x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134331
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508412
ღირსების საკითხი, ქართული ენა.
imageამ სტატიის დაწერა უცბად მომივიდა თავში, იმიტომ რომ უმეტესობა უკვე ინგლისურ ბარბარიზმებს (ვისაც არ გახსოვთ, ბარაბარიზმი არის უცხო ენიდან საჭიროების გარეშე შემოტანილი სიტყვა) ხმარობს. რამდენიმე წლის წინ რუსული ბარბარიზმებით იყო ქართული ენა გაჟღენთილი. ცოტა ახლაც შემორჩა, მაგრამ დღეს ხომ მოდაში ინგლისურად ლაპარაკია, მერე რა, თუ ქართული ლიტერატურის შედევრები არ გაქვს წაკითხული, სამაგიეროდ ინგლისელი და ამერიკელი მწერლების ნაწარმოებებს კითხულობენ ორიგინალში და ამით მოაქვთ თავი, მაგრამ იმას კი ვერ ხვდებიან რომ ქართული სრულიად ავიწყდებათ. ავიწყდებათ რომ ახელა მსოფლიოში მხოლოდ 14 დამწერლობაა და იქიდან ერთ-ერთი სწორედ ჩვენი, ქართული ენაა, რომელსაც კია რ უნდა ვივიწყებდეთ, პირიქით, ყველგან უნდა ვავრცელებდეთ.

არ ვამბობ იმას რომ ცუდია როდესაც უცხო ენა იცი, მაგრამ არაა საჭირო შენის დავიწყება. როგორც ამბობენ სადაც წახვალ იქაური ქუდი უნდა დაიფაროოო. ქართველები კიდე იმის მაგივრად რომ თავი დავიფასოთ და ჩვენს ენას საკადრისი პატივი ვცეთ, ყველა ჩამოსულს მის ენაზე "ველაქუცებით". ეს კი საშინლად მაღიზიანებს. imageალბათ ყველა წაკითხული გაქვთ "დიდოსტატის მარჯვენა" და ისიც გეხსომებათ რომ გიორგი მეფე უცხოელ სტუმრებს საქართველოში თარჯიმნის დახმარებით ესაუბრებოდა და ამას იმიტომ კი არ აკეთებდა რომ ენა არ იცოდა, არა, უბრალოდ იმიტომ რომ ყველამ თავის ქვეყანაში თავის ენაზე უნდა ისაუბროს.

კიდევ უფრო გამაღიზიანებელია, როდესაც ერთ-ერთ ენას საერთოდ არ თვლი საჭიროდ და მეორეზე "იციკლები". ალბათ მიხვდით რომ რუსულ ენაზე მაქვს საუბარი, ყველგან და ყველაფერში მაქსიმალურად იკრძალება ეს მართლაც და გენალური და ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და ლამაზი ენა. ახალგაზრდების უმეტესობა არც კი "ეკარება" მას, იმ მიზეზით რომ ის მტრის ენაა. მესმის ომი გვქონდა ბევრი ცუდი გაგვიკეთეს, მაგრამ თუ მათი ენა არ გვეცოდინება და ნაკლებად განათლებულები ვიქნებით მგონი ამით მათ კი არ დავაკლებთ რამეს, პირიქით უპირატესობასაც მივანიჭებთ. მიდით თქვენს მშობლებთან და უფროს თაობასთან და ჰკითხეთ, რომელ ენაზე იყო დაწერილი და არის კიდევაც საუკეთესო სასწავლო ლიტერატურა, სამეცნიერო ნარკვევები და ასე შემდეგ. რა სახელმძღვანელოებით მიიღეს განათლება და დაუწუნეთ აბა განათლებულობა, მაგრამ არ ვსაუბრობ ისეთებზე ვისაც სწავლა რ ადარდებდა. დაუკვირდით რომელი ქვეყნებიდან არიან უმეტესი გენიალური მეცნერები. დასავლეთის ქვეყნები ავსებულია ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან წაყვანილი მეცნიერებით.

ახლა ვიღაცა მეტყვის შენ იმ დროის მომხრე ხარო, არა, არა და არა. მე იმის მომხრე ვარ რომ საქართველოში ქართულად უნდა ვიმეტყველოთ. კარგია როცა ბევრი უცხო ენა იცი, მაგრამ მარაზმი და სირცხვილია როდესაც ერთ ენას ამოძირკვას უპირებ და მეორეს ნერგავ, შენსას კი საერთოდ ივიწყებ. მითუმეტეს როდესაც "ამოსაძირკვი" მართლაც რამდენიმე თავით უკეთესი ენაა.


imageიმედია ეს დაგაფიქრებთ და შეეცდებით არ დაივიწყოთ ქართული. სანამ სხვა ენაზე საუბრის დახვეწას და გაგიჟებას დააპირებთ, მანამდე ჩვენი შევისწავლოთ და დავაფასოთ. ღმერთმა ისე ქნას ყველა ქართველმა იცოდე რამდენიმე ენა, მაგრამ მოდით ეს ენა მაშინ გამოვიყენოთ როცა შესაბამის ქვეყანაში ვიქნებით და არ "შევუძვრეთ" ყველას. არავისზე ნაკლები ენა არ გვაქვს, მოდით დავაფასოთ ის და სხვასაც დავანახოთ მისი მშვენიერება. როგორც დიდმა ილიამ თქვა : "სამი ღვთაებრივი საუნჯე დავგრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან, ენა, მამული, სარწმუნოება". ნუ დავივიწყებთ ამ სიტყვებს, საქართველო ხომ მთელი არსებობის განმავლობაში ამ სამი სიწმინდისთვის იბრძოდა, რამდენი ადამიანი შეეწირა ამ ბრძოლას. ის ხალხი ვინც სუფრის პატრიოტებს მხოლოდ ერთ ჭიქაზე ახსენდებათ. მოდით ნუ დავივიწყებთ მათ საქმეებს და განვაგრძოთ ეს საქმე ჩვენც. დავიცვათ ჩვენი სიწმინდენი და დავანახოთ მსოფლიოს რომ ამ პატარა ქვეყანას გაგავაჩნია ყველაფერი რაც ერს სჭირდება არსებობისთვის, წარსული, ღირსება, ძლიერება, რწმენა... ნუ დაგვავიწყდება ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და საითკენ მივდივართ, თორემ ისედაც კლდის პირას ვართ და სწორედ ეს იქნება ბოლო ბიძგი, რომ გადავიჩეხოთ და ვეღარც გადავრჩებით ვერასოდეს.

imageმადლობას მოგახსენებთ ყურადღებისათვის და იმედია თქვენს აზრს გამიზიარებთ ამ თემასთან დაკავშირებით.

40
616
19-ს მოსწონს
ავტორი:ბაჯაბაჯა
ბაჯაბაჯა
616
  
2013, 12 იანვარი, 23:30
მადლობა
2013, 12 იანვარი, 21:57
გაიახრე შენ
2013, 12 იანვარი, 21:35
მე დიდი ხანია საქართველოში არა ვარ,და ქართულ საიტებზე იმიტომ დავძVრები რომ,არ მინდა დამავიწყდეს ქართული ენა მიუხედავად იმისა რომ ეს ჩემი მშობლიური ენა არაა:)ყველაზე მეტად მე დამიშავეს ალბათ რუსებმა,მაგრამ მე რუსულადაც ვლაპარაკობ,ენას ჩემთვის არაფერი დაუშავებია)))
2012, 11 ოქტომბერი, 20:33
გაიხარე
2012, 11 ოქტომბერი, 20:32
+++++++++++
2012, 9 ოქტომბერი, 10:31
წარმატებებს გისურვებ ... რომც არ გჭირდებოდეს ამ ენის ცოდნა დიდი სიამოვნებაა, იმდენად ლამაზი და დახვეწილია
2012, 8 ოქტომბერი, 20:12
სრულიად გეთანხმები ,ძალიან ბევრ რამეში მჭირდება რუსულის ცოდნა და აუცილებლად ვისწავლი კარგათ
2012, 30 აგვისტო, 14:44
+10
2012, 27 აგვისტო, 12:45
გაიხარე:) სწორი ხარ
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10