სხვა რატომ არის ზღვის წყალი მარილიანი 2020, 6 სექტემბერი, 20:11 დროდადრო ვხვდებით ჩვენს პლანეტასთან დაკავშირებულ რამდენიმე კითხვას, რომლებზეც ჯერ პასუხი არ გაცემულა. მაგალითად, მარილის არსებობა ოკეანეთა წყალში. როგორ მოხვდა ის იქ? ზღვაში მარილიანი წყლის აღმოჩენას მეცნიერული საფუძველი ჩაეყარა ედმუნდ ჰალეის ნაშრომებით, 1715 წელს. მან დაასკვნა, რომ მარილი და სხვა მინერალები ნიადაგიდან ირეცხებოდა და მდინარეებიდან ოკეანეებში ჩაედინებოდა. ოკეანეში ჩაღწევის შედეგ მარილები იქ რჩებოდა და კონცენტრაციას განიცდიდა. ჰალეიმ შეამჩნია, რომ ტბების უმრავლესობას, რომელთაც პირდაპირი კავშირი არა აქვთ ოკეანეებთან, გააჩნიათ მარილიანი წყალი. ჰალეის თეორია ნაწილობრივ სიმართლეს შეესაბამება. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ნატრიუმის ნაერთები გამოირეცხებოდა ოკეანის ფსკერიდან მათი ფორმირების ადრეულ ეტაპზე. მარილის კიდევ ერთი ელემენტის, ქლორის არსებობა აიხსნება დედამიწის ქანებიდან მისი გამოთავისუფლებით ( მარილიანი მჟავის სახით) ვულკანთა ამოფრქვევების პროცესში. ნატრიუმის და ქლორის იონები თანდათანობით ზღვის მარილის შემადგენლობის ძირითადი კომპონენტები გახდნენ. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, შეგვიძლია თუ არა ამით ავხსნათ ოკეანეებში დიდი რაოდენობის მარილის არსებობა. ყველა ოკეანის დაშრობის შემთხვევაში დარჩენილი მარილით შესაძლებელია 230 კმ სიმაღლის და თითქმის 2 კმ სისქის კედლის აშენება. ასეთი კედელი შეეძლება ეკვატორის გასწვრივ შემოერტყას მთელს დედამიწას. ან კიდევ ერთი შედარება: ყველა დამშრალი ოკეანის მარილი მოცულობით 15-ჯერ მეტია, ვიდრე მთელი ევროპული კონტინენტი! ჩვეულებრივი მარილი, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ, მიიღება ზღვის წყლისგან, მარილის წყაროებიდან, ან ქვის მარილის დამუშავებით. ზღვის წყალი შეიცავს 3-3, 5% მარილს. შიდა ზღვები, როგორიცაა ხმელთაშუა ზღვა, წითელი ზღვა შეიცავს უფრო მეტ მარილს, ვიდრე ღია ზღვები. მკვდარი ზღვა, მხოლოდ 728 კვ.მ. კმ., შეიცავს დაახლოებით 10 523 მილიონი ტონა მარილს. მასში იმდენი მარილია, რომ თითქმის შეუძლებელია ასეთ წყალში ჩაძირვა, რადგან მარილების გამო წყლის სიმკვრივემ იმატა. საშუალოდ ერთი ლიტრი ზღვის წყალი 30 გრ. მარილს შეიცავს. ქვის მარილის საბადოები დედამიწის სხვადასხვა ნაწილში მილიონობით წლის წინ წარმოიშვა, ზღვის წყლის დაშრობის, გაუჩინარების შედეგად. ქვის მარილის წარმოქმნისთვის აუცილებელია ზღვის წყლის მოცულობის ცხრა მეათედი აორთქლდეს; ითვლება, რომ შიდა ზღვები ამ მარილის თანამედროვე საბადოების ადგილზე მდებარეობდა. ისინი უფრო სწრაფად აორთქლდნენ, ვიდრე ახალი ზღვის წყალი შემოაღწევდა, ასე გაჩნდა ქვის მარილის სბადოები. საკვები მარილის ძირითადი რაოდენობა მოპოვებულია ქვის მარილიდან. ჩვეულებრივ მარილის საბადოებში გაჰყავთ მაღარო. მილების საშუალებით ტუმბავენ სუფთა წყალს, რაც ხსნის მარილს. ეს ხსნარი ზედაპირზე ამოდის მეორე მილის მეშვეობით. ჰონგ-კონგში ზღვის წყალი ფართოდ გამოიყენება ტუალეტის გასუფთავების სისტემებში. მათი 90% -ზე მეტი იყენებს ზღვის წყალს გამორეცხვისთვის, მტკნარი წყლის დაზოგვის მიზნით. ეს პრაქტიკა დაიწყო 1960-70-იან წლებში, როდესაც მტკნარი წყლის რესურსების მოპოვება პრობლემა გახდა დიდი ბრიტანეთის ყოფილი კოლონიის მკვიდრთათვის. ზღვის წყლის დალევა შეიძლება მცირე რაოდენობით ზიანის მიყენების გარეშე 5-7 დღის განმავლობაში. 449 5-ს მოსწონს
|