x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ქალს ყოფილი შეყვარებულის ციხეში ჩასმა უნდოდა,თუმცა თავად მიუსაჯეს 10 წელი
image

ესპანელმა ვანესა გესტომ ყოფილი საყვარელი აივენ რიკო მკვლელობის მცდელობაში და ბულინგში დაადანაშაულა. მისი თქმით, აივენმა იგი გაიტაცა, საშოში სუპერწებო ჩაასხა და უკაცრიელ ადგილზე მიატოვა. თუმცა, როგორც გაირკვა, ვანესამ ამ ყველაფრის ინსცენირება თავად განახორციელა, რათა ყოფილი შეყვარებული ციხეში გაეგზავნა. ამისთვის ესპანელმა მოსამართლეებმა თავად ვანესას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.



ქალს, რომელმაც თავის ყოფილ შეყვარებულზე შურისძიების გამო საშოში სუპერწებო თავად ჩაისხა, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.


ესპანელი ვანესა გესტო ამტკიცებდა, რომ მისმა ყოფილმა საყვარელმა სახლიდან გაიტაცა, საშოში სუპერწებო ჩაასხა და ნახევრად შიშველი, უმწეო მდგომარეობაში უკაცრიელ ადგილზე მიატოვა. ვანესას თქმით, დანაშაული მოხდა პატარა ქალაქ ბემბიბრეში, ლეონიდან ერთი საათის სავალზე.


image

თუმცა, როგორც გამომძიებლებმა დაადგინეს, ვანესამ თავად მოაწყო ეს ამბავი. დადგინდა, რომ "თავდასხმამდე" ცოტა ხნის ადრე ვანესამ ჩინურ მაღაზიაში შეიძინა სუპერწებო და "გამტაცებლის ნაკრები", მათ შორის დანები.

გარდა ამისა, ვანესა ამტკიცებდა, რომ ყოფილმა საყვარელმა იგი სახლიდან შავი მანქანით გაიტაცა - მაგრამ, როგორც სათვალთვალო კამერებმა აჩვენა, აღწერილ დროს, ერთადერთი ავტომობილი, რომელიც ვანესას სახლთან გაიარა, იყო ნაგვის მუნიციპალური მანქანა.

image

ვანესას სიცრუის გამჟღავნების შემდეგ, მას თავად მოუწია ციხეში ჩაჯდომა. პროკურორმა მისთვის 11, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა, მაგრამ სასამართლომ ვადა გარკვეულწილად 10 წლამდე შეუმცირა. გარდა ამისა, მას მოუწევს 25, 000 აშშ დოლარის გადახდა აივენ რიკოს სასარგებლოდ .

image

ვანესას ბრალდების შემდეგ, აივენ რიკომ რამდენიმე დღე ციხეში გაატარა.

-მის საპატიმროში ჯდომის პერიოდში, დედა მუდმივად ტიროდა, - ამბობს აივანის ძმა, რაფაელი. -მაგრამ როდესაც ვანესას ტყუილები გაირკვა, აივენს ბოდიში მოუხადეს და გაათავისუფლეს. თითქმის თანაბრად უსიამოვნო ემოციები განიცადა ვანესას საქციელით, მისმა ადვოკატმა ემილია ესტებანმა.

” დავუჯერე ვანესას და ამიტომ დავიცავი იგი, ახლა კი თავს მოტყუებულად და დამცირებულად ვგრძნობ”-განაცხადა ემილია ესტებანმა.

0
247
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
247
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0