x
image
NORTH PARK
ვერავის ვუმხელ რომ ახლობლის ყოფილი ცოლი მიყვარს

image
დარწმუნებული ვარ ყველა გამკიცხავს ამ ქმედებისთვის ალბათ მეც ასე ვიფიქრებდი სხვის შემთხვევაში, მაგრამ უკვე ღამეები არ მძინავს. 34 წლამდე ისე მოვაბიჯე
სერიოზულად არავინ მყვარებია, ნეტა ახლაც არ შემყვარებოდა, მაგრამ გულს
და ამ გრძნობას ვერაფერს ვუხერხებ.
ახლობლის ყოფილი ცოლი მიყვარს და ეს კატასტროფაა ადამიანის ცხოვრებაში,
არასოდეს მეგონა თუ ეს დამემართებოდა უცხო ყოფილიყო კიდევ შეიძლება და ასე არ ვინერვიულებდი პირდაპირ ვეტყოდი და ყველაფერი მორჩებოდა, მოკლედ რომ ვთქვა, ქმარმა უღალატა ცოლს და 2 წელია დაშორებულები არიან.
ხომ გინახავთ სათნო, სუფთა სულის ადამიანი ეგ სწორედ ეგეთია, გამიკვირდა რომ გვიან გავიგე დაშორების ამბავი რადგან არც პრობლემები უჩანდათ და არც კამათი, მაგრამ მალავდნენ ყველასთვის. მგონი ასე რომ მოიქცა ესეც მეტყველებს მის ადამიანობაზე.

image
ისეთი მოწყენილი, შეცვლილი დადიოდა, შეხედვაზეც გული მიკვდებოდა.
ახლა საგრძნობლად შეიცვალა გარეგნობით, სიცოცხლის ხალისი დაუბრუნდა
რაც მთავარია.
ხშირი ურთიერთობა გვაქვს უბანში ხშირად ვნახულობ. ზაფხულში მივხვდი რომ მიყვარდა, ეს რომ ვინმემ გაიგოს ვერავინ მაპატიებს და ვერც ვერავის ჩავხედავ თვალებში, უკვე შიშები მაქვს რამე სისულელე არ გავაკეთო. ამაზე ფიქრი მშლის.


0
219
2-ს მოსწონს
ავტორი:NORTH PARK
NORTH PARK
219
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0