x
image
არჩილ ვერულიძე
ვინ მოატეხა ცხვირი სფინქსს?
image

სფინქსი - მითოლოგიური არსება ქალის თავით, ლომის სხეულით და ფრინველის ფრთებით. როგორც ალბათ შენიშნეთ, ეგვიპტის პირამიდებთან ახლოს მისი 6500 წლის გიგანტური ქანდაკება ცხვირის გარეშეა. მრავალი საუკუნის განმავლობაში სფინქსის ცხვირის დაზიანებაში, რაიმე განსაკუთრებული მიზეზით, დამნაშავე იყო სხვადასხვა არმია და პიროვნენბები: ინგლისელები, გერმანელები, არაბები. მაგრამ, როგორც წესი, ამ ფაქტს ნაპოლეონს მიაკუთვნებენ.

თითქმის არცერთი ბრალდება არ არის საფუძვლიანი. სინამდვილეში, ერთადერთი, ვისზეც დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მან მართლაც დააზიანა სფინქსი, იყო სუფიის ფანატიკოსი მუჰამედ საიმ ალ-დაჰი, რომელიც ადგილობრივებმა ჩაქოლეს 1378 წელს ვანდალიზმისთვის.ამასთან, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას შეეძლო რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლეზე ორ მეტრიანი ქვის ფრაგმენტის დაზიანება.

ბრიტანეთისა და გერმანიის არმიები, რომლებიც ეგვიპტეში იმყოფებოდნენ ორივე მსოფლიო ომის დროს, ამაში არ არიან დამნაშავენი: არსებობს სფინქსის ფოტომასალა ცხვირის გარეშე, 1886 წლით დათარიღებული.


რაც შეეხება ნაპოლეონს, შემორჩენილია ესკიზები, სადაც სფინქსი ცხვირის გარეშეა წარმოდგენილი, რომელიც ევროპელმა მოგზაურებმა 1737 წელს გააკეთეს, საფრანგეთის მომავალი იმპერატორის დაბადებამდე. როდესაც ოცდაცხრა წლის გენერალმა პირველად შეხედა უძველეს ქანდაკებას, მას ალბათ ასობით წლის განმავლობაში აღარ ჰქონდა ცხვირი.


ნაპოლეონის ლაშქრობა ეგვიპტეში მიზნად ისახავდა ინგლისის ინდოეთთან კავშირის დარღვევას.საფრანგეთის არმიამ ამ ქვეყანაში ორი ძირითადი ბრძოლა გამართა: ბრძოლა პირამიდებთან (რომელიც, სხვათა შორის, სულაც არ მომხდარა პირამიდებთან) ) და ნილოსის ბრძოლა (რომელსაც ნილოსთან საერთო არაფერი ჰქონდა). 55 ათასიან არმიასთან ერთად ნაპოლეონმა ჩაომიყვანა 155 სამოქალაქო სპეციალისტი - ე.წ. ეს იყო პირველი პროფესიონალური არქეოლოგიური ექსპედიცია ეგვიპტეში.

როდესაც ნელსონმა ნაპოლეონის ფლოტი ჩაიძირა, იმპერატორი საფრანგეთში დაბრუნდა, მან მიატოვა როგორც ჯარი, ისე "მეცნიერები", რომლებიც მუშაობას განაგრძობდნენ თავიანთი ლიდერის გარეშე. შედეგად გაჩნდა ა სამეცნიერო ნაშრომი სახელწოდებით «Description de I'Egypte» (ეგვიპტის აღწერა ფრ.) - ქვეყნის პირველი ზუსტი სურათი, რომელმაც ევროპამდე მიაღწია.


ყველა ამ ფაქტის მიუხედავად, ეგვიპტელი გიდები უამრავ ტურისტს ეუბნებიან, რომ სფინქსის ცხვირი ქვემეხის ყუმბარამ დააზიანა, ნაპოლენის თურქებთან ბრძოლის დროს, რომელიც პირამიდებთან გაიმართა.


სფინქსის ცხვირის არ არსებობის ს ყველაზე სარწმუნო მიზეზი შეიძლება იყოს ქარის და ამინდის ზემოქმედება რბილ კირქვზე, 6000 წლის განმავლობაში.



0
312
5-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
312
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0