მსოფლიო "პუტინმა 3,5 მილიონი მოგცა"-ტრამპმა ბაიდენი დაადანაშაულა 2020, 23 ოქტომბერი, 14:12
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, პრეზიდენტობის კანდიდატს ჯო ბაიდენს ბრალი დასდო იმაში, რომ დემოკრატების ლიდერმა პუტინისგან 3, 5 მილიონი დოლარი ჩაიჯიბა, ეს მოხდა აშშ-საპრეზიდენტო არჩევნებანდე დასკვნითი დებატების დროს.
ტრამპის მტკიცებით, ბაიდენმა ფული პუტინის მეშვეობით მიიღო, რადგან ჯო კარგად იცნობს მოსკოვის ყოფილ მერს და მის მეუღლეს.
"ჯომ პუტინის მეშვეობით მიიღო 3, 5 მილიონი დოლარი, რადგან კარგად იცნობს მოსკოვის ყოფილ მერს(იური ლუჟკოვი) და მის მეუღლეს(ელენა ბატურინა)"-განაცხადა ტრამპმა. ამასთან ტრამპმა ისიც დასძინა, რომ რუსეთისგან ფული არასდროს არ აუღია. ჯო ბაიდენმა ტრამპის ბრალდებას აბსურდული უწოდა და თავის მხრივ ბრალი დასდო აშშ-პრეზიდენტს იმაში, რომ იგი ჩინეთში დიდი რაოდენობით საშემოსავლოს იხდის. ცოტა ხნის წინ ამერიკულმა პრესამ დაწერა, რომ ტრამპს ბიზნესი აქვს ჩინეთში, რის გამოც დიდი რაოდენობით საშემოსავლოს უხდის ამ ქვეყანას. ბაიდენმა განაცხადა, რომ ტრამპი საკუთარ ქვეყანაზე 50-ჯერ მეტს იხდის საშემოსავლოს ჩინეთში. "და ეს ადამიანი ჩემზე ამბობს, რომ ფული ავიღე?"-აღნიშნა ბაიდენმა. 150 3-ს მოსწონს
|