x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
საკვები და ლიბიდო: ეს 7 პროდუქტი გააუმჯობესებს თქვენს სექსს
ამური ადამიანთა განსაგმირად ყოველთვის ისარს როდი იყენებს. ხშირად ის დანას და ჩანგალს უფრო ანიჭებს უპირატესობას. მიუხედავად იმისა, რომ პოტენციის ასამაღლებელ და სექსუალური ცხოვრების გასაუმჯობესებელ ბუნებრივ საშუალებებს ადამიანთა მოდგმა ოდითგანვე იცნობს და ისინი დღემდე მეცნიერების მძაფრ ინტერესს აღძრავს, ბევრ ჩვენთაგანს ერთობ მწირი ინფორმაციები აქვს მათ შესახებ. შევეცდებით, ამ სტატიით ეს ხარვეზი გამოვასწოროთ.


დარიჩინი


ეს სანელებელი არამარტო მომაჯადოებელ სურნელს აფრქვევს, არამედ შესანიშნავი აფროდიზიაკიც არის. მისი მასტიმულირებელი თვისებების შესახებ ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში იყო ცნობილი. გარდა ამისა, დარიჩინი ორგანიზმს ფერომონების გამომუშავებაში ეხმარება, რაც დადებითად განაწყობს პარტნიორს ფლირტის პროცესში.


ჯანჯაფილი



ჯანჯაფილის ყვითელი ფესვები ჩინეთში უკვე დიდი ხანია ქმედით აფროდიზიაკად არის მიჩნეული. მისი მძაფრი შემადგენელი ნივთიერებები აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ორგანოების საკვები ნივთიერებებით და ჟანგბადით მომარაგებას.


ავოკადო


ავოკადოს ჯერ კიდევ ძველი აცტეკები აფასებდნენ. ისინი მას “კვერცხებიანი ხის ნაყოფს” უწოდებდნენ. ეს პროდუქტი უძველესი აფროდიზიაკია. ის ჭარბად შეიცავს ვიტამინ E-ს და ცხიმმჟავას, რაც სისხლის მიმოქცევას არეგულირებს და შეგრძნებებს ამძაფრებს. გარდა ამისა ის ამინომჟავა ტრიპტოფანსაც შეიცავს, რაც ტვინს ბედნიერების ჰორმონ სეროტონინის გამომუშავებაში ეხმარება.


ჩილი


იმისათვის, რათა სისხლმა კარგად იმოძრაოს, ცხარე საკვები აუცილებელია. ცხარე საკვები ორგანიზმს ბედნიერების ჰორმონ ენდორფინის გამოყოფაში ეხმარება, რაც სისხლს ჭარბად გატყორცნის ვენებში. სწორედ ამიტომ, მწარე და ცხარე საკვები ბევრ კულტურაში აფროდიზიაკად არის მიჩნეული.


საზამთრო


საზამთრო არამარტო გემრიელი ხილია, არამედ კარგი აფროდიზიაკიც, რომელიც დიდი ოდენობით ამინომჟავა ციტრულინს შეიცავს. ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ისიც კი დაადგინეს, რომ საზამთროს რბილობში არსებულ ნივთიერებებს ვიაგრას მსგავსი ეფექტი გააჩნია.


ხამანწკები


ხამანწკები ყველაზე ხშირად არიან მიჩნეული აფროდიზიაკად. ეს სულაც არ არის შემთხვევითი. ბევრი ადამიანი საკუთარი გამოცდილებით დარწმუნდა, თუ რამდენად დადებითად მოქმედებენ ზღვის ეს პატარა ბინადრები ლიბიდოზე.


ხამანწკები უდიდესი რაოდენობით შეიცავენ თუთიას, რაც მკვეთრად აუმჯობესებს სექსის მოთხოვნილებას.


წითელი ღვინო


წითელი ღვინო ძალიან კარგი აფროდიზიაკია. ის მკვეთრად ამაღლებს ლიბიდოს როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში. მისი სასარგებლო თვისებები ოდითგანვე ცნობილია, თუმცა ღვინის მოხმარებას ზომიერების დაცვა სჭირდება.


აფროდიზიაკი

0
219
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
219
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0