x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
TikTok -ის ვარსკვლავი პირდაპირ ეთერში მოკლა ყოფილმა ქმარმა
image

30 წლის ლამუ ა სიჩუანიდან იყო Douyin-ის ვარსკვლავი, რომელიც TikTok ჩინური ვერსიაა. როდესაც გოგონა 14 სექტემბერს პირდაპირ ეთერში გავიდა 782, 000 გამომწერთან, რაღაც საშინელება მოხდა. მოულოდნელად ეკრანი გაშავდა, შემდეგ კი თაყვანისმცემლებმა გაიგონეს მათთვის საყვარელი გოგონას ყვირილი.


ამის შემდეგ პოპულარული გოგონას ანგარიშზე ორი დღის განმავლობაში არანაირი აქტივობა არ მომხდარა, სანამ მისმა დამ არ გაამხილა, რომ ლამუს სასტიკად გაუსწორდა ყოფილი ქმარი .


როგორც გამოცემა ჩინური გამოცემა Beijing Youth Daily იუწყება, პირდაპირი ეთერის დროს, ყოფილი ქმარი ბენზინით და ნაჯახით ხელში შეიჭრა ბლოგერის სახლში და გოგონას ოჯახის წევრების თვალწინ გადაასხა მას აალებადი სითხე და ცეცხლი წაუკიდა, ეს ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, რომ მისი ოჯახის წევრებმა გონზე მოსვლაც ვერ მოასწრეს.


image

ლამუ სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, გოგონას სხეულის 90% დამწვრობა აღენიშნებოდა. ექიმები ორი კვირის განმავლობაში იბრძოდნენ მისი სიცოცხლისთვის, მაგრამ მათ ვერ გადაარჩინეს გოგონა. ლამუ ა 1 ოქტომბერს გარდაიცვალა .

სამართალდამცველებმა დააკავეს გარდაცვლილის ყოფილი მეუღლე, მაგრამ მისი საშინელი ქმედების მოტივი ჯერჯერობით ბოლომდე გაურკვეველია. ზოგიერთი ადგილობრივი მედიის ცნობით, მამაკაცი ვერ შეეგუა განქორწინებას, რომლის მიზეზიც ქმრის მხრიდან მუდმივი ოჯახური ძალადობა გახდა.

image

უკანასკნელი ვიდეოში, რომელიც ლამუმ თავის გვერდზე გამოაქვეყნა, გოგონა ღიმილით ასრულებდა ტიბეტური ტრადიციულ სიმღერას და თან გამომწერებს ყველაფერი საუკეთესო უსურვებდა. გოგონას ორი შვილი დარჩა.


0
647
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
647
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0