x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გოგონამ ყოფილის შიშველი ფოტო გამოაქვეყნა,თან დასცინა,რის გამოც მკაცრად დაისაჯა
imageინგლისში, 29 წლის იასმინ უოლკერმა (Yasmin Walker)ქალაქ სკარბოროდან სარისკო ნაბიჯი გადადგა, რომ შური ეძია ყოფილ საყვარელზე, რომელმაც ხანმოკლე ურთიერთობის შემდეგ მიატოვა. ეფექტური ქერა ლამაზმანი, რომელიც ხშირად ტრაბახობდა საკუთარი გარეგნობით თავის "ინსტაგრამზე", აღმოჩნდა, რომ გამომწერებს უფრო საინტერესო სიურპრიზი წარუდგინა სასამართლოს სახით, წერს გამოცემა The Sun-ი.


განაწყენებულმა ორი შვილის დედამ 1300-ზე მეტი გამომწერისთვის ყოფილი საყვარლის შიშველი ფოტო ატვირთა, რა დროსაც მისი მსხვერპლის მამრობითი ღირსების გვერდით მან გამოაქვეყნა სიცილის ემოჯი წარწერით " არის ეს ***?"



მამაკაცი შვილთან ერთად კინოში იმყოფებოდა, როდესაც მომხმარებლებმა შეატყობინეს, რაც ნახეს. მან სასწრაფოდ დაურეკა იასმინს და პროვოკაციული პოსტის წაშლა მოთხოვა.


თუმცა გოგონამ ჯიბრით არა მხოლოდ იუარა ფოტოს წაშლა, არამედ კიდევ უფრო მეტი შეურაცხყოფა მიაყენა მამაკაცს. ”ჩემი ბრალი არ არის, რომ პატარა *** გყავს და საწოლში საშინელი ხარ”, - უთხრა ქერა ქალბატონმა ყოფილ მეგობარს.


image

თუმცა იასმინის ტრიუმფით ტკბობა დიდხანს არ გაგრძელებულა. იგი მალევე გამოიძახეს სასამართლოზე პორნოშურისძიების ბრალდებით. გოგონას ცრემლები წამოუვიდა, როდესაც გაიგო, რომ ასეთი ქმედებებისთვის ორი წელი ციხეა გათვალისწინებული. იასმინმა განაცხადა, რომ ფოტო "შემთხვევით" ატვირთა.

ბრიტანელ ქალს მომავალ თვეში გამიუტანენ სასჯელს.


2015 წელს კანონის მიღების შემდეგ, დიდ ბრიტანეთში მხოლოდ რამდენიმე ქალი გასამართლდა კაცთა მიმართ მსგავსი დანაშაულისთვის.

0
2384
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
2384
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0