x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რონი და დონი- ყველაზე ასაკოვანი სიამის ტყუპები

სიამის ტყუპები რონი და დონი გეილიონები მსოფლიოში ყველაზე ასაკოვან სიამის ტყუპებად ითვლებიან. მათ 69 წლის ასაკამდე მიაღწიეს და მსოფლიო რეკორდი მოხსნეს სიამის ტყუპებს შორის.image

ძმებს ორი წყვილი ხელი, ფეხი ჰქონდათ, ასევე საკუთარი გული და კუჭი. საერთო მათ საჭმლის მომნელებელი სისტემა და პენისი ჰქონდათ, რომელსაც დონი მართავდა.

ძმები დეიტონში, ოჰაიოს შტატში დაიბადნენ 1951 წლის ოქტომბერში, საავადმყოფოში კი პირველი 2 წელი გაატარეს, რადგან ექიმები მათ გაყოფას ცდილობდნენ.image

4 წლის ასაკიდან მათ საკუთარი შემოსავალიც გამოუჩნდათ ცირკში მონაწილეობით, სკოლაში კი არ უვლიათ, რადგან მასწავლებელი თვლიდა, რომ სხვა ბავშვბს ყურადღებას უფანტავდნენ. ამიტომაც გააგრძელეს ცირკში მოღვაწეობა და ხალხის გართობა სხვადასხვა ფოკუსებით.

imageimage

39 წლის ასაკში მათ საცირკო კარიერა მიატოვეს და უმცროს ძმასთან და მის ცოლთან ერთად გადავიდნენ საცხოვრებლად, რომლებიც ყველანაირად ცდილობდნენ, რომ ტყუპებისთვის ცხოვრება გაემარტივებინათ.imageimage

ტყუპები ყველანაირად ცდილობდნენ სრულფასოვნად ეცხოვრათ, ჯარშიც მოინდომეს წასვლა, მაგრამ არ მიიღეს. ძმები 2020 წლის 4 ივლისს, გულის უკმარისობით გარდაიცვალნენ.

0
443
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
443
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0