x
image
მაია 24
რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს მომდევნო 2 კვირა - პროგნოზი მთვარის კალენდრის მიხედვით
image

31 ოქტომბერს გვქონდა სავსემთვარეობა. ეს დღე ავლენს უსიამოვნებებს კონკრეტული ადამიანებისთვის კონკრეტულ სფეროში. იმისათვის, რომ მზად ვიყოთ, უნდა ვიცოდეთ, რა გველის მომდევნო 2 კვირის განმავლობაში ახალმთვარეობამდე. აქვე უნდა შეგახსენოთ, რომ უმჯობესია, დაასრულოთ უკვე დაწყებული საქმეები, პროექტები (თუმცა, შეფერხებები და გაჭიანურება აქაც მოსალოდნელია), ვიდრე დაიწყოთ ახლები. სასურველია, პროგნოზი ნახოთ თქვენი ასცენდენტით და მზის ნიშნის მიხედვით.


ვერძი


თქვენთვის აქტუალური ხდება ფინანსური სფერო, - თქვენიც და თქვენი პარტნიორისაც. იყავით ფრთხილად ფულის დაბანდებისას საყიდლებისას. სანამ პლანეტა მერკური რეტროგრადულია, მნიშვნელოვან ნაბიჯებს ნუ გადადგამთ. აგრეთვე, გირჩევთ, იყოთ სამართლია, როცა ფულს აძლევთ ან იღებთ. მატერიალური თემის გამო არ გირჩევთ უსიამოვნებას ოჯახის წევრებთან.



კურო


დაიცავით ბალანსი საკუთარ სურვილებსა და პარტნიორის (საქმიანსაც ეხება და სასიყვარულოსაც) მოთხოვნებს შორის. კონფლიქტებიც კი მშვიდობიანად მოაგვარეთ, ემოციების ნუ აჰყვებით. მომავალში უსიამოვნება რომ არ შეგექმნათ. შეიძლება კრიტიკული შენიშვნები, რასაც ადრე მშვიდად ისმენდით, ახლა მწვავედ აღიქვათ. ნუ ეცდებით მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას გაბრაზებულ გულზე. არაფერი ახალი არ დაიწყოთ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ მარსიც და მერკურიც რეტროგრადულებია.


ტყუპი


დააბალანსეთ სულიერი მოთხოვნები, სურვილი, რომ ყველას უანგაროდ დაეხმაროთ, მოუაროთ, ეს ერთი მხრივ და მეორე მხრივ, ნუ დაივიწყებთ ნურც საკუთარ ჯანმრთელობას და ნურც ყოველდღიურ ვალდებულებებს. იყავით ფრთხილად, იმ ადამიანებთან, ვინც თქვენი დახმარების, ჩარევის და ა.შ. გარეშე "მოკვდება". სხვების მანიპულაციას ნუ აჰყვებით. თორემ, სხვებზე გადაყოლის ან არარეალური ოცნებების განხორციელებების გამო შეიძლება მოწყდეთ რეალობას და დაზარალდეთ ან უბრალოდ, ინანოთ. ნერვების დასამშვიდებლად მიმართეთ არტთერაპიას.


კირჩხიბი


დააკვირდით საკუთარ და კოლექტივის ინტერესებს, აზრთა სხვადასხვაობის გამო მოსალოდნელია უსიამოვნება. სიფრთხილე გმართებთ სოციალურ ქსელებში აქტიურობისას. ტროლების ან უსიამოვნო კომენტარების გამო განწყობას ნუ გაიფუჭებთ. ჩამოაყალიბეთ სამომავლო გეგმები, რომლებსაც ახალმთვარეობის შემდეგ განახორციელებთ. ნუ გაგიკვირდებათ, თუ მეგობრები უჩვეულოდ მოიქცევიან, ან ისინი ვერ გაიგებენ თქვენს საქციელს. განსხვავებული ინტერესების გამო ნუ ჩაერთვებით ხელჩართულ ბრძოლაში.


ლომი


კარიერა, პრესტიჟი, ცხოვრებისეული ამბიცია. გაგიჩნდებათ ცვლილებების სურვილი და ეცადეთ, მეტის მოხვეჭის სურვილს აყოლილმა არ დაუშვათ გამოუსწორებელი შეცდომა. დაფიქრდით, რას ლაპარაკობთ, განსაკუთრებით, როცა ვიღაცას რაღაცას ურჩევთ. ნუ დაძაბავთ ურთიერთობას ხელმძღვანელობასთან. სახლში ნუ იქნებით დიქტატორი, არ არის აუცილებელი, ყველა თქვენს ბრძანებას ასრულებდეს. თავადაც გააკეთეთ რამე. მოულოდნელობები გელით კარიერაში, რაც ორმად დაკვირვებულ მოქმედებას ითხოვს თქვენგან, მაგრამ თუ დრო ითმენს, 2 კვირა დაიცადეთ, ახალმთვარეობამდე.


ქალწული


გააუმჯობესეთ დამოკიდებულება და-ძმებთან, მეზობლებთან. მოერიდეთ მათთან კონფლიქტს. სიფრთხილე გმართებთ, თუ იურიდიულ დოკუმენტებს აგროვებთ ან - საზღვარგარეთ წასასვლელ დოკუმენტებს. თუ სტუდენტი ხართ, ნუ გაართულებთ სიტუაციას ლექტორებთან. მეტი დრო დაუთმეთ სწავლას, ახალი ინფორმაციის მიმართ მეტი დაკვირვება გმართებთ.


სასწორი


მოგებაზე იქნებით ორიენტირებული. თქვენ საკმაოდ კონტაქტური ხართ და დაფიქრდებით, რა სარგებელი შეიძლება მოგიტანოთ კონკრეტულმა საქმემ, კონკრეტულმა ადამიანმა. გაფრთხილდით, არანაირი ავანტიურა და არანაირი რისკი სარგებელს არ მოგიტანთ. მოაგვარეთ კრედიტებთან და დაზღვევასთან დაკავშირებული საკითხები. ზოგიერთი მარტივად ამოხსნის სხვის საიდუმლოს. შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ვიღაც მანიპულაციას ახდენს თქვენზე. ან სულაც თქვენ სხვაზე. გაღიზიანებულმა არაფერი მოიმოქმედოთ.


მორიელი


დაარეგულირეთ დამოკიდებულება პარტნიორებთნ, იმ ადამიანებთან, ვისთანაც ხშირად გიწევთ შეხება. თუ თქვენი სფერო კონსულტირებაა, იყავით მეტად დიპლომატიური, ნურავის გადაჰყვებით, მაგრამ ნურც არაადეკვატური იქნებით. თუმცა, როგორც წესი, მორიელები რთულ სიტუაციაში უკეთ ახდენთ საკუთარი თავის მობილიზებას. ისე იმოქმედეთ, რომ არც გარშემო მყოფები გაანაწყენოთ და არც თავად დარჩეთ წაგებული.


მშვილდოსანი

ჯანმრთელობა და რუტინული საქმეები გააქტიურდება. თავს უფლება მიეცით, რომ მეტი იოცნებოთ, დაისვენოთ. თუ საშუალება გაქვთ, რამდენიმე დღე სიმშვიდეში, განმარტოებაში გაატარეთ. სამსახურში შეამცირეთ კავშირი იმ ადამიანებთან, ვინც გაღიზიანებთ. თქვენ იყავით ადეკვატური. რაც შეეხება ჯანმრთელობას, არ გირჩევთ ექსპერიმენტებს; სხვათა შორის, არც კვებაში.


თხის რქა


საქმეებისა და მეგობრებთან შეხვედრების პარალელურად გამონახეთ დრო შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ხშირად გაერთეთ საყვარელ ადამიანთან და ბავშვებთან ერთად. გაიხსენეთ ძველი ჰობი, გააოგნეთ თქვენი მეგობრები თქვენი ქმნილებით. თუმცა, გარშემო მყოფების არაადეკვატურ რეაქციებსაც მშვიდად უნდა შეხვდეთ.


მერწყული


სახლი, ოჯახის წევრები და კარიერული მიღწევები უნდა დააბალანსოთ. ეცადეთ, რომ ერთ სფეროზე ორიეტირებულმა არ დააზარალოთ მეორე. ოჯახის წევრები შეიძლება უკმაყოფილოები არიან თქვენი ქმედებით ან მათმა (შვილების, მშობლების) საქციელმა ემოციური აფეთქება გამოიწვიოს თქვენში. მაქსიმალურად მშვიდად იყავით! ნუ მისცემთ თავს უფლებას, რომ ერთმა არასწორად ნათქვამმა სიტყვამ დაანგრიოს ის, რასაც ამდენი ხანი აშენებდით.


თევზები


დააკვირდით თქვენს გარემოცვას. მათ, ვისაც ყოველდღე ხედავთ. ნუ დაძაბავთ მათთან ურთიერთობას. შეიძლება ბევრი, ხშირად უსიამოვნო, აღმოაჩინოთ მათში, მაგრამ ეცადეთ, ფილოსოფიურად შეხედოთ ყველაფერს. არ დაარღვიოთ წესები, მაგრამ შეიძლება ისეთი რაღაც მოხდეს, რაც სრულიად შეგიცვლით მსოფლმხედველობას. ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. 2 კვირა მაინც უნდა დაიცადოთ, ახალმთვარეობამდე.


ასევე ნახეთ:


დაბადების დღის "მაგია" - რა უნდა გავაკეთოთ 7 დღით ადრე და მომდევნო 12 დღეს, რომ მთელი წელი ბედნიერი ვიყოთ
რაში გადეხმარებათ ვერძი, ლომი ან მორიელი საუკეთესოდ - ანუ ის, რაც ზოდიაქოს ნიშნებს, დანარჩენებთან შედარებით, ყველაზე მაგრად გამოსდით

როგორ ეწყობა მერწყული ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - ვინ არის მისი საუკეთესო პარტნიორი და ვისთან ელის მას სირთულეები


როგორ ეწყობა თევზები ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - ვის ესმის მისი უსიტყვოდ და ვინ არის საუკეთესო პარტნიორი


როგორ ეთავსება თხის რქა ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - როგორი პარტნიორია ის სიყვარულში და ვინაა მისი საუკეთესო მეწყვილე


როგორ ეწყობით ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - ვახასიათებთ ვერძს


როგორ ეწყობა მორიელი ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - ვინ არის მისი მტერი ან საუკეთესო მეწყვილე

ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24

0
220
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
220
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0