x
image
მოზამბიკელი
ნიკა გვარამია: ვიცით, რომ ხვიბლიანი სენაკის ბაზაზე გყავთ გამოკეტილი და აწამებთ 

ტელეკომპანიის "მთავარი" დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში შსს- ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს მიმართავს და ამბობს, რომ "საქართველოს ბანკზე" თავდასხმის დროს მძევლად აყვანილ ერთ-ერთ პირს, დავით ხვიბლიანს, სენაკის ბაზაზე აწამებენ.

image

"რამდენიც არ უნდა ათრიოთ ეთერიდან ეთერში ხვიბლიანი Nino Giorgobiani, ზუსტად ვიცით ჩვენც და ელისო კილაძემაც, რონ სენაკის ბაზაზე გყავთ გამოკეტილი, აწამებთ ცნობილი და გამოჩენილი შევარდნაძის დროინელი ჯალათის, სამხედრო პოლიციაში ირაკლი ალასანიას მიერ რატომღაც დაბრუნებული სერგო ჩაჩიბაის ხელით, და იმიტომ მალავთ მის დანაშაულში თანამონაწილეობას და აპრავებთ, რომ არჩევნებამდე არ გინდათ გაბაზრდეს, რომ მოქმედმა სამხედროებმა მძევლები აიყვანეს და ბანკი გაძარცვეს.

რაც შეეხება იდენტიფიცირებულ ტერორისტს: იმედი არ გქონდეთ, რომ თქვენს სატყუარას გადავყლაპავთ. ნამდვილი ტერორისტის თვალები გვაქვს და თვალი თითის ანაბეჭდივით ერთადერთი და უნიკალურია. ასე რომ, თვალების სკანირებას გავაკეთებთ და შევადარებთ. იმედი არ გქონდეთ, რომ ვიღაცას შეტენით ამ დანაშულს და ტყუილს აჭმევთ საზოგადოებას. აღნაგობის და ბოდილეგვიჯის (მიხრამოხრა, ჟესტიკულაცია და ასე შემდეგ) შედარებით და თვალების სკანირებით აუცილებლად დავადგენთ ნამდვილი დამნაშავე აიყვანეთ, თუ გვატყრუებთ, როგორც ხვიბლიანის შემთხვევაში", - წერს გვარამია.


0
529
შეფასება არ არის
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
529
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0