x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ვარსკვლავთა სამეული, რომელიც 80-იანი წლების ჰოლივუდს იპყრობდა

image

80-იანი წლების მოდის სფეროს ჰყავდა სილამაზით გამორჩეული არაერთი ვარსკვლავი-ქალი, თუმცა მათგან განსაკუთრებით პოპულარული იყო სამი სახე:

1.კიმ ბესინჯერი

image


80-იანი წლების ჰოლივუდისათვის წარმატების ფორმულად იქცა ქერათმიანი ლამაზმანები, რომელთა შორის გამოირჩეოდა კიმ ბესინჯერი. იგი ყურადღებას იპყრობდა გამოკვეთილი ლოყებით, კამკამა ცისფერი თვალებით, ხუჭუჭა, ღია ფერის თმებითა და მსუქანი, თითქოს კაპრიზულად ამობურცული ტუჩებით.



image


კიმ ბესინჯერმა, როგორც მსახიობმა, სახელი გაითქვა მელოდრამით "ცხრანახევარი კვირა", სადაც მონაწილეობდა მიკი რურკთან ერთად. ფილმის ერთ-ერთ სცენაში კიმმა შეასრულა ემოციური, გრძნობებით აღსავსე სცენა, რომელიც გახდა მხატვრული ეროტიკის კლასიკური ნიმუში. მან, ასევე, ითამაშა კომედიაში "ქორწინების ჩვეულება", რომლის გადაღებისას კიმ ბესინჯერის სილამაზემ და ხიბლმა თვით ალეკ ბოლდუინიც კი არ დატოვა გულგრილად.

2.მიშელ პფაიფერი



image

ჰოლივუდურ ცხოვრებასა და წითელ ხალიჩამდე მიღწევამდე მიშელ პფაიფერი მუშაობდა სუპერმარკეტში გამყიდველად, მოლარედ და დაცვადაც კი, რათა ცოტაოდენი თანხა მაინც გამოემუშავებინა და-ძმების სარჩენად.

1978 წელს მიშელ პფაიფერმა მიიღო მონაწილეობა სილამაზის კონკურს "მის კალიფორნიაში" და ფინალაშიც გავიდა, თუმცა საბოლოო გამარჯვება, სამწუხაროდ, არ ხვდა წილად."მის კალიფორნიის" სილამაზის კონკურსში მონაწილეობა საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რათა გრძელფეხება ლამაზმანი ცნობილ პროდიუსერებს შეენიშნათ და თანამშრომლობა შეეთავაზებინათ.

მიშელ პფაიფერმა, რამდენიმე მეორეხარისხოვანი, უმნიშვნელო როლის შესრულების შემდგომ, ფილმ "ბრიოლინ 2"-ში, ჯონ ტრავოლტასთან ერთად, შეასრულა მთავარი როლი, ხოლო 1983 წელს, ალ პაჩინოსთან ერთად, იგი დაკავებული იყო საკულტო ფილმის "ნაიარევი სახე" გადაღებით.

3.ბრუკ შილდსი



image


ბრუკ შილდსი ადრეული ასაკიდანვე ჩაეფლო სამოდელო ბიზნესში, გადაიტანა რამდენიმე სერიოზული სკანდალი, რომლებიც უკავშირდებოდა მის გულწრფელ, თამამ ბავშვურ გამოსვლებს, გადაღებებს. მან მონაწილეობა მიიღო პროვოკაციულ ეროტიკულ ფილმებში, რაც გულშემატკივართა შორის უკმაყოფილების მიზეზი გახდა.

ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში ბრუკ შილდსი სარგებლობდა სუპერვარსკვლავის სტატუსით და პროდიუსერებისაგან იღებდა მილიონობით ჰონორარს.

0
1093
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
1093
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0