x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
დინა სანიჩარი- ნამდვილი მაუგლის რეალური ისტორია, რომელიც მგლებმა გაზარდეს და ინდოეთის ჯუნგლებში მხოლოდ 1872 წელს იპოვეს

ბავშვობაში ყველას უნახავს ცნობილი მულტფილმი “მაუგლი", ბიჭის ისტორია, რომელიც ჯუნგლბში გაიზარდა. მაგრამ, ცოტამ თუ იცის, რომ მას რეალური პროტოტიპი ჰყავს. კერძოდ კი ვინმე დინა სანიჩარი. დინა სანიჩარი ცნობილია როგორც ინდოელი ბიჭი-მგელი, რომელიც მე-19 საუკუნეში ცხოვრობდა.

დინა ერთ-ერთი იყო იმ ინდოელი ბავშვებიდან, რომლებსაც სხოველები ზრდიდნენ. ასეთი ფაქტები ინდოეთში მრავლადაა.image

სანიშარი მონადირეების ჯგუფმა იპოვა 1872 წელს შტატ უტარ-პრადეშში. მათი თქმით, ბიჭი ოთხ ფეხზე დადიოდა მგლებთან ერთად. იმ დღეს ბიჭი მონადირეებს გაექცათ, მაგრამ ამბის გავრცელების შემდეგ, ადგილობრივებიც დაინტერესდნენ და “ველურის'' დაჭერა გადაწყვიტეს. მგლების ბუნაგში შესვლა სახიფათო იყო, ამიტომაც მონადირეებმა ბუნაგს ცეცხლი წაუკიდეს, იქიდან გამოსული მგლები დახოცეს, ხოლო ბიჭი წაიყვანეს.image

თვლიან, რომ იმ დროისთვის ბიჭი მხოლოდ 6 წლის იყო. მონადირეებმა ის ბავშვთა სახლში, სეკანდრაში წაიყვანეს, სადაც მონათლეს და მისცეს სახელი, სანიჩარი, რაც შაბათს ნიშნავს. სახელი იმის გამო აურჩიეს, რომ ბიჭი ბავშვთა სახლში სწორედ შაბათ დღეს მიიყვანეს.image ბიჭს ადამიანების გარემოცვაში ძალიან უჭირდა, ბავშვთა სახლის დირექტორის თქმით ის გონებრივად ჩამორჩენილი იყო და დაბალი ინტელექტი ჰქონდა, თუმცა ლოგიკას და გონებას შიგადაშიგ ავლენდა. ამის გარდა, ბიჭმა არც ლაპარაკი იცოდა და არც წერა კითხვა. მართალია აღმზრდელები ცდილობდნენ მისთვის რამე ესწავლებინათ, მაგრამ ამაოდ.

ბიჭი ღრენით ლაპარაკობდა, ძლიერი აღნაგობა ჰქონდა და აგრძელებდა ოთხზე სიარულს.image

დროთა განმავლობაში სანიჩარი შეეჩვია ორ ფეხზე სიარულს, მაგრამ ტანსაცმლის ჩაცმაზე უარს აცხადებდა და შიშველი დადიოდა.image

გარდა ამისა, სანიჩარი ბავშვთა სახლში გადაყვანის შემდებ უარს აცხადებდა ადამიანების საკვებზე, ჭამდა მხოლოდ უმ ხორცს და კბილებს ხის ტოტებით ილესავდა. საბედნიეროდ ბიჭმა ბავშვთა სახლში მეგობარი იპოვა, ისიც ცხოველებთან იყო გაზრდილი და უჭირდა ადამიანებთან ურთიერთობა. სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა ამ ორი ახალგაზრდას დაახლოვება.image

სანიჩარის “მიღწევად" შეიძლება ის ჩაითვალოს, რომ სიგარეტის მოწევა ისწავლა, თვლიან, რომ სწორედ ამან გამოიწვია ტუბერკლოზიც.image

დინა სანიჩარმა 10 წელზე მეტი გაატარა ადამიანებთან, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც ნერვიული იყო და არ შეეძლო სხვებთან ურთიერთობა. მისი სიმაღლე დახლოებით 150 სანტიმეტრს შეადგენდა, ჰქონდა დაბალი შუბლი და წვეტიანი კბილები. ადამიანებში თავს უცხოდ თვლიდა და ფიქრობდა, რომ მას იქ ძალით აკავებდნენ.

1895 წელს სანიჩარი 29 წლის ასაკში გარდაიცვალა ტუბერკულოზით. ამ დროის განმავლობაში განვითარებაში პროგრესი მაინც ვერ აჩვენა. მან მხოლოდ ისწავლა ორ ფეხზე სიარული, თეფშიდან ჭამა და ტანსაცმლის ნაცვლად ნაჭრის მიფარება.image

1843 წლიდან 1933 წლამდე ინდოეთში 16 შეტყობინება მიიღეს ველურ ბუნებაში ცხოველებთან აღზრდილი ბავშვების შესახებ.image

დინას “აღმოჩენის" შემდეგ მალევე, ინდოეთში კიდევ 4 ბავშვი დაარეგისტრირეს, რომლებიც ასევე მგლებთან იზრდებოდნენ. მათგან ყველაზე ცნობილები გოგონები, კამალა და ამალა არიან, რომლებიც თვითმხილველების თქმით მგლებთან ერთად დადიოდნენ, მთვარის დანახვაზე ყმუედნენ და მხოლოდ უმ ხორცს ჭამდნენ.image

0
591
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
591
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0