ქალი და მამაკაცი გაიცანით ქალბატონი ნინძები ირანიდან 2020, 15 ოქტომბერი, 22:50
დაივიწყეთ ირანის ბირთვული პროგრამა. ქალი-ნინძები - აი მისი მთავარი იარაღი! ირანში ფორმირებულია საბრძოლო დანაყოფი «ნინძა», რომელიც ქალებითაა დაკომპლექტებული. იგი შედგება 3500 ქალი-ნინძისაგან, რომლებიც არა მხოლოდ ფლობენ ყველა ტიპის იარაღს, არამედ მათ ასევე შეუძლიათ ჩუმად გადაადგილება და მტრის ზურგში შეღწევა.
შპაგატში ჩაჯდომა - მარტივი საქმეა. ეს ერთ-ერთი ძირითადი მოთელვაა ვარჯიშის დაწყების წინ. ქალი-ნინძა ჰიჯაბში. ასეთ ქალებს კუნოიჩი ეწოდებათ, ატარებენ უძველესი ნინძების იაპონურ სამოსს და ეუფლებიან სხვადასხვა სახის იარაღის გამოყენების უნარს. კუნოიჩი კედელზე სხვათა დახმარების გარეშე ადის, მას ეს ხელების გამოყენების გარეშეც შეუძლია. ნინძას კლუბები მთელ ირანში არსებობს. მათში დაახლოებით 24 ათასი ნინძაა რეგისტრირებული. ამ ყველაფერს სპორტის სამინისტროს საბრძოლო ხელოვნებათა ფედერაცია კურირებს. ნინძა-გოგონები თავიანთი ოსტატობის დემონსტრირებას ახდენენ. გოგონები ამბობენ, რომ ეს ვარჯიში მათ ეხმარება როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. კლუბის მწვრთნელი ფატიმა მუამერი ამბობს, რომ ამ ვარჯიშის წყალობით გოგონები, პირველ რიგში, პატივისცემასა და სიმშვიდეს სწავლობენ. ისინი სწავლობენ საკუთარი თავის პატივისცემას. ამ გოგონებს არ შეეშინდათ ხალხში ჩამოყალიბეული სტერეოტიპის - ქალი სუსტი არსებაა ძლიერი მამაკაცების ფონზე. კუნოიჩი ფლობს სხვადასხვა სახის იარაღს - ნუნჩაკუს, შურიკენს, ხმალს. წვრთნა მიმდინარეობს როგორც სავარჯიშო დარბაზში, ასევე ღია ცის ქვეშ. გოგონები სწავლობენ კონცენტრაციას, წონასწორობას და ნინძათა საბრძოლო ხელოვნების სხვა ფუნდამენტურ პრინციპებს. კუნოიჩის ჯგუფი მწვრთნელთან ერთად. როგორც ხედავთ, აქ ყველა ასაკის გოგონა ვარჯიშობს. 576 7-ს მოსწონს
|