x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გოგო გაოცდა,როდესაც ბიჭმა პირველსავე პაემანზე ცოლობა სთხოვა, თუმცა სიმართლე სულ სხვა რამ აღმოჩნდა
image

შოტლანდიელი სტივენ დურანის პირველი პაემანი გოგონასთან კაფეში დასასრულს უახლოვდებოდა, მამაკაცს ძალზე მოეწონა გოგონა და შვებით ამოისუნთქა, უკვე წასვლას აპირებდნენ, როდესაც მოულოდნელად კაფეში შუქი ჩააქრეს და ოფიციანტმა გამოიტანა ორი ბოთლი პროსეკო და ჩიზეიკი თეფშზე წარწერით "გამომყვები ცოლად?".


სტივენი შოკირებული იყო, გოგონაც დაიბნა, მათ ერთხმად გააპროტესტეს, კაფეს პერსონალს და იქ დამსწრე სტუმრებს უხსნიდნენ, რომ მაგიდა შეეშალათ, თუმცა უთხრეს, რომ არაფერი შეშლიათ.


როგორც გაირკვა ყველაფერი, ამ ოინის მომწყობი იყო სტივენის მეგობარი ლი მაკივერი.



-დაახლოებით ერთი საათი წინ დავრეკე რესტორანში, გავეცანი და ვუთხარი, რომ ხელი მინდა ვთხოვო გოგონას მეთქი, მენეჯერმა მითხრა, შემოვიტანთ პროსეკოს, ტორტს და შუქებს ჩავაქრობთო"-ამბობს მაკივერი.


მაკივერმა რესტორანში შეკვეთის გარდა ახლობელს სთხოვა, რომელსაც სტივენი არ იცნობდა დამჯდარიყო მეზობელ მაგიდასთან ეს ყველაფერი გადაეღო.


მთლიანად ეს ოინი მაკივერს რესტორნიან, ტორტიან -ღვინიან-ნაცნობიანად 140 ფუნტი სტერლინგი დაუჯდა, თუმცა სულაც არ ენანება დახარჯულ თანხა, იმისთვის რომ მეგობარი გაეშაყირებინა.


0
354
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
354
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0