x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134034
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508245
რიჩარდ ლომგულის სიკვდილის საიდუმლო, რომელიც ტაფის გამო დაიღუპა, ჯერ ბოლომდე არ არის გამოვლენილი
image

ინგლისის მეფე რიჩარდ I პლანტაგენეტი, რომელსაც თავისი სიმამაცის გამო ლომგული უწოდეს, მართავდა სამეფოს მხოლოდ ათი წლის განმავლობაში - 1189 წლიდან 1199 წლამდე. ის თავის მოვალეობებს ნაკლებად ასურლებდა, რადგან მონარქი ცხოვრების უმეტეს ნაწილს ჯვაროსნულ ლაშქრობებში ატარებდა. ამის მიუხედავად, რიჩარდის მმართველობა ინგლისის ისტორიაში მნიშვნელოვან ისტორიულ პერიოდად ითვლება, მისი ცხოვრება და უჩვეულო სიკვდილი ლეგენდებსა ვარაუდებში გადაიზარდა.


ინგლისის ტახტზე ყოფნის დროს რიჩარდ I მუდმივად კონფლიქტურობდა საფრანგეთის მეფე ფილიპ II ოგიუსტთან. ორი მონარქის კომფლიქტის მიზეზი იყო ის, რომ რიჩარდ ლომგული არამარტო ინგლისის მეფე, არამედ აკვიტანიის ჰერცოგიც გახლდათ, რომელიც საფრანგეთის ვასალი იყო. იყო სხვა მომენტებიც, მაგალითად წარუმატებელი მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა, რომელიც მეფეებსა და მათ ქვეშევრდომებს შორის მრავალი გაუგებრობით აღინიშნა.


image



მტრული ურთიერთობა სახიფათო ინტრიგებით დასრულდა - ფილიპ II- მ რიჩარდის უმცროსი ძმის, ჯონის დარწმუნება დაიწყო, რომ მას მეფის წინააღმდეგ გაელაშქრა და იგლისის ტახტი დაეკავებინა. ამან გამოიწვია ის ფაქტი, რომ 1199 წელს ინგლისური ჯარი ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ სახლში დაბრუნებამდე ესტუმრა მოუსვენარ მეზობელს და სასტიკად დაამარცხა.


ამის შემდეგ რიჩარდი თავის ერთგულ რაინდებთან ერთად სამშობლოში დაბრუნებას გეგმავდა, სადაც რამდენიმე წლის განმავლობაში არ ყოფილა, მაგრამ გზად ერთი პირადული სახითხის გადაჭრა გახდა საჭირო, რაც საბოლოოდ, მამაც მეფეს სიცოცხლის ფასად დაუჯდა. საქმე იმაშია, რომ ინგლისის მონარქის ერთ-ერთმა ვასალმა ეიმარმა, ლიმოჟის ვიკონტმა იპოვა დიდი ოქროს საგანძური თავის მიწებზე და გადაწყვიტა დაემალა იგი მეფისგან, რომელსაც მნიშვნელოვანი წილი ეკუთვნოდა. ზუსტად არ არის ცნობილი რა იყო ეს განძი, მაგრამ ისტორიკოსების ვარაუდით, საუბარია ძველ რომაულ ოქროს საკურთხეველზე.


image


რიჩარდ ლომგული მიადგა შალიუ-შაბროლის (Château de Châlus-Chabrol) ციხეს, სადაც ვიკონტი იმალებოდა და სიმაგრეს ალყა შეომარტყა. მეფე სასიკვდილოდ დაიჭრა, ჯერ კიდევ შტურმის დაწყებამდე. მეფეს ციხესმაგრიდან ნასროლი არბალეტის ისარი აბჯრისგან დაუცველ კისრის არეში მოხვდა.


დაჭრილი რიჩარდი სასწრაფოდ გადაიყვანეს სამხედრო ბანაკში, სადაც გამოცდილმა მკურნალებმა ისარი ამოიღეს და ჭრილობა შუა საუკუნეების სამედიცინო ხელოვნების მოთხოვნების შესაბამისად დაამუშავეს. გადაწყდა დაჭრილი მეფის ინგლისში გაგზავნა, მაგრამ რიჩარდმა ლონდონს ვერ მიაღწია და გზაში გარდაიცვალა.


მრავალი წყარო მიუთითებს იმაზე, რომ მეფის ჭრილობა სასიკვდილო არ იყო, თუნდაც მე –12 საუკუნის სამედიცინო მეცნიერების დაბალი დონის გათვალისწინებით. რიჩარდს გამოჯანმრთელების კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ ის მაინც გარდაიცვალა. ამასთან დაკავშირებით ხშირად განიხილებოდა ვერსია შხამის შესახებ, რომელიც დატანილი იყო არბალეტის ისარზე. არც ფრანგები და არც ინგლისელები არ იყენებდნენ მოწამლულ იარაღს, ეს სიმდაბლედ მიაჩნდათ, მაგრამ ჯვაროსნული ლაშქრობების შემდეგ, სარკინოზების წეს-ჩვეულებებმა ევროპულ საბრძოლო ხელოვნებაში შეღწევა დაიწყო.


image

2012 წელს მეცნიერებმა უარყვეს ეს ჰიპოთეზა რუანის საკათედრო ტაძარში შენახული რიჩარდ პლანტაგენეტსის გულის ნაწილის რთული ანალიზის საფუძველზე. მეფის ანდერძის თანახმად, მისი სხეული გარდაცვალების შემდეგ დაანაწილეს და დაკრძალეს სხვადასხვა ადგილას, ხოლო ზოგიერთი მათდგანი დღემდე კარგადაა შემონახული. ამიტომ, ძნელი არ იყო ქსოვილის ნიმუშის მოპოვება კვლევისთვის - მეცნიერებმა მეფის გულის მხოლოდ 1% აიღეს ანალიზისთვის და მიიღეს სანდო ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ.

image

მეფის ქსოვილებში შხამი არ აღმოჩნდა, მაგრამ გაირკვა, რომ მისი სიკვდილის მიზეზი სისხლის მოწამვლა გახდა. შუა საუკუნეებში ეს სიკვდილის ძალიან ხშირი მიზეზი იყო, ანტიბიოტიკების არარსებობის და ჰიგიენის შესახებ პრიმიტიული წარმოდგენების გამო.


გარდა ამისა, ეჭვქვეშ დააყენეს მეფის გარდაცვალების თარიღი. საუკუნეების განმავლობაში ითვლებოდა, რომ რიჩარდ I პლანტაგენეტმა დატოვა ეს სამყარო 1199 წლის 6 აპრილს. მაგრამ ექსპერტების მიერ ჩატარებული ქსოვილების მტვრის ანალიზის თანახმად, სხეული ბალზამირებულია არა უადრეს ზაფხულის შუა რიცხვებისა, რადგან ქსოვილებში მცენარეთა მტვერი იქნა ნაპოვნი, რომლებიც ყვავილობენ ივნისის ბოლოს.


თუ სიკვდილის მიზეზები უპრობლემოდ დადგინდა, სასიკვდილო ჭრილობის გარემოებებთან ყველაფერი გაცილებით რთულადაა. რიჩარდსა და მის ჯარს არ მიაჩნდა შალიუ-შაბროლის აღება სერიოზულ რთულ ამოცანად - ციხე არ იყო კარგად უზრუნველყოფილი თავდაცვისთვის და მცირე, არც ისე გამოცდილი გარნიზონი ჰყავდა. იქ მხოლოდ ირი რაინდი იყო, რომელთაც საბრძოლო გამოცდილება გააჩნდათ და ინგლისელებმა კარგად იცოდნენ ეს ხალხი. ეს ორი ადამიანი ხელმძღვანელობდა დაცვას, კედლებზე აყენებდნენ ჯარისკაცებს და მოსამსახურეებს, აძლევდნენ მითითებებს, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ამა თუ იმ შემთხვევაში.


image

შალიუ-შაბროლის ციხესიმაგრე ნაწოლობრივ დღემდეა შემორჩენილი.



ორივე რაინდი სტუმრის რანგში იმყოფებდოა ციხესიმაგრეში და თან აბჯარი არ ჰქონდათ. ამ მხრივ ისინი შეიარაღდნენ იმით, რაც ხელში მოხვდათ, ყოველნაირი შესაფერისი ნივთით. ლეგენდის თანახმად, რიჩარდმა ციხის კედლებზე არბალეტითა და სამზარეულოს ტაფით შეიარაღებული რაიდი დაინახა სიცილი აუტყდა და დემონსტრაციულად შეასუსტა აბჯარი იმის საჩვენებლად, რომ ასეთი მცველების არავის ეშინია. სწორედ ამ მომენტში მოხვდა კისერში ავადსახსენებელი არბალეტის ისარი.


ციხე ძალიან სწრაფად აიღეს, დაჭრილი რიჩარდი ამ დროს ისევ ბანაკში იმყოფებოდა და სახლში ტრანსპორტირებისთვის ემზადებოდა. ვინაიდან ყველასთვის კარგად იყო ცნობილი მსროლელის სახელი, იგი მეფის წინაშე წარადგინეს, მისი ბედის გადასაწყვეტად. როდესაც შეიტყო, რომ მსროლელი რაინდი შურს ძიობდა ოდესღაც დაღუპული ნათესავების გამო, რომლებიც ინგლისელებმა ამოხოცეს, რიჩარდმა აპატია მას და ბრძანა ფულადი ჯილდოს გაცემა ზუსტი გასროლისთვის.


image

ამასთან, როდესაც მეფე გარდაიცვალა სახლისკენ მიმავალ გზაზე, მის მკვლელს ცუდად მოექცნენ, ჯილდოს ნაცვლად, მას ცოცხლად გააძრეს ტყავი და ყველას დასანახად გამოფინეს. ჯერჯერობით უცნობია იმ ადამიანის სახელი, ვინც რიჩარდ ლომგულს სიცოცხლე მოუსწრაფა. სხვადასხვა ქრონიკაში სამი სახელია ნახსენები: ბერტრან დე გუდრუნი, ჯონ სებროზი და პიერ ბაზილი.


მაგრამ უძველესი დოკუმენტების დეტალური შესწავლით აღმოჩნდა, რომ ეს ხალხი სხვადასხვა მოვლენებში ჩნდება მონარქის გარდაცვალებიდან მრავალი წლის შემდეგ.სავსებით შესაძლებელია, რომ შუა საუკუნეების ამ მნიშვნელოვანი მოვლენის დამნაშავის სახელი საიდუმლოდ დარჩეს.


1199 წლის 6 აპრილს გარდაიცვალა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინგლისელი მეფე, რიჩარდ I - ლომგული. გზა ტახტისაკენ რიჩარდი ჰენრი მე-II ინგლისელისა და ელეონორ აკვიტანიელის მესამე ვაჟი იყო. იგი დაიბადა 1157 წლის 8 სექტემბერს. ლეგენდის თანახმად, რიჩარდს ძუძუს აწოვებდა ფილოსოფოსისა და თეოლოგის Alexander Neckam - ის დედა,








9
958
9-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
958
  
2020, 29 სექტემბერი, 20:28
კი, ნამდვილად.
2020, 29 სექტემბერი, 19:08
ლუარსაბ მეფეც. კარგი მეფეები განსაკუთრებით სძულდა თავადებს.
2020, 29 სექტემბერი, 19:03
სიმონ მეფეც ღალატს შეეწირა, გორგასალიც და უამრავი სხვაც.
სამეფო კარზე მუდამ იყო კინკლაობა ხან ფარული და ხან ღია.
2020, 29 სექტემბერი, 18:56
მრავალი მეფე დაიღუპა ღალატისა და ინტრიგების გამო.
2020, 29 სექტემბერი, 18:31
აქსიომაა, კახეთში დატრიალებული ტრაგედია გავიხსენოთ მეფე ალექსანდრეზე და მის ოჯახზე.
2020, 29 სექტემბერი, 18:02
მეფეებს ყოველთვის ჰყავდათ მტრები.
2020, 29 სექტემბერი, 17:22
იმდენი მტერი ჰყავდა შინაურებშიც არც ეგაა გამორიცხული.
2020, 28 სექტემბერი, 17:46
სავსებით შესაძლებელია. იქნებ მოკლეს კიდეც.
2020, 28 სექტემბერი, 17:43
დიდი ალბათობით დაცული არ იყო სანიტარული ნორმები ჭრილობასთან კონტაქტისას რამაც სეფსისი გამოიწვია.
თუმცე ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია...
0 1 9