x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134416
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
რა სასარგებლო თვისებები ახასიათებს ფეიხოას და რატომაა აუცილებელი ორგანიზმისთვის მისი მირთმევა?
ყველასთვის კარგადაა ცნობილი უცნაური სუნისა და გემოს ნაყოფი- ფეიხოა, რომელიც ზოგიერთ ადამიანში გასინჯვისთანავე აღბრთოვანებას იწვევს, ზოგშიც კი უარყოფით დამოკიდებულებას, მისი მომწკლატო-მომჟაო გემოს გამო.

მოცემული ნაყოფი იმდენი სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა, რომ მისი მიღება აუცილებელიც კია ჩვენი ორგანიზმისთვოს.image

ფეიხოა ერთადერთი მცენარეა, რომელიც იოდის შემცველობით ზღვის პროდუქტებსაც კი უსწრებს წინ. იოდი წყალხსნად მდგომარეობაშია, ამიტომ ორგანიზმი მას ადვილად ითვისებს. ფეიხოას სულ მცირე ზომის ნაყოფი ზრდასრული ადამიანის იოდის მოხმარების დღიურ ნორმას აკმაყოფილებს. იოდის მაღალი შემცველობის გამო ფეიხოას მოხმარება სასურველია მათთვის, ვისაც ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები აღენიშნება ან იოდის დეფიციტი აწუხებს. ფეიხოას გამოყენება კარგია ასევე ადამიანებისთვის, ვისაც გონებრივი სამუშაო აქვს, აწუხებს გასტრიტი, ათეროსკლეროზი, ავიტამინოზი, ჰიპოვიტამინოზი, პიელონეფრიტი, პოდაგრა და სხვა.

ფეიხოას ნაყოფი შეიცავს ვიტამინებს: С, В1, В2, В3, В5, В6, РР; მიკრო- და მაკროელემენტებს: იოდი, კალციუმი, კალიუმი, ნატრიუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, რკინა, სპილენძი, თუთია, მანგანუმი; მჟავებს: ვაშლის, ფოლიუმის და ეთერზეთებს ანანასისა და მარწყვის არომატით.image


მოცემული ნაყოფი დიეტური პროდუქტების რიცხვს განეკუთვნება, ამასთან, როგორც ვიტამინებით მდიდარი პროდუქტი, წონის დაკლების დროს ორგანიზმს ვიტამინების დეფიციტის საფრთხეს არ უქმნის, პირიქით, ავსებს და ამარაგებს მას.

ნაყოფის კანი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს კატეჰინსა და ლეოკოანტოცინს – მძლავრ ანტიოქსიდანტებს, რომლებსაც ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკური ქმედებები ახასიათებს და ორგანიზმზე გამაახალგაზრდავებელ ეფექტს ახდენს.მას აქვს ანთების საწინააღმდეგო, გამაახალგაზრდავებელი და კანის მკვებავი თვისებები.image

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ როგორც ყველა ხილს დადებითთან ერტად უარყოფითი თვისებებიც ახასიათებს. მაგალითად, მნიშვნელოვანია დავიცვათ ზომიერება, რადგამ ფეიხოას დიდი რაოდენობით მიღება საზიანოა ორგანიზმისთვის, ამ დროს ორგანიზმში დიდი რაოდენობით იოდი ხვდება, რის გამოც ადამიანს აღენიშნება შფოთვა, ნერვული აღგზნებულება, გახშორწბული გულისცემა, შრომისუნარიანობის დაქვეითება, სიაუსტე და ტემპერატურაც კი.

0
220
2-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
220
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0