x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
პუტინი:ბელარუსი პირველი ქვეყანა იქნება,რომელიც მიიღებს რუსულ ვაქცინას
image

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, სოჭში ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრის დროს განაცხადა.


-როგორც ჩვენმა პრემიერ-მინისტრებმა განაცხადეს, შემდგომ ასევე ჯანდაცვის მინისტრებმა, ბელარუსი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც მიიღებს კორონავირუსი Covid-19 -ის საწინააღმდეგო რუსულ ვაქცინას-განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.


პუტინმა ისიც დასძინა, რომ რესპუბლიკაში უკვე მიმდინარეობს პრეპარატის გამოცდის უკანასკნელი სტადია, რომელიც საშუალებას იძლევა არა მარტო ვაქცინის შესაბამისი წარმოება მოგვარდეს, არამედ დაავადებასთან ბრძოლაში მოქალაქეები საჭირო ვაქცინაციით უზრუნველყოს.



შეგახსენებთ, ქალაქ სოჭში ფორმატში "ერთი ერთზე"ორი ქვეყნის ლიდერმა შეხვედრა გამართა.


9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელსაც მასიური საპროტესტო აქციები მოჰყვა, ეს არის ლუკაშენკოს პირველი საზღვარგარეთული ვიზიტი, ბელარუსის პრეზიდენტს პუტინთან შეხვედრის შემდეგ სურს "ყველაფერი თავის წერტილზე დააყენოს", ამის გარდა ორმა ქვეყნამ განიხილა რიგი პოლიტიკურ ეკონომიკური საკითხები.

0
264
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
264
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0