სხვა რამ შეიძლება გამოიწვიოს ღამით ფეხის გაკავება და როგორ მოვიქცეთ პრობლემის დროს 2020, 27 ოქტომბერი, 16:55 ღამის კრუნჩხვა - ფეხის გაკავება უსიამოვნო, უეცრად აღმოცენებული მოვლენაა, რომელსაც თან ახლავს კანჭის კუნთების მიდამოს ძლიერი ტკივილი. კუნთის სპაზმის განვითარების მიზეზი მრავალია. ღამით ფეხის გაკავება შეიძლება იყოს ერთჯერადი ან ჰქონდეს ქრონიკული ხასიათი. პირველ შემთხვევაში კუნთის ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს ძილის დროს უხერხულმა პოზამ, გადაციებამ ან ძლიერმა დაღლილობამ. პერიოდული კრუნჩხვები ხშირად დაავადების დაწყებაზე მიუთითებს და საჭიროა დროულად ექიმთან ვიზიტი და ორგანიზმის გამოკვლევა. კრუნჩხვის მიზეზი შეიძლება იყოს ფეხის დახურული ტრავმა, ვარიკოზი, ნევროლოგიური დაავადებები, ანთებითი პროცესები, ასევე იგი თან ახლავს შაქრიანი დიაბეტის საწყის სტადიას. მიზეზის დასადგენად საჭიროა მიმართოთ ოჯახის ექიმს, ჩაიტაროთ გამოკვლევები და შეიძლება დაგჭირდეთ ფლებოლოგის, ნევროლოგისა და ენდოკრინოლოგის კონსულტაცია. ღამით ფეხის გაკავება შეიძლება ორგანიზმში მაგნიუმის უკმარისობამ გამოიწვიოს. დეფიციტი შეიძლება განვითარდეს ორსულობის, ხანგრძლივი სტრესის, ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატის მიღების ან ცილოვანი დიეტის დროს. ამ შემთხვევაში ეფექტური შეიძლება აღმოჩნდეს ვიტამინების კომპლექსი და მაგნიუმის შემცველი სპეციალური პრეპარატები. ასევე საჭიროა რაციონის გამდიდრება ქონდრით, ოხრახუშით, კამით, რეჰანით. 100 გრამი მწვანილი შეიცავს დაახლოებით 700მგ მგნიუმს, რაც ორმაგ დღეღამურ დოზას წარმოადგენს. მაგნიუმით მდიდარია ავოკადო, ლობიო, ბარდა. 100გრამ შავ შოკოლადში 200მგ მაგნიუმია. მაგნიუმის ძირითადი დანიშნულებაა ორგანიზმს დაეხმაროს კალციუმის ათვისებაში, ამიტომ ამ უკმარისობის შევსება საჭიროა ერთდროულად კალციუმის პრეპარატების მიღებით. მაგნიუმი ასევე მოქმედებს ტვინის მუშაობაზე, აქვეითებს არტერიულ წნევას და ხელს უწყობს ნაღვლის ბუშტიდან კენჭების გამოყოფას...განაგრძეთ კითხვა <<< 4298 3-ს მოსწონს
|