x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ცნობილების მილიონიანი სახლები
image


მოგეხსენებათ, რომ შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ.


image



როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, პაპარაცები და კამერები არის ყველგან, იქ, სადაც არიან ჩვენი ვარსკვლავები. ამიტომ, ისინი ათასობით თანხას ხარჯავენ იმის გამო, რომ მოუვლელობისა და არაესთეტიკურობის გამო არ მოხვდნენ ჟურნალების გარე ყდაზე, თუმცა ხდება გამონაკლისებიც, ვინაიდან ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც სხვა ყველა ჩვენ-დანარჩენი, მათაც უწევთ ზედმეტი თმის მოცილება სახიდან თუ სხეულის სხვა ნაწილებიდან, იკეთებენ მაკიაჟს, იღებენ შხაპსა და ფერუმარილის მეშვეობით მალავენ ნაკლოვანებებს. ამ ყველაფრის მიუხედავად კი, მაინც ხვდებიან პაპარაცის ობიექტივში, რომელსაც მათი არც ერთი წვრილმანი არ რჩება კამერებს მიღმა და გვანახებს ვარსკვლავებს სულ სხვა რაკურსით და არა ისეთს, როგორიც პრიალა ყდებიდან იდეალებად გვევლინებიან.




ვფიქრობ, სახლი ყველა ადამიანის ცხოვრებაში ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია. ის არის ჩვენი კერა, ჩვენი ციხესიმაგრე, ადგილი, სადაც ვისვენებთ და ყველაზე ადამიანურად ვგრძნობთ თავს. ამბობენ, რომ სახლის ინტერიერი, დეკორაცია, ყველაფრის განლაგება მეტყველებს ადამიანის ხასიათზე.


ალბათ ბევრი თქვენგანის ინტერესს იწვევს, თუ როგორ სახლებში ცხოვრობენ საქვეყნოდ ცნობილი მსახიობები, მომღერლები და ზოგადად შოუბიზნესის წარმომადგენლები. მოდით, ერთად გადავხედოთ მათ ვილებსა და მილიონიან ბინებს.



1. კენდალ ჯენერის სახლი ლოს-ანჟელესში, რომელიც 1, 6 მლნ $ ღირს. image




2. ლეონარდო დიკაპრიოს სახლი სტუდიო სითიში, კალიფორნია, რომელიც 2, 4 მლნ $ ღირს. image




3. კეტრინ ზეტა ჯონსისა და მაიკლ დუგლასის სახლი ბედფორდში, ნიუ-იორკი, რომელიც 11, 5 მლნ $ ღირს. image




4. ჯენიფერ ლოპეზის სახლი Hidden Hills, ლოს-ანჟელესში, კალიფორნია, რომელიც 17 მლნ $ ღირს. image




5. კიმ კარდაშიანისა და კაენი უესტის სახლი Hidden Hills, ლოს-ანჟელესი, კალიფორნია, რომელიც 20 მლნ $ ღირს. image




6. ლედი გაგას სახლი, მალიბუ, კალიფორნია, რომელიც 23 მლნ $ ღირს. image




7. ბიონსე და ჯეიზის სახლი, East Hampton, ნიუ-იორკი, რომელიც 26 მლნ $ ღირს. image




8. დევიდი და ვიქტორია ბექჰემების სახლი, ლოს-ანჟელესი კალიფორნია, რომელიც 31 მლნ $ ღირს. image




9. ჯენიფერ ენისტონის სახლი ბევერლი ჰილზში, კალიფორნია, რომელიც 38 მლნ $ ღირს. image




10. დემი მურის სახლი ნიუ-იორკში, რომელიც 45 მლნ $ ღირს. image




11. ტომ კრუზის სახლი, Telluride, კოლორადო, რომელიც 59 მლნ $ ღირს. image




12. სინდი კროუფორდის სახლი, მალიბუ, კალიფორნია, რომელიც 60 მლნ $ ღირს. image




13. სკარლეტ იოჰანსონის სახლი ლოს-ანჟელესში, რომელიც 3, 8 მლნ $ ღირს. image




14. მაილი საირუსის სახლი ტენესის შტატში, რომელიც 5, 8 მლნ $ ღირს. image




15. Playboy-ს დამფუძნებლის, ჰიუ ჰეფნერის სახლი ლოს-ანჟელესში, რომელიც 100 მლნ $ ღირს. image




იხილეთ აგრეთვე:



იცით როგორ გამოიყურება მარკ ცუკერბერგის სახლი?image


0
638
8-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
638
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0