ფეხბურთი ფეხბურთელები ამ მსაჯის გამო მზად არიან წითელი ბარათი მიიღონ,იმ პირობით,რომ ზედ მისი ტელეფონი ეწერება 2020, 26 სექტემბერი, 14:14
23 წლის პოლონელი მსაჯი ფეხბურთში, კაროლინა ბოიარდი გამოცემა The Sun-ის აზრით ყველაზე სექსუალური არბიტრია მსოფლიოში.ამჟამად გოგონა მეორე და მესამე დივიზიონის მატჩებს მსაჯობს.
კაროლონა ბოიარდს შემთხვევით არ აურჩევია ეს პროფესია, მისი ბაბუა ცნობილი პროფესიონალი მსაჯი იყო, გოგონა ბავშვობიდანვე ხშირად უცქერდა ტელევიზორში ფეხბურთს, რა დროსაც პაპამისი მსაჯობაზე კომენტარებს აკეთებდა. 17 წლის იყო კაროლინა, როდესაც მსაჯის კურსების შესწავლა დაიწყო, მალე პირველი მატჩის რეფერობაც ანდეს, თუმცა ძალზე მწარედ დაამახსოვრდა, რადგან საკამათო პენალტი დანიშნა, რამაც მწვრთნელის განრისხება გამოიწვია. ამის შემდეგ გოგონამ გადაწყვიტა აემაღლევინა მსაჯის კვლიფიკაცია, დღეს იგი მეორე და მესამე დივიზიონების მსაჯია, თუმცა მისი მიზანია უმაღლეს დივიზიონში მოხვედრა. გოგონას მატჩის დამთავრების შემდეგ ხშირად ფეხბურთელები ტელეფონის ნომერს სთხოვენ, თუმცა კაროლინა არ ჩქარობს გათხოვებას, იგი მიიჩნევს, რომ ასე უფრო ლაღად და თავისუფლად გრძნობს თავს, თან მოსწონს პოლონეთში პირველი ქალი მსაჯის სტატუსი. კაროლინას არც თუ იშვიათად სხვადასხვა ბრენდები კომერციული მიზნებისთვის იყენებენ. 102 3-ს მოსწონს
|