x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ორი წლის წინ უგზო-უკვლოდ დაკარგული ქალი მებადურებმა ცოცხალი იპოვეს(ვიდეო)
imageანჯელიკა გაიტანის ოჯახს წარმოდგენა არ ჰქონდა, სად იმყოფებოდა ქალი ბოლო ორი წლის განმავლობაში. სანამ ორი გმირი მეთევზე არ გადააწყდა წააწყდა მას შუა ოკეანეში მცურავს.


ანჟელიკა იპოვეს გასულ შაბათს, 26 სექტემბერს. საშინელ მდგომარეობაში, ჩამოყალიბებული ჰიპოთერმიით, ქალი ტალღებზე ტივტივებდა, ქალაქ პუერტო კოლუმბიის სანაპიროდან ორი კილომეტრის დაშორებით. მეთევზეებმა თავიდან მიიჩნიეს, რომ წყალში ხის მორი ტივტივებდა, მაგრამ შემდეგ დაინახეს, რომ ეს იყო ადამიანი, რომელიც ხელის დაქნევას ცდილობდა.

image

ვიდეოში აღბეჭდილია ის მომენტი, როდესაც მეთევზე ვისბალი და მისი მეგობარი გუსტავო მიცურდნენ ქალთან, რომელიც გასავათებული მათ ძლივს პასუხობს. ისმის, რომ ერთ-ერთი მამაკაცი, ქალს ჯერ ესპანურად უყვირის და შემდეგ ინგლისურ ენაზე გადადის, რითაც ცდილობს დარწმუნდეს, რომ მსხვერპლს ესმის მისი. როდესაც ანჟელიკას ხომალდზე მიათრევენ, ჩანს რამდენად არაქათგამოცლილია ქალი, იგი ფაქტობრივად ვერც მოძრაობს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ანჟელიკამ წყალში დაახლოებით რვა საათი გაატარა.



როდესაც ქალი გონს მოვიდა, მან ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ მას თვითმკვლელობა ჰქონდა ჩაფიქრებული .

image

ანჟელიკამ აღიარა, რომ იგი ყოფილი ქმრისგან 20 წლის განმავლობაში ითმენდა ძალადობას . დაახლოებით ორი წლის წინ მან ყველანაირი კავშირი გაწყვიტა ოჯახთან და ტირან ქმარს გაექცა, ექვსი თვის განმავლობაში იხეტიალა და შემდეგ ქალთა თავშესაფარი იპოვა. მისი ადგილსამყოფელი არცერთმა ახლობელმა არ იცოდა.


თვითმკვლელობის მცდელობის წინა დღეს პოლიციამ იგი თავშესაფრიდან გამოიყვანა და აუხსნა, რომ ყოფილი ქმარი სხვა შტატში გადავიდა საცხოვრებლად.


ახლა ქალი საავადმყოფოშია ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.


0
1431
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1431
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0