x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ვტიროდით ეს რომ გავიგეთ"- ნახეთ, ვინ დააფინანსა ხათუნა ჟორდანიას მკურნალობა უცხოეთში 75 000 ევროთი

image


როგორც ცნობილია, მომღერალი ხათუნა ჟორდანია 2019 წლიდან მძიმე სენს ებრძვის, მას მარჯვენა ფილტვის სიმსივნე აღმოაჩნდა. მომღერალი გარკვეული პერიოდი მკურნალობის კურსს ისრაელშიც გადიოდა, სადაც მას 6 ქიმოთერაპია გაუკეთდა, თუმცა მომღერლის მეუღლის თქმით, მას საბოლოოდ განსაკურნებლად დამატებით კიდევ საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროება. ზურა ხაჩიძის განცხადებით, ავსტრიაში ექიმები ხათუნას განკურნებას ხუთ კვირაში დაპირდნენ, რაც მთლიანობაში 75 ათასი ევრო ჯდება. ხაჩიძის თქმით, მათ დაფინანსებაზე ფონდ "ქართუში" განაცხადი შეიტანეს და თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილისგან ზეპირი თანხმობაც უკვე მიიღეს:"ისრაელშიც ვიყავით, სადაც ექვსი ქიმიოთერაპია გავუკეთეთ. ავსტრიის კლინიკის ექიმები კი გვეუბნებიან, რომ ხათუნასთვის ექვსი ქიმიოთერაპია საჭირო არ იყო და სამიც საკმარისი იქნებოდა. როგორც ჩანს, აქ სამედიცინო ბიზნესია ჩართული და ბევრი ქვეყანა არაკეთილსინდისიერად ცდილობს პაციენტისგან თანხების მოზიდვას. ავსტრიაში მკურნალობა 75 ათასი ევრო ჯდება. დაფინანსებაზე ფონდ "ქართუში" განაცხადი შევიტანეთ და პასუხს ველოდებით. ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან დახმარების თაობაზე, ზეპირი თანხმობა გვაქვს. იმედია ფონდი "ქართუ" ფინანსებს მალე გამოყოფს და ხათუნას მალე განვკურნავთ", - აღნიშნა ზურა ხაჩიძემ "სარკესთან" საუბრისას.



0
957
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
957