x
image
NORTH PARK
როგორ მოვიგოთ ნებისმიერი ქალის გული

image


რა სურთ ქალებს?! ეს იმ კითხვათაგანია რომელზეც სამყაროს პასუხი არ აქვს და ვფიქრობ კიდევ ძალიან დიდხანს არ ექნება, მაგრამ თითქოს მარტივად პასუხობენ თავად ქალები რომ მათ მხოლოდ ყურადღება და მზრუნველობა სჭირდებათ, მაგრამ მამაკაცებმა ხომ იციან რომ ეს არ არის სიმართლე, ამასთანავე მამაკაცები ხშირად დგებიან ამა თუ იმ პრობლემის წინაშე რომელიც ქალთან ურთიერთობას ეხება, რომლებიც ჩნდება ურთიერთობის რაღაც ეტაპზე რაც ართულებს მათი გულის მოგებას და ჩნდება კითხვა თუ სად დაუშვი შეცდომა.
ერთერთი მიზეზი ის არის რომ ზედმეტი არაფერი არ ვარგა, იყავი კარგი ადამიანი, მაგრამ არა ზედმეტად თავაზიანი. ცუდი არ არის ის რომ კარგი ქცევები ახასიათებს ადამიანს, არამედ ის რომ ზედმეტი თავაზიანობა ბანალურია და ზოგჯერ გამაღიზიანებელიც კი და მომენტში იკარგება ინტერესი მიუხედავად მისი მცდელობისა.
ასევე ფლირტი ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ურთიერთობის დასაწყისში, ფლირტი არასდროს კარგავს თავის ეფექტს საჭირო მომენტში. ფლირტი ეს ის ფენომენია როცა ორივესთვის სასიამოვნო და ამაღელვებელი წუთებია. ერთგვარი თამაშია რომელის ეფექტურობაზე ყველა თანხმდება.მარტივად რომ ვთქვათ, ნუ აგრძნობინებთ რომ თქვენ მისით ხართ გატაცებული და ის თქვენი ცხოვრების ერთადერთი მოწოდებაა, ეს უნდა იყოს როგორც გამოწვევა, აზარტში გადასვლის ფაზა, ეს ყველაფერი უნდა დაემსგავსოს თამაშს და სწორედ ამაში ხედავს ხიბლს ქალი. Play it cool.
ერთერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა ''Friendzone'' როდესაც მამაკაცისგან მოდის ის შეგრძნებები რაც მეგობრისგან შეიძლება მიიღო, მაგალითისთვის თუ ქალი ზედმეტად მომხიბლავია, ის ყურადღებას მიჩვეულია და ჩვეულებრივად ჩათვლის მამაკაცის აქტიურობას და ემოციებს ვერ გაუჩენს შესაბამისად მამაკაცს მართებს მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა რაც იქნება არასტანდარტული ქალის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ყველა მამაკაცის ცხოვრებაში იყო ისეთი მომენტი როცა ქალის გულის მოგება ყველაზე რთულ პროცედურად ითვლებოდა, მაგრამ არის რაღაცეები რისი ცოდნაც მხოლოდ გამოცდილებას მოაქვს.

0
170
3-ს მოსწონს
ავტორი:NORTH PARK
NORTH PARK
170
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0