x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
45 მილიონი დედოფლისწყაროში წყლის პრობლემის მოსაგვარებლად
image


საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მიმდინარე წლის გეგმით პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს. ოფიციალური ინფორმაციით, 38 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა ქალაქ დედოფლისწყაროსა და ხორნაბუჯი-სამრეკლოს ცენტრალური რეზერვუარის მდინარე იორიდან მოსამარაგებლად, 4 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა ქედების ზონის წყალმომარაგების გაუმჯობესებაზე. ხოლო 3 მილიონიანი ტენდერი მიმდინარეობს მაჩხაანისა და მირზაანის წყალმომარაგების გაუმჯობესებაზე.


„სასიხარულო ინფორმაცია მაქვს ქ. დედოფლისწყაროს, ხორნაბუჯისა და სამრეკლოს მოსახლეობისთვის.


ძალიან მალე, დიდი და მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყება, რომელიც წყლის პრობლემის საკითხს გადაჭრის.


წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის ტენდერი უკვე გამოცხადდა, რომლის ღირებულებაც 38 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს, ხოლო ტენდერი 29 ოქტომბერს გაიხსნება. პროექტის განხორციელება სრულად უზრუნველყოფს 24 საათიან წყალმომარაგებას, “ - აცხადებს პარლამენტის წევრი დავით სონღულაშვილი.


როგორც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიიდან გვაცნობეს, ამჯერად, კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების - ზემო და ქვემო ქედის, არხილოსკალო და გამარჯვების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებზე.


„ტენდერში მონაწილეობისთვის წინადადებების მიღება 28 ოქტომბრის ჩათვლით იწარმოებს. პროექტის სავარაუდო ღირებულება 3, 6 მილიონ ლარზე მეტია. არსებული მდგომარეობით, ოთხი სოფლის მოსახლეობას გაზაფხულსა და შემოდგომაზე წყალი სტაბილურად, თუმცა ზაფხულისა და ზამთრის პეროდში დებიტის სიმცირის გამო შეზღუდვით მიეწოდება.რეაბილიტაციას საჭიროებს არსებული ინფრასტრუქტურაც.


პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ჭაბურღილებისა და მაგისტრალური მილის მოწყობა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება სატუმბო სადგურს, წყლის სათავე ნაგებობას და რეზერვუარებს. მოძველებული ქსელი ახლით ჩანაცვლდება და გამრიცხველიანდება მოსახლეობა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 14 თვეში უნდა დაასრულოს, რის შემდეგაც ოთხი სოფლის მოსახლეობას, ჯამში 5 000-მდე ადამიანს უწყვეტი წყალმომარაგება ექნება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.


ამას გარდა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ 16 სექტემბერს ტენდერი გამოაცხადა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების - ზემო მაჩხაანისა და მირზაანის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობაზე. საქართველოს რეგიონებში მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის დაგეგმილი პროექტების განხორციელება აქტიურად გრძელდება. ამის შესახებ „დედოფლისწყაროს ტელევიზიას“ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს.


წყალმომარაგების კომპანიის პრესცენტრის ცნობით, ტენდერში მონაწილეობისთვის წინადადებების წარდგენის ვადა 1 ოქტომბერს სრულდება. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 2, 5 მილიონ ლარზე მეტია. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 თვეში უნდა დაასრულოს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, დღეის მდგომარეობით, წყლის დებიტის სიმცირის გამო, ორივე სოფლის მოსახლეობას წყალი სამ დღეში ერთხელ - 2 საათით მიეწოდება. ურთულეს პირობებზე საუბრობენ ადგილობრივები. უბნების დიდ ნაწილში მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ზაფხულის სეზონი გაუსაძლისია.


როგორც სატენდერო პირობებიდან დედოფლისწყაროს ტელევიზიამ გაარკვია, დაგეგმილი პროექტის ფარგლებში მოეწყობა წყლის ახალი სათავე ნაგებობები, ჭაბურღილი, სატუმბო სადგური. რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ სატუმბო სადგურის და რეზერვუარს. ამავე პირობებით მასობრივად გამრიცხველიანდება მოსახლეობა. გამრიცხველიანების გარეშე დებეტის შენარჩუნება თითქმის წარმოუდგენელია.



წყალმომარაგების კომპანია განმარტავს, რომ დაგეგმილი სამუშაოების დასრულების შემდეგ ორივე სოფლის მოსახლეობას ათწლეულების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება და 4 700 ადამიანს უწყვეტი წყალმომარაგება ექნება.


გასულ წლებში ქართული ოცნების ხელისუფლებამ რამდენჯერმე სცადა პატარა რეზერვუარის ნაცვლად სოფელს დიდი რეზერვუარი ჰქონოდა. სოფლის ბოლოს, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ათწლეულების წინ გაუქმებული რეზერვუარის აღდგენა და ახალი სატუმბი სადგურის მოწყობა დაიგეგმა, თუმცა რეზერვუარი წყალს არ იკავებდა. ამ დროისთვის ეს პრობლემაც გადაჭრილია.

0
79
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0