სხვა 10 წვრილმანი, რის გამოც მოვლილი ქალიც მოუვლელი ჩანს 2020, 28 სექტემბერი, 13:20 სიტყვა "უხერხულობის" გაგონებისთანავე ალბათ წარმოვიდგენთ ადამიანს ბინძური ტანსაცმლით, დასავარცხნი თმითა და ჭუჭყიანი ფეხსაცმლით, სინამდვილეში, ეს მოცემული სურათი უკიდურესია და დაუდევრობა პატარა საგნებში მდგომარეობს, რომლებსაც ყურადღებას არ ვაქცევთ.
დღევანდელ სტატიაში სწორედ იმ წვრილმანებზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომელიც მხედველობის მიღმა გვრჩება და წაროგვაჩენს მოუვლელ ადამიანად. 1. მოუწესრიგებელი ფეხსაცმელი: სუფთა თასმები და ჭუჭყიანი ძირი. იმისათვის, რომ ფეხსაცმელი დიდხანს გემსახუროთ, მათ სათანადო მოვლა სჭირდებათ. ის აუცილებლად უნდა იყოს სუფთა და მხოლოდ ზედაპირულ გასუფთავებას არ უნდა აქცევდეთ ყურადღებას. ჭუჭყის მეტი ნაწილი, სწორედ რომ ძირებზე გროვდება, ამიტომ სახლიდან გასვლამდე ცოტახნით ადრე, მოწერიგება სწორედ ფეხსაცმლის დასუფთავებით უნდა დაიწყოთ. 2. ტონალური კრემის ნარჩენები თმაში. ალბათ ბევრ გოგონას ეცნო სიტუაცია. ესეც ერთ-ერთი წვრილმანია, რომელსაც სიჩაქრის გამო ყურადღებას უმეტესი თქვენგანი არ აქცევს, თუმცა ამაოდ. 3. გაზრდილი კუტიკულა ფრჩხილებზე. თუ იმის დრო არ გაქვთ რომ სალონში წახვიდეთ გელ-ლაკის მოსაშორებლად, რომელიც უკვე დიდი ხანია გაქვთ და გაზრდილი კუტიკულა ფრჩხილზე უშნოდ გამოიყურება, სჯობს მიმართოთ ისეთი ტიპის მანიკურს, რომელიც მსგავს უხერხულ სიტუაციაში არ ჩაგაგდებთ. 4. წამწამების გადამეტებული დატუშვა. წამწამებსაც სჭირდება მოვლა, სწორი მოვლა, რადგან გადამეტებული დატუშვის შემთხვევაში, ასე გამოიყურებით, როგორც ფოტოზეა მოცემული. ეცადეთ მსუბუქად აიტუშოთ, რომ უფრო ბუნებრივს გავდეს, ვიდრე ხელოვნურს და ყვიროდეს. 5. საპონი ბეჭდის ქვეშ. გოგონები ხშირად არ იხსნიან ბეჭედს ხელის დაბანის დროს შიშით, რომ ნიჟარაში ჩაუვარდებათ, რის გამოც ხშირად აღმოჩენილან უხერხულ სიტუაციაში და მიმხმარ საპონს მათ არაესთეკიურობისთვის გაუსვამს ხაზი. მსგავსი სიტუაციის თავიდან აცილების მიზნით გამოიყენეთ თხევადი საპონი. 6. ძალიან ბევრი ქვითარი ჩანთაში. დღეს, ძნელია ქვითრების გარეშე წარმოვიდგინოთ რაიმეს ყიდვა, თუმცა, ჩანთის დასუფთავება ნუ დაგავიწყდებათ. ქვითრები, რომლებიც საჭიროებს შენახვას, სპეციალურად გამოყოფილ ჩანთის რომელიმე ჯიბეში შეინახეთ, რადგან იქ წარმოქმნილი ქაოსი, გართმევთ უდიდეს დროს, რომ მოძებნოთ თქვენთვის სასურველი ნივთი - გასაღები, ტუჩსაცხი, საჭირო ქვითარი და ა, შ, რაც საკმაოდ ცუდად გამოიყურება. 7. არასწორად შერჩეული თეთრეული. პრაქტიკულად, თითქმის ყველა ქალს შეიძლება გამოეკვეთოს ხორცები ტანზე, თუმცა საქმე მხოლოდ ზედმეტ კილოგრამებს არ ეხება. მიზეზი შეიძლება არასწორად შერჩეული თეთრეული იყოს. ამიტომ, სწორად შეარჩიეთ ბიუსტჰალტერი, რათა თავიდან აიცილოთ უხერხული სიტუაცია. 8. დასაუთოვებელი ტანსაცმელი. ხშირად, არასწორად დაუთოვებულმა ტანსაცმელმა შეიძლება თქვენზე მეტი ცუდი თქვას, ვიდრე საერთოდ დასაუთოვებელმა. ამიტომ, სწორად დაუთოვებასაც ცოდნა უნდა. უხერხული სიტუაციის თავიდან ასაცილებლად კი გაითვალისწინეთ ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი, დააუთოვეთ მაისურები უკუღმა პირიდან და ქსოვილისთვის განკუთვნილი ტემპერატურით. 9. კოსმეტიკის კვალი ხელებზე. მარჯვენა ხელი შესანიშნავი დამხმარეა მაკიაჟის გაკეთების დროს, რადგან ტონალურის, საცხების და ტუჩსაცხის მოსინჯვას, ყველა რატომღაც მარჯვენა ხელს ვიყენებთ. კანის მიერ ეს საცხები შეიწოვება და მხოლოდ წყლით ჩამობანა არ ხდება საკმარისი, შესბამისად კი კანი გამოიყურება დალაქულად. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ მსგავსი უხერხული სიტუაცია, მაშინვე გაიწმინდეთ ხელი მიცერალური წყლით. 10. ჭუჭყიანი ტელეფონი. დღეს ტელეფონი, ადამიანის ერთ-ერთი განუყოფელი ნივთია, რომლის გარეშეც თავი ბევრს ალბათ ვერც წარმოუდგენია. თუმცა, მასაც სჭირდება სათანადო მოვლა, რადგან ჭუჭყი და ბაქტერიები მასზე ადვილად ფორმირდება, უნდა გაწმინდოთ ის დღეში რამდენჯერმე აუცილებლად. 9790 6-ს მოსწონს |
სტატიას ბევრი მოწონება...