილი ლენგტრი (1853–1929)image

ერთხელ ერთ-ერთ ღონისძიებაზე ლილი ცნობილმა მხატვარმა შეამჩნია და მისი ნახატისთვის პოზირება სთხოვა. პორტრეტი პრინცმა იყიდა, ხოლო მოდელი ცნობილი გახდა. თავისი მეგობრის, ოსკარ უაილდის რჩევით ლილიმ თავი მსახიობობაში სცადა და სცენაზე მთელი 35 წელი გაატარა. ლილის მრავალი მდიდარი “მფარველი' ჰყავდა, მათ შორის უელსის პრინცი ალბერტ ედუარდი.

ჟანა დ' ალსი (1865–1956)image

23 წლის ასაკში პარიზში გადავიდა საცხოვრებლად და კომედიური მსახიობიც გახდა სცენაზე. მოგვიანებით კინოინდუსტრიაშიც მოხვდა. ამბობენ, რომ სწორედ ჟანა გახდა პირველი მსახიობი, ვინც კლეოპატრას როლი შეასრულა ორწუთიან ფილმში 1899 წელს.



მეი დე სოუსა (1884–1948)image

ამერიკელი გოგონა 14 წლის ასაკში გახდა ცნობილი თავისი ღვთაებრივი ხმის წყალობით, რამდენიმე წლის შემდეგ კი სცენაზე უკვე ბევრიი ქალაქიდან იწვევდნენ. მართალია მისით ყველა აღფრთოვანებული იყო, მაგრამ ქალის სიცოცხლე მაინც ტრაგიკულად დასრულდა. ის 66 წლის ასაკში გარდაიცვალა სიღარიბეში შიმშილისგან.



გლედის ბროუკელი (1894–1929) image


გლედისის დედაც მსახიობი იყო, სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა ის, რომ სცენაზე ადრეულ ასაკში დადგა. თეატრში მას მუდმივად მთავარი როლები ჰქონდა და ერთ-ერთ საუკეთესო მსახიობად ითვლებოდა. 35 წლის ასაკში ის ტრაგიკულად გარდაიცვალა ავტოავარიის შედეგად.



ვიოლა ალენი (1867–1948)image


ამერიკელი მსახიობი სცენაზე 15 წლის ასაკში მოხვდა შემთხვევით, სადაც ცნობილი მსახიობის ყურადღება მიიპყრო. ამის წყალობით მან სცენაზე კიდევ 36 წელი დაჰყო.



მოდ ადამსი (1872–1953)image

გოგონა სცენაზე პირველად 5 წლის ასაკში გამოჩნდა. ბროდვეიზე კი 16 წლიდან გამოდიოდა. გოგონა ძალიან ცნობილი და მოთხოვნადი გახდა და იმ დროისთვის არარეალურ ჰონორარსაც იღებდა.

0
786
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
786
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0