x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ბოლო კვირის მანძილზე, თითქმის 200 ათასი რუსი გაექცა მობილიზაციას - ქვეყნები, რომლებმაც ისინი მიიღეს

რუსეთში მობილიზაციის გამოცხადებიდან, ერთი კვირის შემდეგ, უკრაინაში ფრონტზე წასვლის პერსპექტივის წინაშე აღმოჩენილმა, 194 ათასმა ადამიანმა სამშობლო დატოვა და უმრავლესობამ თავშესაფარი ყაზახეთში ნახა. რესპუბლიკის შსს–ს მონაცემებით, რუსეთ–ყაზახეთის საზღვარი, ბოლო დღეებში, 98 ათასმა ადამიანმა გადაკვეთა.


image


53 ათასი ლტოლვილი საქართველომ მიიღო. რუსეთის ხელისუფლებამ ლარსის გამშვებ პუნქტთან, რუსეთის დატოვების მსურველთა, 20 კმ–იანი რიგი რომ დაინახა, ომში გაწვევის ცენტრის გახსნა, პირდაპირ რუსეთ–საქართველოს საზღვარზე გადაწყვიტა...

რუსეთის 43 ათასი მოქალაქე ფინეთში გაიქცა. ახლა, ფინეთის ხელისუფლება, ფინეთ–რუსეთის საზღვარზე 260 კმ–ს სიგრძის ღობის მშენებლობას გეგმავს – ეს იმ შემთხვევისთვის, თუ საზღვარზე, რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის გამო, არეულობა დაიწყება.

კიდევ, 3 ათასმა რუსეთის მოქალაქემ თავი მონღოლეთს შეაფარა. ეს ძირითადად ბურიატის მაცხოვრებლები იყვნენ. მონღოლეთის ყოფილმა პრეზიდენტმა წახიაგიინ ელბეგდორჯმა რუსეთი დაადანაშაულა, რომ ის ბურიატებს, ტუვანებს და ყალმუხებს როგორც «საზარბაზნე ხორცს» იყენებს და რუსეთის ეროვნულ უმცირესობებს მოუწოდა, უარი თქვან ომში მონაწილეობაზე. მონღოლეთში მათ «გაშლილი ხელებით მიიღებენ», – განაცხადა ელბეგდორჯმა.

ამრიგად, რუსეთიდან ხალხის ამჟამინდელმა გადინებამ, წინა რეკორდები მოხსნა: თებერვლის ბოლოს, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ქვეყანა 50–70 ათასმა ადამიანმა დატოვა, «მეორე ტალღაზე», აპრილში, რუსეთი კიდევ 70–100 ათასმა ადამიანმა დატოვა, ხოლო ამ ბოლო კვირის მანძილზე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, კიდევ 194 ათასმა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* 7 ცნობილი "ფეიკი", რომლისაც ჯერ კიდევ, ყველას სჯერა

* 5 გასართობი თავსატეხი (პასუხები აქვს)

* ყველაზე დიდი დრამა პუტინისთვის

* XX საუკუნის 10 ყველაზე დაუნდობელი ლიდერი

* ჩვენი პლანეტის ყველაზე საოცარი ცხოველები – ტოპ 15

* რამდენად საჭიროა სიბრძნის კბილები და აპენდიქსი?

* რომელი ხორცია უკეთესი ჯანმრთელობისთვის? (რეიტინგში საქონლის ხორცი ბოლო ადგილზეა)

* თუ შემწვარი კარტოფილი "არ გამოგდით"... ნახეთ, აბა, შეცდომას სად უშვებთ?



1
306
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
306
  
2022, 30 სექტემბერი, 1:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1