საზოგადოება "სტუდენტები მწერენ, რა პასუხი გავცე ამ ბავშვებს ?!" - ელისო კილაძე 2020, 19 ოქტომბერი, 14:52 ჟურნალისტი და გაზეთ "ქრონიკა+" - ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და დღეში 1200 კოვიდინფიცირებულის ფონზე უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით შესაბამისი სტრუქტურებიდან კომპეტენურ პასუხს ითხოვს. კილაძის თქმით, მას ვერ გაურკვევია ქვეყნის ხელისუფლება ამ რაოდენობის ინფიცირებულის ფონზე სწავლის დაწყების რისკს სათანადოდ რატომ ვერ აფასებს: "სტუდენტები მწერენ, სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან-სწავლის დაწყებას აპროტესტებენ ! ვინმე კომპეტენტურმა გვითხარით, დღეში 1200 კოვიდინფიცირებულის ფონზე, სწავლის დაწყება რისკი რატომ არაა !!!! ამ დრომდე ვარკვევ და არავინ მპასუხობს !!!! რა პასუხი გავცე ამ ბავშვებს?!" - დაწერა ელისო კილაძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე. შეგახსენებთ, რომ დღეიდან უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი დაიწყო, თუმცა აუდიტორიებში მხოლოდ პრაქტიკულ - ლაბორატორიული სამუშაოები განახლდება, რაც შეეხება სასწავლო პროგრამების სხვა კომპონენტებს, მათი უფლებამოსილების ფარგლებში, უმაღლესი სასწავლებლები ისევ დისტანციურად წარმართავენ. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში სასწავლო პროცესი რამდენჯერმე გადაიდო.273 შეფასება არ არის |