x
image
რუსო ჩარექიშვილი
როგორ ავიცილოთ თავიდან სხვისი ნაშრომის მოპარვა და როგორ გავმიჯნოთ ერთმანეთისაგან: ციტატა, პარაფრაზი, პლაგიატი?
ხშირია შემთხვევები, როდესაც გვსურს დავწეროთ ესა თუ ის სამეცნიერო ნაშრომი და ვაწყდებით მრავალ პრობლემას, როგორებიცაა მაგალითად: გვსურს მაგალითის სახით მოვიყვანოთ, რომელიმე ცნობილი მეცნიერის, მკვლევარის ... ნააზრევი და არ ვიცით როგორ გავაკეთოდ ეს ისე, რომ არ ჩაგვეთვალოს სხვისი აზრების მოპარვასა და მითვისევაში.image

ამის ტავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში აუცილებელია ერთმანეთისაგან გავმიჯნოთ შემდეგი ტერმინები: ციტატა, პარაფრაზი, პლაგიატი. თითოეული მათგანის მნიშვნელობის სწორი ცოდნა დაგვეხმარება ისეთი უპატიებელი შეცდომების თავიდან აცილებაში, როგორიცაა სხვისი ნააზრევის უნებლიე მითვისება.

გთავაზობთ თითოეული ტერმინის განმარტებას:

1. ციტატა- ციტატა ლათინური წარმომავლობის სიტყვაა და ვინმეს სიტყვების ზუსტად გამეორებას და რაიმე თხზულებიდან ამონაწერის (ტექსტის ფრაგმენტის) სიტყვასიტყვით გადმოტანას ნიშნავს.


ზოგადად, სამეცნიერო ნაშრომის წერისას გვიწევს ციტატების მოშველიება, თუმცა აქაც არსებობს გარკვეული ზღვარი, რომლის გადალახვის შემთხვევაში, ციტატების გადაჭარბებული რაოდენობა აშკარად თვალში საცემი ხდება და ეს უკვე მეცნიერებისტვის ცუდ ტონათაა ჩათვლილი.

სამეცნიერო ნაშრომზე მუშაობა, აუცილებლად გულისხმობს წყაროებთან ხშირ კონტაქტს. წყაროებზე მუშაობის დროს, ჩვენ ხელთ გვაქვს მათი მოკლე შინაარსი, ასევე ზუსტად, სიტყვასიტყვით გადმოწერილი მონაკვეთები(ციტატები), ამიტომ აუცილებელია მათ შორის ზღვარის გავლება და გამიჯვნა ერთმანეთისაგან, რადგან ჩვენმა უნებლიე შეცდომამაც კი შესაძლია პლაგიატის საფრთხის წინაშე დაგვაყენოს.image

2. პარაფრაზი - ბერძნული სიტყვაა და თავისი სიტყვებით სხვის ამბის(ნათქვამის, აზრის) გადმოცემას ნიშნავს.

ეს ის შემთხვევაა, რომელთანაც ბავშვობიდან გველას გვიწევს შეხება, ვინაიდან თითოეული მოყოლილი ამბის დამახსოვრება და საკუთარი ინტერპრეტაციით სხვისთვის გადაცემა უკვე პარაფრაზის ჩვეულებრივი მაგალითია.

პარაფრაზი, ფართო გაგებით, ყველანაირი კომუნიკაციის, ინფორმაციის გადაცემის ბუნებრივი და ეფექტური საშუალებაა. ასევე იგი ცოდნის გადაცემა-გავრცელების აუცილებელი წინაპირობაა, რადგან ცოდნა თავის თავში გულისხმობს, სხვისი ცოდნისათვის საკუთარის დამატებას და ბოლოს ისევ სხვისთვის გაზიარებას.image

3. პლაგიატი - იგი მეცნიერებაში სამარცხვინო საქციელადაა მიჩნეული, ვინაიდან პლაგიატი თავის თავში, მიტაცებას, მოპარვას გულისხმობს. იგი ლათინური სიტყვაა და სხვისი ნაწარმოების ავტორობის მისაკუთრება და სხვისი გამონათქვამის დაჩემებაა.

პლაგიატის მსხვერპლნი შესაძლოა ჩვენდაუუნებურადაც კი გავხდეთ, სწორედ ამიტომ სამეცნიერო ნაშრომის შექმნა დიდ ყურადღებას და დაწერილის ათასჯერ გადამოწმებას მოითხოვს. თუმცა, ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც მოცემულ ხერხს გამიზნულად, გააზრებულად მიმართავენ იმ იმედით, რომ ფონს მარტივად გავლენ და ვერავინ მიუხვდებათ. image


0
145
2-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
145
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0