x
მეტი
  • 19.07.2024
  • სტატია:136044
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510305
რატომ "ფეთქდება" ქილები საოჯახო კონსერვირების დროს და რაში მდგომარეობს გემრიელი და უსაფრთხო კონსერვების მომზადების საიდუმლო?
კიტრის მწნილის ან გემრიელი ლეჩოს კონსერვის აფეთქება ნამდვილი ტრაგედიაა დიასახლისისათვის, რომელმაც მთელი სული და გული ჩააქსოვა მათ მომზადებაში, აღარაფერს ვამბობ წყალში გადაყრილ ხარჯებზე და დროზე, რომელიც მათ მომზადებაზე დაიხარჯა. მწნილების, კომპოტების, სალათებისა და ჯემების მომზადება ხომ საოცრად შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესია. რატომ ხდება ასე - რატომ ფეთქდება ქილები და რა საიდუმლოებები უნდა ვიცოდეთ გემრიელი და უსაფრთხო საოჯახო კონსერვების მომზადებისას?



image


რა იწვევს ქილების "აფეთქებას"?


1. ჰაერის მოხვედრა ქილის შიგნით.



image


ეს გამოწვეულია დიასახლისის გამოუცდელობით ან სიჩქარით ქილის მოხუფვის დროს. მინის ჭურჭელში ნამზადის ჩასხმის დროს უნდა ვეცადოთ რაც შეიძლება ცოტა მანძილი დავტოვოთ ქილის ზედაპირსა და სახურავს შორის. დიდი ღიობის დატოვების დროს მასში რჩება ჰაერი და მიკროორგანიზმების სრულიად უმნიშვნელო რაოდენობაც კი იწვევს დუღილის პროცესის დაწყებას. ამ შემთხვევაში სახურავის ამობერვა და თავის ავარდნა კონსერვის გაკეთებიდან 1-2 კვირის გასვლის შემდეგ სიგნალია იმისა, რომ კონსრვირების პროცესი არასწორად წარიმართა. თუმცა არის იმის შანსი, რომ ზარალი არ ვნახოთ. როგორც კი მარინადის ან მწნილის ქილაში შიგთავსი უბრალოდ აიმღვრევა და სახურავი ოდნავ ამოიბერება, მაშინვე უნდა მოვხსნათ თავი და დროზე გამოვიყენოთ, შიგთავსი ოდნავ გემოშეცვლილი იქნება, მაგრამ არა საშიში.



2. ცუდი რეცეპტი


image


ჩვენი ბებიები განსაკუთრებით კარგ რეცეპტებს სასოებით გადაწერდნენ და ინახავდნენ ხოლმე. ეს რეცეპტები თაობიდან თაობას გადაეცემაოდა ისე, როგორც ნამდვილი საგანძური და ოჯახური რელიკვია. დღეს კი კიტრის მწნილის, ბადრიჯნის კონსერვის ან ქლიავის ჯემის მომზადების რეცეპტებით სავსეა ინტერნეტ-სივრცე და მათ მოძებნას სულაც არ სჭირდება ძველ რვეულებში ქექვა. მაგრამ სწორედ ბებიების რეცეპტები იყო აპრობირებული და ნამდვილი, ხოლო ინტერნეტში მოძიებული - საეჭვო დსა საშიში. მაგალითად, თანამედროვე რეცეპტებში მწნილების მომზადებისას საერთოდ იგნორირებულია ძმარი ან ის შეცვლილია სხვა ქიმიური ნივთიერებებით, არადა სწორედ ძმარი წარმოადგენს მწნილების მომზადების ერთ-ერთ აუცილებელ და მნიშვნელოვან ინგრედიენტს, თან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ნივთიერება ადვილად აქროლადია და შესანახად მომზადებულ საკვებში ის სულ ბოლოს უნდა დავამატოთ.


3. ქილების არასათანადოდ მომზადება


image


კიდევ ერთი შეცდომა, რომელსაც ახალბედა დიასახლისები უშვებენ, ესაა ტარის არასაკმარისად გასუფთავება. თუ ქილები და მათი სახურავები არასაკმარისადაა სტერილიზებული, მათ კედლებზე შეიძლება დარჩეს მიკრობები, რომლებიც შემდგომში გამრავლდება და გამოიწვევს საკვების დაბინძურებას. სტერილიზაცია შეიძლება ორნაირად: ქილების მოთავსებით აერღუმელში ან მათში მდუღარე წლის გამოვლებით და წყლის ორთქლზე მოთავსებით. ქილების დამუშავება უნდა გაგრძელდეს 3-5 წუთი, თუმცა ამ დროს მაქსიმალური ყურადეღბა უნდა გამოვიჩინოთ, რათა ქილა არ გატყდეს და არ დაგვაზიანოს.


4. არასწორად შერჩეული კომპონენტები


image


ხშირ შემთხვევაში ქილის აფეთქების მიზეზი არის გაფუჭებული ხილი, ბოსტნეული, ბაღჩეული... მზადების დაწყების წინ ისინი კარგად უნდა გავრეცხოთ და ყურადღებით გადავარჩიოთ. ერთი ცალი პომიდვრის ან ყაბაყის ოდნავ დაზიანებული კანიც კი შეიძლება გახდეს მიზეზი იმისა, რომ მთელი შრომა წყალში ჩაგეყაროთ. ამასთან აუცილებელია ხილ-ბოსტნეულის კარგი გარეცხვა, რათა მასზე არ დარჩეს მიწის სულ პატარა ნამცეციც კი.



5. არასაკმარისი სტერილიზაცია


image


გამოცდილმა დიასახლისებმა კარგად იციან, რომ სხვადასხვა სახის ბოსტნეულს და ხილს, ასევე სხვადასხვა ზომის ქილებს სტერილიზაციის განსხვავებული დრო სჭირდება, რაც უფრო დიდია ქილის მოცულობა, მით მეტ ხანს უნდა მოვახდინოთ სტერილიზაცია. დაჭრილი ხილის ან ბოსტნეულის სტერილიზაცია უფრო ნაკლებ დროს მოითხოვს, ვიდრე მთლიანად დაკონსერვებულის. სამუშაოს დაწყების წინ კარგად გაეცანოთ რეცეპტს, მოიმზადოთ ყველა ინგრედიენტი და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდექით მზადებას. კითხვების გაჩენის შემთხვევაში მიმართეთ უფრო გამოცდილ დიასახლისებს.


რაში მდგომარეობს გემრიელი საოჯახო ნამზადის საიდუმლო?



image


რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეცადეთ მაქსიმალურად აიცილოთ თავიდან ქილის შიგნით ჰაერის მოხვედრა. მომზადებული ლეჩო ან ჯემი ქილაში პირთამდე ჩაასხით. ისარგებლეთ მხოლოდ გამოცდილი, შემოწმებული რეცეპტებით. დაუთმეთ მეტი დრო ქილების სტერილიზაციას. გეეჭვებათ, რომ ქილა და სახურავი არასაკმარისად სტერილიზებულია? დააცადეთ მათ გაციება და პროცესი თავიდან გაიმეორეთ. ნამზადის კომპონენტები გულმოდგინედ უნდა აარჩიოთ და გაასუფთაოთ

ეს მარტივი რჩევები დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ქილების აფეთქება, შორს გაფრენილი თავსახურები და გაფუჭებული, გადაყრილი საკვები.


გისურვებთ ბედნიერ შემოდგომას!






5
1104
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1104
  
2020, 8 ოქტომბერი, 23:52
კი ეგრეა, საქონლის ხორცი ღორის ქონის გარეშე არ ინახება კონსერვად, ეს იმდენჯერ მაქვს ნანახი მგონი მეც დავამუღამე.
ღორის ხორცის კონსერვი მართლა უგემრიელესია, გახსნის მერე დიდი არაფერი უნდა.
2020, 8 ოქტომბერი, 23:26
ჩვენ ოჯახური ტრადიცია გვქონდა, ღორს ვკლავდით ხოლმე საშობაოდ და ნახევარს ვაკონსერვებდით. ჯერ დედა, მერე მე ვაკეთებდით წლების მანძილზე. უგემრიელესი გამოდიოდა და არასდროს გაფუჭებულა, 1-2 წელი ინახებოდა. :)
2020, 8 ოქტომბერი, 13:41
გეთანხმებით, დედაც და ბებიაც წლებია ათასგვარ რამეს აკეთებენ და აკონსერვებენ, ვერ ვიხსენებ "აფეთქებულ" კონსერვებს.
ბებია უკრაინული წესით საქონლის ხორცის კონსერვსაც აკეთებს და არ მახსენდება როდესმე ვინმე მოეწამლა, თან ქარხნულსაც ათი თავით ჯობია გემოთი.
ნუ ტექნოლოგია როცა იცით გასაგებია ყველაფერი. :)))
2020, 7 ოქტომბერი, 22:03
ბევრისგან მსმენია ეგეთი ბათქების შესახებ :) რავი, მე ყმაწვილქალობიდან მოყოლებული სულ ვაკეთებ უამრავ ჯემებს, მწნილებს, მურაბებს თუ სალათებს და არ მახსოვს რამე აფეთქებულიყოს. ეტყობა პროფესიონალი ტექნოლოგი რომ ვარ, პატარ-პატარა ნიუანსები ვიცი :)
2020, 7 ოქტომბერი, 14:54
საინტერესო სტატიაა, ერთი კურიოზი გამახსენდა ამასთან დაკავშირებით.
თანაკურსელმა დაგვპატიჟა ვანში დაბადების დღეზე, სუფრის მერე საწოლოლ ოთახებში გადავინაცვლეთ. ასე ღამის 4 საათი იქნებოდა ზუსტად საწოლის ქვევიდან "აფეთქებების" ხმა, რომ გაისმა. თურმე საწოლი ოთახის ქვეშ სათავსი იყო და იქ "ფეთქდებოდა" კიტრის და პომიდვრის კონსერვები.
დიასახლისმა დილით უთხრა კიდეც რძალს, არ დამიჯერე შვილო და აგერ გაქვს ფაქტიო!!! )))
0 1 5