ტკბილეული ჩემს ბავშვებს პატარა „ვარსკვლავები“ ფორთოხლის გემოთი ძალიან უყვარს 2020, 26 ოქტომბერი, 18:06 თუ ბავშვები გყავთ, სახლში გამომცხვარი ტკბილეულობით მათი განებივრების სურვილს ალბათ ბევრი გაიგებს. პირველ რიგში, ეს მაღაზიაში ნაყიდზე ბევრად უფრო სასარგებლოა. მეორეც, მომზადების პროცესი პატარებს ართობს. უფრო მოზრდილ ბავშვებს შეუძლიათ პროცესში მონაწილეობა მიიღონ.
![]() 3 ს/კ რძე 4 ს/კ შესქელებული რძე შაქრით ნახევარი ჭიქა შაქრის ფხვნილი 1 კვერცხის გული 70 გრ მაღალი ხარისხის ხორბლის ფქვილი 50 გრ სიმინდის ფქვილი 1 პაკეტი ცომის გამაფხვიერებელი, შეგიძლიათ გამოიყენოთ სოდა, ძმარში გაზავებული 30 გრ კინკანი - თუ ვერ იპოვით, შეგიძლიათ ჩვეულებრივი ფორთოხლის ცუკატები გამოიყენოთ 1 ჩ/კ დაფქული დარიჩინი ქოქოსის ფანტელები და საკონდიტრო მოსაყრელი გასაფორმებლად მომზადება: 1. ცუკატები გარეცხეთ და გააშრეთ, წვრილ კუბებად დაჭერით. 2. დიდ თასში სიმინდის და ხორბლის ფქვილი აურიეთ, წინასწარ გაცერით. აქვე ცომის გამაფხვიერებელი და შაქრის ფხვნილი დაუმატეთ. 3. მშრალ ნარევს ოდნავ დარბილებული კარაქი დაუმატეთ და ჩაგნლით აურიეთ. 4. კარაქი-ფქვილის მასას ცუკატები და დარიჩინი, შემდეგ კვერცხის გული დაუმატეთ. კარგად აურიეთ - მასა გლუვი, ერთგვაროვანი და მოქნილი უნდა იყოს. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ასევე დაგაინტერესებთ: სტუმრებისთვის გემრიელ შოკოლადის მუსს ავოკადოთი ხშირად ვამზადებ: რეცეპტი ![]() ბეზე მატჩით: დესერტი არა მხოლოდ გემრიელი, არამედ სასარგებლო გამოვა ![]() ნაზი, როგორც ღრუბელი - იაპონური ფუნთუშა „ჰოკაიდო“ ![]() ჩვენი ოჯახის საყვარელი ნამცხვარი ხაჭო-ვაშლის შიგთავსით ![]() მსუბუქი დესერტი - გემრიელობა ლიმონის კრემით ![]() 60 1-ს მოსწონს |