სხვა რას ხედავენ დაბადებიდან უსინათლო ადამიანები? 2020, 22 ოქტომბერი, 13:53 თუ ადამიანი მხედველობას კარგავს თავისი სიცოცხლის რაღაც ეტაპზე, მის ტვინს შეუძლია იმუშაოს ფერებით, გამოსახულებებით და პერსპექტივით. ასეთ შემთხვევაში მას უფრო უადვილდება ორიენტირება გარემოში, რადგან მისი ტვინი ხატავს „შიდა ეკრანზე“ ნაცნობ გარემოს ან წარმოიდგენს იმას, რასაც აღწერენ სხვები.
მაგრამ, როგორ აღიქვამს სამყაროს ის ადამიანი, რომელიც დაბადებიდანვე უსინათლოა?
მის ცნობიერებას ხომ არ ძალუძს წარმოიდგინოს არც ფერები, არც ჩვენი სამყაროს ულამაზესი გამოსახულებები; არ შეუძლია წამოიდგინოს მწვანე ფოთოლი და ვარდისფერი მზის ჩასვლა; ვერ გებულობს რას ნიშნავს შორს მიმავალი გზა ან მოახდინოს სხვადასხვა ობიექტების და საგნების ზომებით აპერირება. ნუთუ ყველაფერი შავია დაბადებიდან უსინათლო ადამიანის თვალების წინ? ლოგიკურია, მაგრამ ეს სულაც არ არის ასე.
ასეთი ადამიანებისთვის, მხედველობა, თვალები, როგორც აღქმის ორგანო, უბრალოდ არ არსებობს. ტვინის ის ნაწილი, რომელიც პასუხს აგებს მხედველობითი ინფორმაციის გარდაქმნაზე, ამ ადამიანებში, უბრალოდ არ ფუნქციონირებს.ბრმა ადამიანების უმრავლესობა, კითხვაზე რას ხედავენ, პასუხობენ: „არაფერს“ ან „სიცარიელეს“, ბევრი კი უბრალოდ ვერ გებულობს შეკითხვას, იმიტომ, რომ არ იციან როგორია ეს „ხედავ“. მათ ისწავლეს საგნების და ფერების სახელები, მაგრამ ასეთი ადამიანების გონებაში არ არსებობს საგნების ასოციაციური სურათები მათი გამოსახულებებით. ასეთი მდგომარეობაა სიზმრებთან დაკავშირებითაც.დაბადებიდან ბრმა ადამიანის სიზმრები (ისევე როგორც მის მიერ აღქმული რეალობის მოდელი) შედგება ბგერების, გემოვნების, ტაქტილური შეგრძნებებისა და სუნისგან. ეს წარმოუდგენლად ჟღერს, მაგრამ იშვიათ შემთხვევებში უსინათლოები ახერხებენ ექოლოკაციის დაუფლებასაც. ხელჯოხის კაკუნით ან ენის გაწკლაპუნებით ისინი იწვრთნებიან მათთვის ხელმისაწვდომი გრძნობათა ორგანოებით განსაზღვრონ გარშემო მდებარე ობიექტებამდე მანძილი. რა არის სილამაზე უსინათლოების აზრით:კლინიკური სიკვდილის დროს უსინათლოები 4 წუთის განმავლობაში ყველაფერს ხედავენ:იხილეთ ასევე:არაფერია იმაზე საშინელი, როდესაც იცი, რომ ვიღაცას სახლში შენი მოკვლა სურს. კატები- საყვარელი და ფუმფულა შინაური ცხოველები არიან. მაგრამ, გულახდილად შეიძლება ითქვას, რომ მათ შეუძლიათ ძალიან უცნაურად მოიქცნენხოლმე. მაგალითად, ახლახანს Twitter -ის მომხმარებელმა ლუის ნაბარომ საშინელი ისტორია მოგვითხრო. ... ცხოვრება- ეპიზოდების და მომენტების არაპროგნოზირებადი ჯაჭვია, რომლებიც არასოდეს განმეორდება, წერს пишет Awareness Act. ერთნი ამჯობინებენ არ გარისკონ, სხვები კი პირიქით, სიამოვნებას ღებულობენ ექსტრემისგან. რაც არ უნდა ეცადოთ ცხოვრება გააკონტროლოთ, ის ადრე თუ გვიან სიურპრიზს მაინც მოგართმევთ. ასეთ მომენტებში მეტი განვითარებული ქვეყნისთვის წარმოუდგენელი და მოულოდნელი წესები. აქ ყოველთვის სისუფთავეა, არ ხდება აჯანყება, არეულობა და კარცერიც კი არ არსებობს. მსჯავრდებულები კი არიან წყნარად, როგორც თაგვები. მიუხედავად ამისა, ადამიანის უფლებათა დამცველები იაპონურ ციხეებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშინელ ციხეებს უწოდებენ . არა 135 7-ს მოსწონს
|